„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს დასვენება არ აქვთ. სამშაბათს მათ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში სტუმრად მოუგეს „დიუნკერკს’’ (4:2), მეორე საღამოს კი საგანგებო ვარჯიში ჰქონდათ რომელიც აღდგენისგან, დარბაზისა და ბურთით ბევრი მუშაობისგან შედგებოდა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა ის ცნობა, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც წინა დღეს ავად იყო. კვარაცხელიას მსგავსად ავად იყო და გამოჯანმრთელდა იბრაჰიმ მბაეც. ქართველ...
წელი: 2025
ევროპაზე ყველა ლიდერით
23-27 აპრილს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ცხრაკაციან კვოტას სრულად გამოიყენებს და მონაწილე შვიდივე კატეგორიაში გვეყოლება. ეს ნიშნავს, რომ ორ წონაში – 66 და 90 კილოგრამამდე – ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. დანარჩენ წონებში ლიდერები იასპარეზებენ. ქალთა ნაკრებში გია თენაძემ ექვსი შეგირდი შეიყვანა, მაგრამ...
ქართული დერბი ბითაძემ მოიგო
NBA-ში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ გოგა ბითაძის „ორლანდოს“ უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა. მოედანზე ორივე ქართველი კალათბურთელი ვიხილეთ. უფრო მეტი მამუკელაშვილმა ითამაშა, მაგრამ უკეთ ბითაძემ. გოგამ პარკეტზე 11.52 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება დააგროვა. ბითაძემ კალათს ერთხელ შეუტია, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. მამუკელაშვილმა 19.01 წუთი ითამაშა...
ზურიკოს ქომაგებს გადარჩენის შანსი აქვთ
ზურიკო დავითაშვილის გუნდის „სენტ ეტიენის’’ გულშემატკივართა ორ დაჯგუფებას „ჯადოსნურ ფანებსა’’ და „მწვანე ანგელოზებს’’ გადარჩენის შანსი აქვს. სამშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ქომაგების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც უსაფრთხოების პრობლემაზე სალაპარაკოდ „სენტ ეტიენის’’ ხელმძღვანელებს მოიწვევენ. საქმეს უძღვება სპორტულ ღონისძიებებზე ძალადობის პრევენციის ეროვნული საკონსულტაციო კომისია. კლუბის ხელმძღვანელობა თავის ულტასებს მხარს უჭერს. მთავრობაში...
ხვიჩა ავად იყო, პსჟ კი მეთქვსმეტე ტრიუმფისთვის ემზადება
„პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „დუნკრეკთან’’ სტუმრად 4:2 გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩასაწერად ემზადება: ფინალში 24 მაისს „სტად დე ფრანსზე’’ „კანსა’’ და „რენს’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება, თუმცა სტატისტიკოსები უკვე მიღწეულ შედეგებსაც დიდი ენთუზიაზმით გვახსენებენ. …„დუნკერკთან’’ გამარჯვების შედეგად „პარი სენ ჟერმენი’’ ოცდამეერთედ გავიდა საფრანგეთის თასის ფინალში. ფინალების რაოდენობით მეორე...
ქოჩორა სპორტინგელი…
ოფიციალურად დადასტურდა – საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიაში, ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია „ლევანტემ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. „შაბათ-კვირას დაჩქარებული მოლაპარაკებების შემდეგ, „სპორტინგმა“ და „ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ვალენსიურმა კლუბმა ოფიციალურად მოაწერა ხელი დოკუმენტს ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ქოჩორაშვილი სეზონს ესპანეთში დაასრულებს“, – ნათქვამია „ლევანტეს“ ოფიციალურ განცხადებაში....
დღეს კვარა იქნებაო
„პარი სენ ჟერმენს’’ რომ საფრანგეთის ჩემპიონობამდე აღარაფერი უკლია, ყველამ იცის. 2025 წელს ეროვნულ ასპარეზზე ლუის ენრიკეს გუნდმა 15 შეხვედრიდან 14 მოიგო (მხოლოდ „რეიმსთან’’ ითამაშა 1:1) და როგორც ჩანს ამ რიხიან სვლას დღეს საფრანგეთის თასზე ლილში „დუნკერკთან’’ შეხვედრაშიც გააგრძელებს. „დუნკერკი’’ ლიგა 2-ში მე-5 ადგილზეა. გამარჯვებული ანუ „პარი სენ ჟერმენი’’ ფინალში გავა, სადაც 24 მაისს „კანსა’’ და...
ილიას პირველი, გურამის მეორე და სერგოს მეოთხე
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში შესაბამისად მე-20 და 24-ე ტურები გაიმართა, რომლებშიც ჯამურად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. სასიამოვნოა, რომ სამმა მათგანმა თავი ლელოს გატანით ისახელა. ტოპ 14 პარიზის „სტად ფრანსე“ სუსტ სეზონს ატარებს. გასულ ტურში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „მონპელიესთან“ სტუმრად 32:38 წააგო და სანუგეშო ბონუსიც ვერ მიიღო, არადა 48-ე წუთამდე...
ჰეთ-თრიქი და ზედიზედ მეოთხე მარცხი
ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში. „ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო....
გოგა იგებს, სანდრო აგებს
NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო, მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ და მათგან ერთმა მოიგო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „საკრამენტო კინგსი“ 121:91 დაამარცხა, რაშიც, თავისი არც თუ უმინშვნელო წვლილი გოგამაც დაიდო. ბითაძე სათადარიგო იყო და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა –12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ქართველმა ცენტრმა ცხრიდან...









