დღეს დილით ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. ჩვენებურის „ტორონტომ“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და 134:117 მოუგო.
კანადელთა მწვრთნელმა დაბალი ხუთეული არჩია და მამუკელაშვილს სასტარტოში არ დაუწყია. თუმცა, პარკეტზე 31:56 წუთი მაინც გაატარა და სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა: 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება – ასეთია სანდროს მონაგარი. მამუმ ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ხუთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ მეტოქეზე 27 ქულით მეტი ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ მატჩში რვა პასი სანდრო მამუკელაშვილისთვის NBA-ში სარეკორდოა.
„ტორონტო“ 21 მოგებითა და 15 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მეტოქე კვლავ „ატლანტა ჰოუქსი“ იქნება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
![toronto-mamukelashvili ორი პასი სამმაგამდე [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/01/toronto-mamukelashvili.jpg)