ლუის ენრიკე: საპასუხო თამაშს არ მივუდგებით როგორც ვარჯიშს

Home კატეგორიის გარეშე ლუის ენრიკე: საპასუხო თამაშს არ მივუდგებით როგორც ვარჯიშს
ლუის ენრიკე: საპასუხო თამაშს არ მივუდგებით როგორც ვარჯიშს

Headcoach of Paris Saint Germain Luis ENRIQUE during the UEFA Champions League match between Brest and Paris Saint-Germain at Stade du Roudourou on...„პარი სენ ჟერმენემა’’ „ბრესტს’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სტუმრად მოუგო 3:0. მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დღევანდელ გამარჯვებაში რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

შედეგი.

თამაშის შინაარსზე გეკითხებით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლოხანს „ბრესტს’’ შეხვედრაში ორი გოლი გაჰქონდა, ჩემი ფეხბურთელების ერთსულოვნება მომეწონა. მეტოქემ მაღალი ჩაწოდებებითაც ვერ გვაჯობა. „ბრესტს’’ კუთხურიდან შეეძლო გოლის გატანა. გაგვიმართლა კიდეც. თავადაც გვქონდა მეტი გოლის შეგდების შანსი. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რის გაძლებაც „ბრესტმა’’ გვაიძულა, ანგარიში რასაკვირველია გადაჭარბებულია.

„მანჩესტერ სიტისთან’’ თამაშის შემდეგ რა შეიცვალა?

ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკას ჩავხედოთ. რიცხვები ყველაფერზე მეტყველებენ. „სიტისთან” თამაშის შემდეგ გუნდი უფრო თანმიმდევრულია, უკეთ თამაშობს. დღეს შეხვედრის ზოგიერთ პერიოდში „ბრესტი’’ გვჯობდა, მაგრამ ჩვენი გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი და ამჟამად კარგი დრო უდგას. „სიტისთან’’ მატჩმა გაგვათავისუფლა. ახალგაზრდა გუნდისთვის თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ თვითრწმენის მაღალ დონეზე ვართ.

დღევანდელი მატჩის დიდი ანგარიში საპასუხო შეხვედრისადმი მიდგომას ხომ არ გიცვლით?

ჩემი მონაწილეობით „ბრესტის’’ წინააღმდეგ ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ბრეტონელებთან იოლი თამაში არ არსებობს. საპასუხო შეხვედრას არავითარ შემთხვევაში არ მივუდგებით როგორც ვარჯიშს.

ვიტინიაზე რას იტყვით?

ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენთვის საციცოცხლო მნიშვნელობის პოზიცია აბარია. ვიტინია ბურთს არ კარგავს, მას კარგი პასი აქვს, ფიზიკურად და მენტალურად ძლიერია, გოლებიც გააქვს. ის იდეალური ნახევარმცველია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.