ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე 5-8 ადგილებისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხეულში ყველაზე სუსტი, საფრანგეთის ნაკრები ერგო, რომელიც მეოთხედფინალში სენსაციურად მას შემდეგ გავიდა, რაც სერბეთს სძლია.
ჩვენებს ევროპირველობაზე ფრანგებისთვის ერთხელ უკვე მოეგო, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გახდა და 5:7 დამარცხდა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ დაცვაში კარგად ვირჯებოდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ცუდი იყო შეტევა, არ ჩანდა კომბინაციები, ვერ ვიყენებდით მეტობას, ერთხელ ორკაციანიც კი.
ვერც ფრანგები ბრწყინავდნენ, მაგრამ ჩვენზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს და ახლა მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ. მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს დეაინ სტანოიევიჩის გუნდი ჩერნოგორიასთან გაარკვევს ურთიერთობას, რომელსაც ამ ევროპირველობაზე ჯგუფში ვეთამაშეთ და 11:14 წავაგეთ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
