ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!! ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.)…
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ახალდასრულებულ სეზონში მონაწილეობა 38-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო, რომელთა შორისაც რამდენიმე ბორჯღალოსანია. ტურნირი „მონტობანმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „გრენობლს“ აჯობა, ხოლო „ალპელებმა“, თავის მხრივ, მეორე შანსიც გაანიავეს, როცა გადასასვლელ პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე „პერპინიანთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება ჩვენებურებს, 38-დან 8 ქართველმა „ორიაკის“ მაისურით ითამაშა, 7-მა – „ნევერის“, ხოლო „კოლომიემ“,…
„პარი სენ ჟერმენს’’ „ბოტაფოგოსთან’’ რომ მოეგო მერვედფინალში დაიბევებდა ადგილს, ახლა კი ორშაბათს „სიეტლთან’’ უნდა გაიმარჯვოს რათა… არ გავარდეს. არადა, სამხრეთ ამერიკულ კლუბებს შორის ერთ-ერთ უძლიერესს (თუ უძლიერესს არა) პსჟ მთელი შეხვედრის განმავლობაში სჯობდა, მაგრამ 0:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს 3 მაისის შემდეგ არ წაეგოთ. მაისის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი სტრასბურში დამარცხდა. „ბოტაფოგოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონი ბურთს…
„სენტ ეტიენმა’’ ლიგა 1-ში ერთი სეზონი გაატარა და გავარდა. ამას წესით ფინანსური პრობლემები უნდა გამოეწვია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა იმედიანადაა და გასული ზაფხული ორი შენაძენის გაყიდვით აპირებს სამომავლო ფულის შოვნას. ორიდან ერთი 24 წლის ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილია, რომელიც „სენტ ეტიენში’’ „ბორდოდან’’ 6 მილიონად გადავიდა და ახალ გარემოს კარგად მოერგო. მან „მწვანეების’’ მაისურით 33 შეხვედრაში 9…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes