„ცალკეული ფეხბურთელების თამაშს საჯაროდ არასდროს ვაფასებ. მე ამას კერძო საუბარში ვაკეთებ. ჩავარდნები მუშაობით სწორდება’’, ― თქვა „ვალენსიას’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა, როდესაც ჰკითხეს თუ რატომ ვეღარ თამაშობს გიორგი მამარდაშვილი ბოლოდროს კარგად. ქვემოთ გთავაზობთ „ოსასუნასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის (3:3) მომენტებს, რომელთა მიხედვით საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშზე თავად შეგექმნებათ წარმოდგენა. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ flashscore-მა მამარდაშვილს 6.0 დაუწერა, whoscored-მა 6.1, ხოლო sofascore-მა 6.7. AS-მა „ვალენსიას’’ გაშვებული გოლები დაცვის სისუსტეს და მამარდაშვილის ცუდ ფორმას დააბრალა.
სტუმრებმა კარგად დაიწყეს, მე-14 წუთზე დიეგო ლოპესმა ანგარიში გახსნა, თუმცა 26-ეზე აიმარ ოროსმა გაქვითა. 32-ე წუთზე კვლავ „ვალენსია’’ დაწინაურდა – უმარ სადიქმა შეაგდო. 39-ეზე ოროსმა ისევ გაათანაბრა, 45-ეზე კი ანტე ბუდიმირმა მასპინძლები პენალტით წინ გაიყვანა. საბოლოოდ „ღამურებმა’’ მაინც გადაარჩინეს ქულა: 87-ე წუთზე ნიგერიელმა სადიქმა, რომელიც კორბერანის გუნდში ნაახალწლევს „რეალ სოსიედადიდან’’ იჯარის წესით ზაფხულამდე გადავიდა, საბოლოო ანგარიში დაადგინა.
„ვალენსია’’ 26 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-18 ადგილზეა. მას 1983 წლის მერე პირველად სტუმრად ზედიზედ 16 შეხვედრაში არ მოუგია. „ჩეები’’ ლა ლიგიდან გავარდნის რეალური საშიშროების წინაშე დგანან. გუნდი ესპანეთის უმაღლესი ლიგიდან ბოლოს 1986-87 წლების სეზონში გავარდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
