როდრიგო პსჟ-ში?

Home აქეთურ-იქითური როდრიგო პსჟ-ში?
როდრიგო პსჟ-ში?

Rodrygo Goes of Real Madrid is training at Valdebebas training ground on May 03, 2025 in Madrid, Spain.„რეალს’’ ცუდი სეზონი ჰქონდა და სულ მალე ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ამბობენ, რომ ესპანელს მწვრთნელს უკვე ჩამოწერილი აქვს იმ ფეხბურთელების სია, რომელთა გაშვებასაც აპირებს. როდრიგო ამ სიაში არ არის, მაგრამ ბრაზილიელს თავად სურს მადრიდიდან წასვლა. მას არ მოსწონს თავისი როლი „რეალში’’. სავარაუდოდ „რეალიც’’ არ არის მისი გაყიდვის წინააღმდეგი, მითუფრო, რომ როდრიგოს მყიდველი არ აკლია. ასე მაგალითად, მისი შეძენა „მანჩესტერ სიტის’’ სურს. მისი ყიდვის სურვილი ჰქონია „პარი სენ ჟერმენსაც’’. ეს სოლიდური ესპანელი გამოცემის „დონ ბალონის’’ ინფორმაციაა და უფლება არ გვაქვს ყურად არ ვიღოთ.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით პარიზული კლუბი მზად არის „რეალს’’ 24 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო და 10 მილიონის ბონუსები შესთავაზოს. ასეთი შეთავაზება მადრიდელთა მოლოდინთან შორს არ არის, რადგან მათი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი როდრიგოს კონტრაქტის გამოსყიდვაში 90 მილიონს ითხოვს. ხელშეკრულების თანახმად ბრაზილიელს ესპანეთის დედაქალაქში კიდევ სამი წელიწადი აქვს გასატარებელი. „მარკამ’’ დაწერა, რომ შეაფასა რა თავისი მდგომარეობა კლუბში, როდრიგომ ბოლო „ელ კლასიკოში’’ მონაწილეობაზე თავად თქვა უარი.

„პარიზიენი’’ წერს, რომ მალე როდრიგო და ჩაბი ალონსო პირისპირ ისაუბრებენ, თუმცა შექმნილ ვითარებაში ძნელია მოიფიქრო რაიმე კლუბისა და ფეხბურთელის დაშორების გარდა. პსჟ-ს კი თავის მხრივ ჰყავს მწვრთნელი, რომელმაც ახალგაზრდებთან მუშაობის მუღამი იცის. რასაკვირველია, ის, რომ ბრაზილიელია და „რეალში’’ აქვს ნათამაშები როდრიგოს „პარკ დე პრენსზე’’ უპირატესობას არ მიანიჭებს. პარიზში გადასვლის შემტხვევაში მას 100%-ით მოუწევს დახარჯვა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.