ფრანგული ფეხბურთის შეფები განვითარებზე ფიქრობენ და რეფორმებს ამზადებენ. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო პროფესიული ფეხბურთის ლიგის გაუქმებასაც კი აპირებს. ლიგა 1-ის გასაძლიერებლად მან „ტულუზის’’ პრეზიდენტ დამიენ კომოლის სამუშაო ჯგუფის შექმნაც კი დაავალა.
„ეკიპი’’ წერს, რომ რეფორმებზე ფიქრმა გააჩინა ჩემპიონატისთვის ინტერესის ბოლომდე შენარჩუნების იდეა და გამოიკვეთა სეზონის ბოლოს ფლეი-ოფის დაწესების მოსაზრება. ასეთ მოდელს მისდევს, მაგალითად რაგბის Top 14 და საფრანგეთის ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატი. რეფორმის შემთხვევაში რეგულარული ჩემპიონატი გამოავლენს გუნდებს, რომლებიც შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გავლენ, მერე კი დაიწყება ოთხგუნდიანი ფლეი-ოფი და გაირკვევა, თუ ვინ გახდება ჩემპიონი.
ფლეი-ოფის აუცილებლობა რეფორმატორებს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონმა უკარნახა. ახლა, რომ ფლეი-ოფი იყოს, 19 ქულით წინ გასული პსჟ ჩემპიონად არ გამოცხადდებოდა და მე-4 ადგილზე გასულ გუნდთან ითამაშებდა ნახევარფინალს, მათ შორის გამარჯვებული კი ფინალში მე-2 და მე-3 ადგილზე გასულებს შორის გამარჯვებულთან გადაიკვეთებოდა. დღევანდელი მდგომარეობით ნახევარფინალები ასე დალაგდებოდა: პსჟ-ნიცა და მარსელი-მონაკო.
უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს ჯერჯერობით ერთი შესაძლო ვარიანტია, რომელსაც აუცილებლად შეხვდება სერიოზული დაბრკოლება: გადატვირთული კალენდარი. არც ის არის ცნობილი, დაუჭერენ თუ არა კლუბები ამ პროექტს მხარს. მაგალითად „პარი სენ ჟერმენი’’ აუცილებლად წინააღმდეგი წავა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
