წელი: 2024

Home 2024
პასტორე: მეტი თავისუფლება კვარას!
ჩანაწერი

პასტორე: მეტი თავისუფლება კვარას!

„ნაპოლის’’ შესახებ შინ „ლაციოსთან’’ 0:1 მარცხის შემდეგ ჟურნალისტმა როსარიო პასტორემ რადიო Punto Zero-ს ეთერში, გადაცემა Napoli Magazine Live-ში ილაპარაკა. „რომაელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, – თქვა პასტორემ – „ნაპოლი’’ სათანადო სიმაღლეზე არ იყო, დამაკმაყოფილებლად ვერ ითამაშა. მართალია, სხვა შეხვედრებში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა ყველა ნაკლმა იჩინა თავი. ცნობილია, რომ კონტეს ძალიან უნდოდა ლუკაკუს ყიდვა და მასში 30...

ეროვნული ციფრებში
ჩანაწერი

ეროვნული ციფრებში

საქართველოს 36-ე ჩემპიონატი 2024 წლის 1 მარტს დაიწყო და 8 დეკემბერს დამთავრდა. ამ პერიოდში… სულ გავიდა 462 გოლი (შარშან 559, 97 გოლით მეტი, ვიდრე წლეულს) (114 – პირველ წრეში, 112 – მეორე წრეში, 120 – მესამე წრეში, 116 – მეოთხე წრეში) ყველაზე სწრაფი გოლი მათე ვაწაძე (გაგრა) 28-ე წამზე vs ტორპედო – 1:2 1 გოლი...

კარიერის მატჩი
ჩანაწერი

კარიერის მატჩი

გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის მატჩი ითამაშა. გამთენიისას „ორლანდო მეჯიქმა“ შინ, „ფინიქსი“ 115:110 დაამარცხა, ხოლო ქართველი ცენტრი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. დროის ასეთი ზრდა იმითიც იყო გამოწვეული, რომ „ორლანდოს“ პაულო ბანკეროსთან ერთად ფრიც ვაგნერიც აკლდა. ბითაძემ დრო და შანსი ჩინებულად გამოიყენა და მატჩის ერთადერთი...

დასრულდა
ჩანაწერი

დასრულდა

36-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი თბილსის „იბერია“ გახდა, მეორედ ისტორიაში (პირველად 2018 წელს, მაშინ კლუბს „საბურთალო“ ერქვა). „იბერია“ მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ვერცხლის პრიზიორი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა, ბრინჯაოსი – გორის „დილა.“ ესენი და ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის „სპაერი,“ – კონფერენციის ლიგაში მოსინჯავენ ძალებს. პლეი-აუტში „გაგრა“ დაბალლიგელ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება...

საბას მორიგი სამუშაო დღე
ჩანაწერი

საბას მორიგი სამუშაო დღე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ მე-15 ტურის შემდეგ სერია A-ს ათეულში ეფექტურად შევიდა – სტუმრად 4:1 მოუგო „ვერონას’’. მართალია, მიმომხილველები წერენ, რომ ამ ეტაპზე ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ ინიციატივა თავიდანვე სტუმრებმა იგდეს ხელთ და მათ გამარჯვებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. ქართველმა მცველმა იტალიური პრესის ნაწილისგან ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6.5 დაცვა საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი, წინ კი...

ერთი, რაც ყველამ დაინახა იყო ჯარიმა
ჩანაწერი

ერთი, რაც ყველამ დაინახა იყო ჯარიმა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ’’ შინ წააგო „ლაციოსთან’’ 0:1. ანტონიო კონტეს გუნდმა ლიდერობა დაკარგა. იტალიური საიტების ნაწილმა ქართველი გარემარბის თამაში ასე შეაფასა: calciomercato — 6.0 ამ შეხვედრაში ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მაშინაც კი, როდესაც ორი ან სამი კაცი მეურვეობდა, რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. ის მიდიოდა კაცზე და სცდებოდა მას, თუმცა დამაგვირგვინებელი გაბრწყინება აკლდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან დაარტყა...

მაისურაძე მედლით
ჩანაწერი

მაისურაძე მედლით

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე დისკვალიფიკაციით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე მედალი მოიპოვა. ტურნირი კი, უბრალო ნამდვილად არ ყოფილა – ტოკიოს გრანდ სლემზე ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს და მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მაისურაძე განთესილი იყო და საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი დაამარცხა, ვისაც მეოთხედფინალში ესტონელი...

ისტორიული მედალი
ჩანაწერი

ისტორიული მედალი

საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ფიგურული სრიალის გარნ პრის ფინალურ ეტაპზე ქართულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გრან პრის ფინალის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა ეტაპების შედეგად გამომუშავებული ქულები განაპირობებდა და ამ რანგის ტურნირზე საქართველო პირველად მოხვდა. ცხადია, მედლის მოპოვებაც ისტორიული შედეგია. ჩვენი დუეტი მოკლე პროგრამის (72.26 ქულა) შემდეგ ექვს წყვილს შორის მესამეზე იყო,...

ჟორჟის ულამაზესი გოლი
ჩანაწერი

ჟორჟის ულამაზესი გოლი

ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში სტუმრად დაამარცხა „ანჟე’’ 3:0 და ლიგა1-ის ცხრილში მე-5 ადგილზეა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მისი მთავარი კონკურენტის ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად 68-ე წუთზე შევიდა და 20 წუთში საუცხოო ინდივიდუალური თამაშის წყალობით გოლი შეაგდო. ეს ლიონელთა მესამე გოლი იყო ამ შეხვედრაში. პირველი ორი გოლი არგენტინელმა ნიკოლას ტალიაფიკომ და რაიან ჩერქმა გაიტანეს.

პიპო, ახლა უკვე წადი!
ჩანაწერი

პიპო, ახლა უკვე წადი!

„ვალენსიამ’’ კვლავ წააგო, ამჯერად შინ „რაიო ვალეკანოსთან’’ – 0:1. „მესტალიამ’’ აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. „ღამურების’’ გულშემატკივარს მეტის მოთმენა აღარ სურს. მართალია გუნდის მწვრთნელი რუბენ ბარახა მათი ლეგენდაა, მაგრამ ამჯერად მისი მისამართითაც გაისმა: „პიპო, ახლა უკვე წადი!’’ ეს შეძახილი ჯერჯერობით მასობრივი არ იყო, მაგრამ ყური ნამდვილად მოჭრა. მეორე მხრივ ფაქტია, რომ „ვალენსიას’’ პრობლემათა სათავე ბარახა კი არა,...