Breaking News

Month: January 2025

კვარა vs ბრესტი

ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას და მისი პსჟ-ის მეტოქის ვინაობა იყო. ჰოდა, გაირკვა კიდეც: პსჟ, რომელიც ქართველ ვარსკვლავს სწორედ ამ ეტაპიდან შეიყვანს უეფას განაცხადში, ასევე ფრანგულ ბრესტთან გაარკვევს 1/8-ფინალისტს, რომელიც თავის მხრივ ან „ლივერპულს“ შეხვდება ანაც „ბარსელონას“. 1/16 ფინალის მატჩები 11-12 და 18-19 თებერვალს გაიმართება. პსჟ პირველ მატჩს სტუმრად…

Read more

ედელვაისთან 4 ახალი ბორჯღალოსნით

1994 წლის 4 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შვეიცარიაში აღმოჩნდა. ქალაქ შო-დე-ფონში გაიმართა მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან, რომელიც რიგით მე-13 იყო დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ყველაფერი კინაღამ დაითარსა, თუმცა ჩვენმა გუნდმა არასარაგბო ქვეყნის ნაკრებს მაინც აჯობა – 22:21. დღევანდელი გადასახედიდან, შვეიცარიის სარაგბო ნაკრები წესით არანაირ საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს ბორჯღალოსნებისთვის, მაგრამ 31 წლის წინ ეს მოულოდნელობა…

Read more

როლინგ სტოუნზი ბარსელონას წინააღმდეგ

„ბარსელონამ’’ ლა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა შეიძლება მესამელიგელი გუნდის სტადიონზე გამართოს. „კამპ ნოუზე’’ რა ხანია რეკონსტრუქციაა. 105 ათასიანი სარბიელი გეგმის თანახმად თებერვალში უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ სამუშაოები მაისამდე ვერ დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლები კატალონიელთა „კოლიზეუმიდან’’ შესაძლოა ზაფხულის ბოლომდეც არ წავიდნენ. „ბარსა’’ ამასობაში „ლუის კომპანისის’’ სახელობის ოლიმპიურ…

Read more

ჟორჟი მერვედფინალშია

პაულუ ფონსეკა საპრეზიდენტო ლოჟაში კლუბის მეპატრონის ჯონ ტექსტორის გვერდით იჯდა და მომავალი სამუშაოს მასშტაბს აფასებდა. „ლიონმა’’ ახალი მწვრთნელის თვალწინ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ლუდოგორეცს’’ უმასპინძლა – 1:1. საბოლოო ცხრილში ფრანგულმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში გავიდა, სადაც ოთხიდან ერთს შეხვდება: პაოკს, „როიალ უნიონს’’, „სტიაუას’’ ან „აიაქსს’’. ამინდმა მოედანზე უარყოფითი კვალი დატოვა….

Read more

მეცხრედან ბრინჯაო…

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპვეს. მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191.88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული გერმანულმა წყვილმა, მინერვა ფაბიენ ჰასემ და ნიკოლა ვოლოდინმა მოიპოვა, ვერცხლის მედლებს კი…

Read more

ფამალიკაო კარიერისთვის

თბილისის „იბერიას“ ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. მამაგეიშვილი თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. „ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ფამალიკაოში თამაში შემომთავაზეს, გამიხარდა. აქ გადმოსვლა…

Read more

პეპი ფლეი-ოფში გავიდა და ისევ ცხვირი გაიფხაჭნა

პეპ გვარდიოლა ისევ თავის კაწვრაში შეამჩნიეს – მისი „მანჩესტერ სიტი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბრიუგესთან’’ პირველ ტაიმში 0:1-ს აგებდა, რის გამოც კატალონიელმა მწვრთნელმა ინერვიულა. ფლეი-ოფში გასასვლელად  „სიტის’’ ბელგიურ გუნდთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ სტუმრების ნიგერიელმა თავდამსხმელმა 23 წლის რაფაელ ონიედიკამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გოლი შეაგდო. ამ ამბავმა 54 წლის მწვრთნელი…

Read more

კვარას ჩემპიონთა ლიგაში ბრესტი ან მონაკო შეხვდება

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენმა’’ სტუმრად მოუგო „შტუტგარტს’’ 4:1, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საერთო ცხრილში მე-15 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვდა. კვარაცხელიას, დებულების თანახმად, ფლეი-ოფის ეტაპიდან შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას დართავენ, ამიტომაც ქართველი ქომაგისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდება პსჟ. ამ კითხვაზე პასუხს პარასკევის წილისყრა გაგვცემს, მაგრამ როგორც „პარიზიენი’’ წერს, გაფართოებულ-გადაკეთებული ჩემპიონთა ლიგის წესებიდან გამომდინარე…

Read more

დინამო და გვილა

ვაკო გვილია თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია – საქართელოს ნაკრბის ყოფილმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს პორტუგალიაში შეუერთდა. გვილიამ საფეხბურთო კარიერა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ დაიწყო. შემდეგ ბელარუსის „მინსკისა“ და ბატე-ს, შვეიცარიული „ლუცერნის“, პოლონური „გურნიკის“, „ლეგიას“, „რაკუვისა“ და „პიასტის“ რიგებში გამოდიოდა. გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ ჩემპიონი და…

Read more

პირველი მატჩი, პირველი სიმბოლური…

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელის დებიუტი „რეიმსთნ“ მე-19 ტურის შეხვედრაში შედგა, რომელშიც საქართვლოს ნაკრების ლიდერმა საგოლე პასი გააკეთა, საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა კი ხვიჩა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ერთდროულად ორ რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა – ერთი სპეციალისტებმა შეადგინეს, მეორე კი გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა. ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი შემტევი მისთვსი ჩვეულ, მარცხენა გარემარბის…

Read more

ელიფ ელმასი მამარდას თანაგუნდელი არ გახდა

ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი ხომ გახსოვთ? ის „ნაპოლიში’’ თამაშობდა და თავიდან ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად განიხილებოდა, შემდეგ კი აურელიო დე ლაურენტისმა 24 მილიონ ევროდ „ლაიფციგში’’ გაყიდა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ელმასმა რომელსაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა უცებ ნირი იცვალა და „ტორინოში’’ გადაბარგდა. ამრიგად, „ღამურები’’, რომლებიც დღეს-ხვალ ელმასს „მესტალიზე” ელოდნენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორიოდ დღით…

Read more

დაცვას მიხედეთ, პარიზელებო, დაცვას!

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „პარი სენ ჟერმენმა’’ თავდასხმა დააკომპლექტა. როგორც ფრანგული მედია წერს, ახლა საჭიროა ქართველის ექვივალენტის პოვნა დაცვაში. კარგი იქნებოდა პარიზელებს ეს იანვარშივე მოეხერხებინათო, – წერენ ფრანგი ჟურნალისტები. საქმე ის არის, რომ სლოვაკი მილან შკრინიარი „ფენერბაჰჩეში’’ გადადის. პსჟ-ს მთავარი კვაჭი ლუიშ კამპოსი ძალას არ იშურებს, რომ მისი შემცვლელი მოძებნოს, მაგრამ ეს ადვილი საქმე არ გამოდგა,…

Read more

ზურიკოს ახალი თანაგუნდელი

ზურიკო დავითაშვილის გუნდში სიახლეა: „სენტ ეტიენს’’ „აუგსბურგიდან’’ ირვინ კარდონა უბრუნდება. კარდონა 27 წლის ფრანგი ფორვარდი და გარემარბია. ის საფრანგეთის გარდა მალტის მოქალაქეა. მისი სამუშაო ფეხია მარჯვენა. ის გერმანული კლუბის საკუთრებაა, მაგრამ 2024 წელს იჯარით „სენტ ეტიენში’’ თამაშობდა, შემდეგ კი „ესპანიოლში’’ იყო, სადაც 16 შეხვედრა ჩაატარა. „სამშაბათს „სენტ ეტიენმა’’ და „აუგსბურგმა’’ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც კარდონა…

Read more

ბითაძეს მოხსნა დააკლდა

ტრავმის გამო გოგა ბითაძემ ორი კვირა იუქმა და მოედანს დღეს გამთენიისას, „მაიამისთან“ მატჩისას დაუბრუნდა. „ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად, ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა. ბითაძისთვის თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მერე მოედანზე 22 წუთი დაჰყო. არადა, ვფიქრობთ, ქართველ ცენტრი მეტ დროს იმსახურებს და თუნდაც იმიტომ, რომ მისი მოედანზე ყოფნისას გუნდმა 21 ქულით მეტი ჩააგდო, ხოლო კონკურენტის, ვენდელ კარტერის…

Read more

ტორესი: წლეულსვე რატომ არ წახვედი?

ესპანური გაზეთი AS წერს, რომ „ბარსელონასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის დამთავრების შემდეგ („ბარსელონამ’’ 7:1 მოიგო) ფერან ტორესი გიორგი მამარდაშვილთან მივიდა და თამაშზე ორიოდ სიტყვის გაცვლის შემდეგ ჰკითხა: წლეულსვე რატომ არ წახვედი? ქართველმა მეკარემ უპასუხა: ალისონი. ეს საუბარი  DAZN-ს კამერებმა დააფიქსირა. AS მიიჩნევს, რომ გიორგის ერთსიტყვიანი პასუხი მრავლისმეტყველია. მისი აზრით მამარდაშვილი „ლივერპულში’’ გასულ ზაფხულსვე იმიტომ არ გადავიდა,…

Read more

მიქაუტაძის მწვრთნელი მოხსნეს

სტამბოლში „ფენერბაჰჩესა’’ და „ლიონის’’ ევროლიგური მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუს მხარდაჭერამ პიერ საჟს ვერ უშველა: „ეკიპის’’ ცნობით ის ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის მწვრთნელობიდან მოხსნეს. კვირას „ნანტთან’’ 1:1 მისთვის ამ პოსტზე ბოლო მატჩი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ „ლიონი’’ „ნანტს’’ 90-ე წუთამდე უგებდა. მას მერე, რაც მეოთხე ლიგელ „ბურჟუან ჟალიუსთან’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში პენალტებით წააგო, საჟმა იცოდა, რომ მისი სამსახურის…

Read more

კვარა, პარიზი, ყატარი

პარი სენ ჟერმენმა ყატარის ავიახაზებთან სპონსორული ურთიერთობა 2028 წლამდე გააგრძელა. ყატარის ავიახაზები, რომელიც Skytrax ვერსიით 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომოპანიად დასახელდა, თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს Qatar Duty Free-სა და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს და პსჟ-ს სატიტულო სპონსორი 2020 წლიდან გახლავთ. ახალი ხელშეკურლებით ყატარის ავიახაზების ლოგოტიპი დატანილი იქნება პარი სენ ჟერმენის მთლიან საკლუბო ეკიპირებაზე, პარკ დე პრესისა და კლუბის საწვრთნელ…

Read more

აიწყვიტა!

დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა  მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,…

Read more

კვარას საფრანგეთში ადრეც შეეძლო გადასვლა

ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის ასაკში საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა. „ნაპოლის’’ ყოფილი მოთამაშე 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელი გახდა და ახალ გარემოს ეგუება. როგორც ირკვევა, ქართველ გარემარბს საფრანგეთში გადასვლის შანსი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა. მის კანდიდატურას „რეიმსს’’ სთავაზობდნენ, მაგრამ კლუბს, რომელიც დღეს ლიგა 1-ის ცხრილში მე-12 ადგილზეა, მის შესაძენად საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა….

Read more

მამარდას გუნდის გაპარტახება ბარსელონაში

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბარსელონაში „მონჟუიკზე’’ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა: 1:7 წააგო. ასეთი ან დაახლოებით ასეთი ანგარიშით „ღამურებს’’ 106 წლიან ისტორიაში სულ სამჯერ ჰქონდათ წაგებული:  1933-34 წლების სეზონში „ოვიედოსთან’’ და 1954-55 წლების სეზონში ორჯერ, „ალავესთან’’ და „ბილბაოსთან’’. სამივე შემთხვევაში – 0:7. ბოლო დიდი მარცხი „ვალენსიამ’’ 2010-11 წლების სეზონში „რეალისგან’’ იწვნია – 3:6. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელებმა…

Read more

სინერის მეორე ავსტრალიური

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაცთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 7:6; 6:3. მატჩმა 2 საათსა და 45 წუთს გასტანა. ყველაზე ხანგრძლივი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც სინერმა ტაი ბრეიკზე მოიგო. პირველი და მესამე კი თითქმის ერთნაირი გამოდგა – იტალიელმა თითო ბრეიკი გაახერხა და ორივე…

Read more

გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ბოლონიასთან’’ 1:1 ითამაშა და შინ ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. გუნდი 21 ქულით მე-14 ადგილზეა. იტალიური საიტები ქართველი მცველის თამაშს ასე აფასებენ: calciomercato — 6.5 ეს იყო მისი მორიგი სოლიდური თამაში. როდესაც უტევდნენ, ბურთს არ ატარებდა. პირველი ტაიმის ბოლოს შვედი ემილ ჰოლმის დარტყმული ხაზიდან გამოიტანა. pianetaempoli — 6.5 მან დან ნდოიეს მეურვებას კარგად გაართვა…

Read more

კვარაცხელია: ბოლოს ერთი თვის წინ ვითამაშე

ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის დედაქალაქის კლუბში დებიუტით კმაყოფილი დარჩა. „რეიმსთან’’ მატჩის (1:1) შემდეგ, მიქს-ზონაში მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება პსჟ-ს მაისურით ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ? ბედნიერი ვარ განსაკუთრებულ გულშემატკივრებთან, განსაკუთრებულ გუნდთან, განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან რომ ვიმყოფები. მოედანზე როგორ გრძნობდით თავს? კარგად….

Read more

მოწადინებისთვის ქების სიტყვებს იმსახურებს

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. პარიზელებმა „რეიმსს’’ უმასპინძლეს: 1:1. ანგარიში 47-ე წუთზე ქართველის გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ ოსმან დემბელემ (რიკოშეტის წახმარებით) გაიტანა. 9 წუთში კვარას მორიგი შეტევა იმით დასრულდა, რომ სტუმრების მეკარე იევან დიუფმა დარტყმული დაიჭირა და შეამჩნია, რომ მარცხენა ფრთაზე პსჟ-ს ფეხბურთელთაგან საერთოდ არავინ იყო. მან ბურთი თანაგუნდელ კეიტო…

Read more

კვარამ პარიზში დაიწყო [VIDEO]…

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „რეიმსთან“ მატჩში შედგა. შეხვდერის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ლიდერი „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-ის ქომაგების წინაშე წარადგინეს. შეხვედრის 47-ე წუთზე კი კვარამ ახალ გუნდში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა, კვარაცხელია კი 83-ე წუთზე შეცვალეს.  

Read more

კიზის პირველი მუზარადი

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის ამერიკელი მედისონ კიზი გახდა, ვინაც ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 2:6; 7:5. მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა და ვითარება კორტზე რამდენჯერმე შეიცვალა. პირველ სეტი ამერიკელმა მაგრად დაიწყო, მეტოქეს ორი ჩაწოდება აართვა და 5:1 დაწინაურდა. საბალენკამ მოუმატა, ერთი ბრეიკიც გაახერხა, მაგრამ…

Read more

მამარდა ხვალ ოლმოს გარეშე მოთამაშე ბარსელონას დაუპირისპირდება

„ბარსელონას’’ ვარსკვლავი დანი ოლმო კვირას გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ვერ ითამაშებს, ამჯერად მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „ბლაუგრანამ’’ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ჰანსი ფლიკის გუნდს აუტსაიდერთა შორის მყოფ „ვალენსიასთან’’ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, მითუფრო შინ. „ბარსა’’ მესამე ადგილზეა. ის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს’’. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ბლაუგრანამ’’ სტუმრად დაამარცხა „ბენფიკა’’ – 5:4. ამ შედეგის…

Read more

ხვიჩა სავარაუდოდ შეცვლაზე შევა

დღეს, პარიზის დროით 21 საათზე, ხოლო საქართველოს დროით შუაღამისას ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი „პარი სენ ჟერმენი’’ „რეიმსს’’ უმასპინძლებს. ვინაიდან პსჟ-ს ოთხშაბათს შტუტგარტში ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ლუის ენრიკე ლიგა1-ის შეხვედრაში შემადგენლობას დიდი ალბათობით შეცვლის ანუ რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს. იმისათვის, რომ შტუტგარტში მისმა გუნდმა მწყობრად ითამაშოს, ესპანელმა მწვრთნელმა შეიძლება მარცხენა მცველის პოზიციაზე ნუნუ მენდეშის ნაცვლად…

Read more

მამუკელაშვილი საქაბაბეში

პარიზში რესტორან le 129 Nanterre-ს კლიენტები თვალებს არ უჯერებდნენ: იქ პარასკევს, ლანჩზე ქაბაბის საჭმელად ნბა-ს ვარსკვლავები შევიდნენ. ისინი თავის საყვარელ რესტორანში „სან ანტონიო სპურზის’’ 21 წლის მოთამაშემ ვიქტორ ვემბანიამამ (სიმაღლე 224 სანტიმეტრი) შეიყვანა. ვემბანიამა სანამ პარიზში ცხოვრობდა ამ რესტორანში ხშირად დადიოდა, ამერიკაში გადაბარგების შემდეგ კი აღარ ყოფილა. და აი, „აკორ არენაზე’’ „ნბას პარიზული თამაშების’’ ფარგლებში…

Read more

ალ-ხელაიფი: ნუ ეძებთ პრობლემას

„პარი სენ ჟერმენის’’ „მანჩესტერ სიტისთან’’ 4:2 გამარჯვების შემდეგ პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კილიან მბაპესთან დაკავშირებული კითხვა არ ესიამოვნა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მბაპემ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გულშემატკივართა ნაწილი ვარსკვლავის წასვლას ჯერაც ვერ შეგუებია, მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ახალი გუნდის აწყობას ცდილობს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე პსჟ-მ კარგად ვერ ითამაშა და ბოლოსწინა ტურისთვის რთულ…

Read more

ჟორჟს მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს

ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის შეხვედრაში სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან’’ 0:0 ითამაშა. „ლიონი’’ თურქეთის ამ გუნდს ისტორიაში მეხუთედ შეხვდა და პირველად ვერ მოუგო. მიქაუტაძემ მოედანზე 79 წუთი დაჰყო. მას ცუდად არ უთამაშია. Flashscore-მა ქართველი 6.4, ხოლო whoscored-მა 6.3 ქულით შეაფასა. სტამბოლური თამაშის შემდეგ „ლიონთან’’ დაკავშირებული მთავარი თემა გუნდის მწვრთნელის გაშვება-დარჩენის საკითხი იყო. ცნობილია, რომ კლუბის მეპატრონე ჯონ ტექსტორი…

Read more

ლუის ენრიკე: ჩვენ მეფური გუნდი გვყავს

„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა, 4:2 მოიგო და ფლეი-ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ფლეი-ოფის ეტაპიდან მისცემენ. ემოციური, მაღალი დონის მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა  Canal + -ზე თავისი ფეხბურთელები შეაქო: „ეს იყო რთული, ინტენსიური მატჩი. პირველ ტაიმში…

Read more

რა არის საჭირო იმისთვის, რომ კვარამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ითამაშოს

ხვიჩა კავარაცხელიას ახალმა გუნდმა „პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტის’’ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო: 4:2. შეხვედრაში, რომელსაც ქართველი გარემარბი მეუღლესთან ერთად თვალყურს ტრიბუნიდან ადევნებდა მანჩესტერელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ თითქოს სწორედ ამას ელოდნენო, მასპინძლებმა თავი ხელში აიყვანეს და ბრწყინვალე ფეხბურთით 4:2 გაიმარჯვეს. შედეგად პარიზელები 22-ე ადგილზე ავიდნენ. ბოლო შეხვედრაში ისინი 24-ე ადგილზე მყოფ „შტუტგარტს’’ სტუმრად ეთამაშებიან….

Read more

რვაში უნდა ვიზეიმოთ!

1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ სეზონს დაიწყებს: 16 საათზე თბილისის „ავჭალაზე“ ბორჯღალოსნები… შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ახალი ფორმატი მუდმივად სიურპრიზებს გვთავაზობს – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში თავის დროზე ასევე დებიუტანტ პოლონეთის ნაცვლად 2025-2026 წლებში შვეიცარიელები ითამაშებენ. მათ აშკარად არ გაუმართლათ – დებიუტი ხომ ტურნირის გამორჩეულ ფავორიტთან ჯახს ემთხვევა, თუმცა ეს შვეიცარიის სადარდებელია… შვეიცარიის შემდეგ რიჩარდ კოკერილის…

Read more

ავსტრალიაში ოთხეულები დარჩა

ავსტრალიის ღია პირველობაზე დარჩენილი მეოთხედფინალები გაიმართა და, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის დიდი მუზარადისთვის ბრძოლას 4-4 ჩოგბურთელი აგრძელებს. რეიტინგის პირველმა ჩოგანმა, იტალიელმა იანიკ სინერმა მასპინძელი ალექს დე მინორი მარტივად დაამარცხა – 6:3, 6:2, 6:1. სინერის მეტოქე ამერიკელი ბენ შელტონი იქნება, რომელმაც ასევე იტალიელ ლორენცო სონეგოს ოთხ სეტში, 6:4, 7:5, 4:6, 7:6 მოუგო და ავსტრალიას იტალიური…

Read more

აბსურდი ლისაბონში

თითქოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ყველა ადრინდელ გათამაშებაზე მოსაწყენი უნდა ყოფილიყო: უამრავი თამაში; უცნაური ცხრილი, რომლის მონაწილე გუნდების დიდი ნაწილი ერთმანეთს არც კი ხვდება; სუსტი გუნდები, როგორებიც არიან „სლოვანი’’, „სპარტა’’ ან „შტურმი’’. მაგრამ, ფეხბურთი ფეხბურთია, ამის დასტური კი ბენფიკასა’’ და „ბარსელონას’’ გუშინდელი თამაში გახლდათ: 1:0, 1:1, 3:1, 3:2, 4:2 და… 4:5. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის…

Read more

დიდი მატჩის წინ – პსჟ ხვიჩას გარეშე

დებულების თანახმად ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის უფლება ჯერ არ აქვს. ამის ნებართვას მას მხოლოდ ფლეი-ოფის სტადიიდან მისცემენ, მაგრამ პარიზელთა გუნდს ლიგის ფაზიდან ფლეი-ოფში გასასვლელად დიდი ბრძოლა ელის. გუშინ მდგომარეობა გართულდა. პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის’’ დღევანდელი შეხვედრის წინ („სიტი” პსჟ-ს ერთი ქულით უსწრებს) ლუის ენრიკემ შეიტყო, რომ სამშაბათის თამაშები მისი…

Read more

ავსტრალია ფინიშისკენ წავიდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე, შეიძლება ითქვას, ნაადრევი ფინალი გაიმართა. „დიდი მუზარადის“ ტურნირების 24-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ნახევარფინალში გავიდა. საამისოდ კი დღეს, 37 წლის სერბმა 16 წლით უმცროსი ესპანელი კარლოს ალკარასი დაამარცხა – 4:6, 6:4, 6:3, 6:4. მატჩი 3.5 საათს გაგრძელდა. ბრძოლა იყო ყველა სეტში და ჯოკოვიჩი თავიდანვე იღებდა უპირატესობას….

Read more

ქართველთა 9 კლუბი პლეი-ოფშია

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ოფისში ორივე ევროტურნირის პლეი-ოფის პირველი წრის კენჭისყრა შედგა. შეხსენებისთვის, ჩემპიონთა თასის მერვედფინალში ქართველ ლეგიონერთა 4 კლუბი („კლერმონი“, „კასტრი“, „ლა როშელი“ და „ტულონი“) იასპარეზებს, ჩელენჯ თასზე – 5 („ლიონი“, „პო“, „მონპელიე“, „პერპინიანი“, „რასინგ-92“ და „ბაიონი“, რომლის შემადგენლობაში ქართველები კი არიან, მაგრამ მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით არცერთს უთამაშია). შეხვედრები 4-6 აპრილის უქმეებზე გაიმართება….

Read more

ვიტინია: ლუის ენრიკე არასდროს გატყუებს

მართალია „პარი სენ ჟერმენი’’ ვითარების მსუბუქად წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ თუ ის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს მიღმა დარჩება, ეს ფიასკო იქნება, – წერს ფრანგული მედია. პსჟ ოთხშაბათს „მანჩესტერ სიტის’’ ხვდება და წაგების შემთხვევაში ძალიან მიუახლოვდება კატასტროფას, რაშიც დიდი წვლილი კილიან მბაპეს „რეალში’’ გადასვლას მიუძღვის. საქმეს ის ამწვავებს, რომ პარიზელთა მწვრთნელი ლუის ენრიკე ამბობდა, ბონდინუას (პარიზის გარეუბან ბონდიში…

Read more

პოლიტანოს აგენტმა კვარა გაკენწლა

მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ტელეკომპანია 11 Televomero-ს ეთერში, გადაცემა Il Bello del Calcio-ში თავისი კლიენტი ასე შეაქო: „ცხოვრებაში არიან ისეთები, რომლებიც გუნდიდან კვარასავით მიდიან და არიან ისეთები, რომლებიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, შარშან იანვარში პოლიტანომ რომ მიიღო. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ათი დღით არაბეთში გამგზავრება და იქაურ კლუბთან „ალ შაბაბთან’’ დალაპარაკება მთხოვა. ეს კლუბი პოლიტანოს წელიწადში…

Read more

ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან

გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ. ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ…

Read more

ეროვნული ლიგა… უკან და უკან

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. თვალშისაცემია ეროვნული ლიგის რეგრესი, რომელმაც 53-ე ადგილიდან 70-ე პოზიციაზე დაქვეითდა. ეროვნულ ლიგაზე წინ არის ჰონდურასის, ფარერების, ალბანეთის, ანგოლის, ტაილანდის, ნიკარაგუას, ტანზანიის, სომხეთის ჩემპიონატები. მსოფლიო საუკეთესო ჩემპიონატების ათეული კი ასეთია: 1. იტალია, სერია A…

Read more

მამარდას ვალენსიამ ორი თვის მერე ისევ მოიგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ლა ლიგაში გამარჯვებას ორი თვე ელოდა და აი, წუხელ, „რეალ სოსიედადთან’’ შეხვედრაში აიხდინა ოცნება. უგო დუროს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი ამ საღამოს „მესტალიაზე’’ ერთადერთი აღმოჩნდა. შედეგად „ღამურებმა’’ ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ბოლისწინა, მე-19 პოზიციაზე ავიდნენ. ახლა მათ 20 თამაშიდან 16 ქულა აქვთ. მათ წინ, ოღონდ ასევე გასავარდნ ზონაში არის 19-ქულიანი…

Read more

ემპოლი და საბა ინტერთან ვერას გახდნენ

„ინტერმა’’ საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’ 3:1 მოუგო და ლიდერ „ნაპოლისთან’’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მილანელებს „აძურიზე’’ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „შავ-ლურჯებს’’ სერია A-ში ახლა ზედიზედ 15 თამაში არ წაუგიათ. რაც შეეხება „ემპოლის’’, ის 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნთა ზონას ანუ მე-18 ადგილს მხოლოდ ერთი ქულით აღემატება. გოგლიჩიძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო,…

Read more

მარიფილდის ჩრდილში

„შავმა ლომმა“ თავისი მეორე ევროეპოპეა მარცხით, თუმცა ღირსეული თამაშით დაასრულა. სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა „ედინბურგმა“ პირველ ტაიმში ყველა თავისი შანსი გამოიყენა, 3 ლელო-გარდასახვა გაიტანა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც დაურთო, სტუმარ ქართველებს კი კინკილა ჯარიმა გაატანინა – 24:3. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე ტაიმისგან სიკეთეს აღარ ველოდით, მაგრამ როცა შოტლანდიელებმა ორი ლელო და ერთი გარდასახვა კიდევ მიითვალეს და ანგარიშს…

Read more

ნეაპოლში წერენ, რომ ნაპოლი კვარას გარეშეც ძლიერია

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ’’ ბერგამოში კონკურენტ „ატალანტას’’ 3:2 მოუგო და 7 ქულით ჩამოიტოვა. „ნაპოლი’’ სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა, თუმცა დღეს საღამომდე მდევარ „ინტერზე’’ ორი თამაშით მეტი ექნება ჩატარებული ― საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე „ინტერი’’ „ემპოლის’’ მასპინძლობს. მილანელები „აძურის’’ 6 ქულით ჩამორჩებიან. საინტერესოა ნეაპოლური მედიის გამოხმაურება „აძურის’’ გამარჯვებაზე. მაგალითად areanapoli წერს,…

Read more

ჟორჟმა მომხდარი საიდუმლოდ დატოვა

ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „ტულუზთან’’ 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში კარში სულ სამჯერ დაარტყა. ძნელი სათქმელია რამდენად ობიექტურად ასახავს flashscore-სა და whoscored-ის სტატისტიკაზე დაყრდნობილი შეფასებები ფეხბურთელთა თამაშს, მაგრამ ორივე პორტალმა გიორგის თანაგუნდელთა შორის ყველაზე დაბალი ქულა დაუწერა: 6.5 და 5.8. გუნდის თამაშით განაწყენებულმა ლიონელ გულშემატკივართა ცნობილმა დაჯგუფებამ Bad Gones („ბედ გონ’’ ანუ „ცუდი ბიჭები’’) მატჩის შემდეგ ფეხბურთელების ტრიბუნასთან…

Read more

ქოჩორაშვილი, დარტყმა, არის! [VIDEO]

ესპნეთის ლა ლიგა 2-ში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ – „ლევანტემ“ (გიორგი ქოჩირაშვილი) „გრანადა“ (გიორგი წიტაიშვილი) 3:1 დაამარცხა. ვალენსიელთაგან მესამე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა და შეხვეედრას წერტილი დაუსვა. გიორგი ქოჩორაშვილისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეხუთე გოლი იყო, ამას გარდა მას სამი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

Read more

ედინბურგში უმოტივაციოდ

„შავი ლომი“ კვირას თავის მეორე ჩელენჯ თასს დაასრულებს. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა მერვედფინალში მოხვედრის შანსი გასულ უქმეებზე, ფრანგულ „ბაიონთან“ თბილისური მარცხის (16:41) შემდეგ დაკარგა, ამდენად კვირას, ლეგენდარული ედინბურგული „მარიფილდის“ კომპლექსში შემავალ „ჰაივ სთედიუმზე“, იგივე „ედინბურგ რაგბი სთედიუმზე“ რიჩარდ კოკერილის რაზმი კარის გაჯახუნებას ეცდება, მით უფრო, რომ ჯგუფის ლიდერმა „ედინბურგმა“ ჩვენთვის ნატვრად…

Read more