გაიმართა ეროვნული ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები, რომლებშიც დებიუტანტებმა, „სპაერმა“ და „მეშახტემ“ იმძლავრეს და მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებენ.
ტყიბულის „მეშახტისა“ და „თელავის“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში თელეველები დაწინაურდნენ, მაგრამ „მეშახტემ“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, საბოლოოდ კი პენალტების სერიაში 4:2 მოიგო და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული „სპაერს“, თბილსელები საპასუხო შეხვედრაშიც დაწინაურდნენ. საგარეჯოელებმა ერთი გაიბრძოლეს, ორი ბურთი (ორივე პენალტით) გაიტანეს, მაგრამ ეს იყო და ეს, ორი მატჩის ჯამში „სპაერმა“ 3:2 მოიგო და 2017 წელს ჩამოყალიბებული გუნდი ეროვნულ ლიგაში გადავიდა.
კახური კლუბები კი მომავალ სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებენ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები18/11/2026 | 01:490 0 0 0 0 0
სარბიელი14/11/2026 | 23:05მორიგი მშრალი მარცხი
სიახლეები13/11/2026 | 21:58რამაზ სვანაძე – რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
