წელი: 2025

Home 2025
გასარკვევი ერთი დარჩა
ჩანაწერი

გასარკვევი ერთი დარჩა

ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ერთი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. A ჯგუფში კარლოს ალკარასმა მესამე მატჩის მოიგო და ნახევარფინალში მარტივად გავიდა. კარლიტომ ამჯერად იტალიელი ლორენცო მუზეტი დაჩაგრა – 6:4; 6:1. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ესპანელს მეტოქის ძლევა არ გასჭირვებია. ამ ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა ალექს დე მინაურიც, ვინაც საწყისი ორი მატჩი კი წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკელ ტეილორ...

მამუს გარჯა დაუფასდა
ჩანაწერი

მამუს გარჯა დაუფასდა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ 126:113 მოუგო და ამ საქმეში ჩვენებურის სოლიდური წვლილიც ურევია. მამუკელაშვილმა პარკეტზე 17.01 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ ორიდან ორი ორქულიანი, სამიდან ორი სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში მხოლოდ დაკარგვა ჰქონდა და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ტორონტომ“ რვა ქულით...

ბრედ ფრიდელი: მამარდაშვილმა ჯერ ისწავლოს
ჩანაწერი

ბრედ ფრიდელი: მამარდაშვილმა ჯერ ისწავლოს

„ლივერპულის’’ ყოფილი მეკარე ბრედ ფრიდელი ამბობს, რომ არნე სლოტს მეკარე ალისონ ბეკერი წარმოუდგენლად დააკლდა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრის მიწურულს, „გალათასარაისთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა, რის შემდეგაც მას ექვსი კვირის განმავლობაში ქართველი გიორგი მამარდაშვილი ცვლიდა. ფრიდელი ამბობს, რომ მამარდაშვილზე საბოლოო შეხედულება ჯერ კიდევ არ ჩამოჰყალიბებია. „ალისონი წარმოუდგენლად დააკლდა „ლივერპულს’’, ― თქვა ფრიდელმა, ―  Hard Rock Bet-თან...

ვალერის გოლი ვალერას გუნდის კარში
ჩანაწერი

ვალერის გოლი ვალერას გუნდის კარში

რთულ დღეშია „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე მატვეი საფონოვი. კლუბში ლუკა შევალიეს მიყვანამ ისედაც სათადარიგო მთლად სათამაშო წუთების გარეშე დატოვა და აგერ, პრაქტიკანაკლულმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, პერუსთან შეხვედრაში უხეში შეცდომა დაუშვა. მის გამო რუსებმა პეტერბურგში დიდი ხნის მონატრებულ საერთაშორისო შეხვედრაში ვერ გაიმარჯვეს, არადა 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე „მონაკოს’’ ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა გახსნა. მიუხედავად...

ინგლისს საფრანგეთი შეემატა
ჩანაწერი

ინგლისს საფრანგეთი შეემატა

კილიან მბაპემ უკრაინის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, კიდევ ორი მაიკლ ოლისემ და უგო ეკიტიკემ შეაგდეს, რის შედეგადაც საფრანგეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ევროპიდან ფინალის საგზური მანამდე მხოლოდ ინგლისს ჰქონდა მოპოვებული, რომელმაც სერბეთს ბუკაიო საკას და ებერეჩი ეზეს გოლებით 2:0 აჯობა, შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგო და ტრადიციულად ხმაურიანი ფავორიტის რანგში გაემგზავრება...

ნაყოფიერი დრო NBA-ში
ჩანაწერი

ნაყოფიერი დრო NBA-ში

მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და საფლეიოფო ზონაში შეაღწია. „ჯადოქრებმა“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიკს“ 124:107 აჯობეს. ჩვენებური სათადარიგო იყო და პარკეტზე მხოლოდ 16.15 წუთი დაჰყო, მაგრამ ამ დროში საკმაოდ ნაყოფიერად გაისარჯა. 10 ქულა, 3 მოხსნა და ჩაჭრა – ასეთია ქართველი ცენტრის მონაგარი. გოგამ ორივე ორქულიანი და ექვსივე საჯარიმო ზუსტად...

დღეს პარიზი კოშმარს იხსენებს
ჩანაწერი

დღეს პარიზი კოშმარს იხსენებს

დღეს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს მასპინძლობს. იმავდროულად ფრანგებისთვის ხსოვნის დღეა. ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს დედაქალაქს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბოროტმოქმედებმა მიზანში ამოიღეს ექვსი ობიექტი: „სტად დე ფრანსი’’, საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი’’ და ოთხი კაფე-რესტორანი ქალაქის მეათე და მეთერთმეტე რაიონებში. დაიღუპა 130 ადამიანი, დაშავდა ― 400. ასეთი მსხვერპლი...

ჟოაო ნევეში და საპრეზიდენტო არჩევნები
ჩანაწერი

ჟოაო ნევეში და საპრეზიდენტო არჩევნები

„პარი სენ ჟერმენის’’ ნახევარმცველი ჟოაო ნევეში მართალია მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე გამოჩენილი ფიგურაა. მოედანზე რომ სამაგალითოა ამაზე აღარაფერს ვამბობთ, ის პორტუგალიელი ახალგაზრდებისთვისაც გამორჩეული ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კამპანიაში, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრებ პორტუგალიელებს 2016 წლის 18 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, ნევეშს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება სთხოვა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც...

ბოლო ტური გაარკვევს…
ჩანაწერი

ბოლო ტური გაარკვევს…

ტურინში გრძელდება ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირი და ჯგუფური ეტაპის მეორე ტურიც დაიწყო. კარლოს ალკარასმა მეორედ მოიგო. ესპანელმა ამჯერად ამერიკელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა – 6:7; 7:5; 6:3. კარლიტოს გაუჭირდა. პირველი სეტში ბრეიკი მალევე გაახერხა, მაგრამ იქვე საკუთარი ჩაწოდებაც დათმო და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი უკეთესი იყო. რთული გამოდგა მეორე სეტიც, სადაც ალკარასმა მხოლოდ მე-12 გეიმში...

კვარას კიდევ ერთი აღმომჩენი ლონდონში მიდის
ჩანაწერი

კვარას კიდევ ერთი აღმომჩენი ლონდონში მიდის

ბოლო წლებში „ნაპოლის’’ დიდი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი უთუოდ არის კლუბის სკაუტინგის ხელმძღვანელი მაურიციო მიკელი, რომელმაც 2018 წლიდან მოყოლებული „აძურის’’ რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი უპოვა. მიკელი მერვე წელია რაც ვეზუვისქვეშეთში მუშაობს, მაგრამ თუ ფაბრიციო რომანო მართალს ამბობს, ის მალე „არსენალში’’ გადაბარგდება, სადაც სპორტული დირექტორის ანდრეა ბერტას ხელძღვანელობით იმუშავებს. ბერტა ლონდონში 30 მარტს გადავიდა, მანამდე ათი წელიწადი...