Breaking News

Day: December 1, 2025

სამი მედალი აბუ დაბიდან

აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა,…

Read more

მამუ უკვე მესამეა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მიჯრით მეორე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაკარგა. კანადელები ნიუ იორკში, „ნიქსთან“ თავიდანვე სოლიდურად ჩამორჩნენ და მატჩის შებრუნება ვეღარ მოახერხეს – 94:116. მამუკელაშვილმა მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო…

Read more

ჟორჟის ყვითელი გუნდი დიდ სიმაღლეებს უტევს

„მან საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და კინაღამ გაიტანა. აქტიური იყო’’, ― წერს ესპანური AS „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან’’ დრამატული შეხვედრის 68-ე წუთზე ჩაერთო საქმეში. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 32 წლის თავდამსხმელი აიოზე პერესი იყო, რომელმაც 31-ე წუთზე მასპინძლების კარში პირველი გოლი შეაგდო, 57-ე წუთზე კი 22 წლის ალბერტო მოლეიროს…

Read more

სალაჰი შეიძლება ოთხშაბათსაც სკამზე დასვან

ლონდონში „ვესტ ჰემთან’’ 2:0 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ლივერპულის’’ მწვრთნელმა’’ არნე სლოტმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ შეიძლება მო სალაჰი შემდეგ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. ეს შეხვედრა „სანდერლენდთან’’ ოთხშაბათს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „შავი კატები’’ კარგ ფორმაში არიან. მერსისაიდელებისთვის შემდეგ ტურში გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ ზედიზედ ორჯერ სექტემბრის მერე არ მოუგიათ. „ჩვენ ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ბოლო…

Read more

წაგებული წავაგეთ

მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი საქართველომ ესპანეთთან დიდი ანგარიშით წააგო – 61:90…არადა, მატჩის დასაწყისი კარგი იყო – ერთი ხანობა ვლიდერობდით კიდეც და მეოთხედი 22:19 მოვიგეთ. თუმცა, მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე წინ უკვე ესპანეთი გავიდა, ხოლო ორ წუთში უკვე რვა ქულას იგებდა. ამის შემდეგ კი მასპინაძლებს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიაათ. პირველ ტაიმში წავაგეთ…

Read more