Breaking News

Day: April 27, 2025

საქართველოს ოქრო ქალები…

პოდგორიცაში ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლებით დახურა… ფინალამდე მაგრად ვიარეთ: ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა შეგირდებმა მერვედფინალში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს. მოგებები სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მიითვალეს; მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 ვძლიეთ. ნაკრებს ქულები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს, ხოლო შავდათუაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო; ნახევარფინალში…

Read more

რაგბის ახალი თავი

საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრებამ რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია. ხმათა უმრავლესობით, მომავალი 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე შეცვალა, რომელიც ქართულ რაგბს 4 წელიწადი თავკაცობდა – 2021 წლიდან დღემდე. 40 წლის დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს ჰქონდაა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი – 122…

Read more

ჰოკეისტებმა მსოფლიო მოგებით დაიწყეს

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში დაიწყო ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენების გარდა ტურნირში მასპინძლები, ისლანდიაი, ბულგარეთი, ჩინეთის ტაიპეი და ტაილანდი მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში პირველ პერიოდში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ნიკიტა ბუკიამა გახსნა, ვინაც მეორე პერიოდში დუბლი მიითვალა. ამავე მონაკვეთში…

Read more

ხალხი პარიზელთა გამარჯვებას ელის

ბოლო დეკადის წარუმატებლობათა მიუხედავად პარიზელი გულშემატკივარი ოპტიმისტურად არის განწყობილი. დამოუკიდებელი საკვლევაძიებო ინსტიტუტის Odoxa-ს მიერ ტოტალიზატორ Winamax-ისა და მედია ჯგუფ RTL-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივართა  85% დარწმუნებულია, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა ანუ ნახევარფინალში „არსენალის’’ ბარიერს დაძლევს.                          …

Read more

ზურიკო კარგია, სენტ ეტიენი – ცუდი

„სტრასბურგმა’’ „სენტ ეტიენს’’ აჯობა ― 3:1. რონის გუნდს ცუდად აქვს საქმე, 31 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და თუ სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, გავარდება. ის ორი ქულით ჩამორჩება „ლე ავრს’’, რომლის მე-16 ადგილი ფლეი-ოფში თამაშის და გადარჩენის შანსს იძლევა. „სენტ ეტიენის’’ თამაშში ქართველ გულშემატკივარს მხოლოდ ის მოეწონებოდა, რომ მისი ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა….

Read more

ლიონი იშტაზეა

წინა ტურში სენტ ეტიენში 1:2 დამარცხების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ სწრაფად მოეგო გონს და შინ „რენი’’ შთამბეჭდავად დაამარცხა ― 4:1. ლიონელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის იბრძვიან. „ლე გონის’’ ანუ „ბიჭების’’ გოლები გაიტანეს მალიკ ფოფანამ, კორენტენ ტოლისომ, ალექსანდრ ლაკაზეტმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქუტაძემ, რომელსაც იმ 15 წუთში რაც მოედანზე დაჰყო, კიდევ შეეძლო ერთი გოლის…

Read more

…შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონი“ საკუთრ მოედანზე „რენს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე  76-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა, რაშიც ვიდეოდან დარწმუნდებით…

Read more