საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები იტალიის ქალაქ კოლეჩიეოში მიემგზავრება, სადაც „მასიმო რომეოს“ სახელობის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის კლუბებში მოთამაშე გოგონებისა და ვაჟებისაგან დაკომპლექტებული ნაკრები ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ 17 გუნდთად ერთად 13 – 16 აგვისტოს ისაპარეზებს.
საქართველოს ნაკრები პირველ ეტაპზე იტალიის, ჩეხეთის, უკრაინის, ხორვატიის გუნდებს შეხვდება.
„მასიმო რომეოს“ სახელობის თასის გათამაშება ყოველწლიურად, უკვე მეთორმეტედ იმართება და იგი ევროპაში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ითვლება, რომელიც მოზარდებში სოფტბოლის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ქართველი სოფტბოლელები ტურნირში წლეულს პირველად იასპარეზებენ. საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის პრეზიდენტის ვახტანგ ნორაკიძის თქმით, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის და გამოცდილების შესაძენად, მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდების საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა, რომლის უზრუნველყოფაც ფედერაციის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
