„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2024-2025 წლების გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის სასტარტო მატჩში ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ საფრანგეთის ტოპ 14-ის აუტსაიდერი „ვანი“ 22:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „შავი ლომი“ III პულის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაფუძნდა. ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს, ამედნივე ინგლისურმა „გლოსტერმა“ და ფრანგულმა „ბაიონმა“ დააგროვეს, მაგრამ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით პირველზე „გლოსტერი“ ავიდა,...
წელი: 2024
გარდაიცვალა მანჩესტერ იუნაიტედის სული და გული
როგორც გაირკვა ორი კვირის წინ დევიდ ბექემი „მანჩესტერ იუნაიტედის’’ რეგისტრატორს, კლუბში ყველასთვის საყვარელ 85 წლის კეთ ფიპსს საგანგებოდ ეწვია და ლოგინად ჩავარდნილი მოინახულა. ხუთშაბათს გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც „იუნაიტედში’’ 56 წლის განმავლობაში მუშაობდა. ბექემმა სოციალურ ქსელში დაწერა: როდესაც მანჩესტერში გადავბარგდი 15 წლის ვიყავი. მაშინ კეთმა ჩემი მშობლები დაამშვიდა, პირობა მისცა, რომ მომივლიდა და იმ დღიდან მოყოლებული...
ლივერპული სალაჰის შემდგომი ეპოქისთვის ემზადება
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან’’ კონტრაქტს ვადა 2027 წელს გაუდის, – შეგვახსენებს საიტი spazionapoli და დასძენს, რომ „ნაპოლი’’ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს. „ქართველი „აძურისთან’’ პირველი და ჯერჯერობით ბოლო ხელშეკრულებით არის დაკავშირებული. შესაბამისად ხელფასი, რომელსაც იღებს მისი დონის მოთამაშეს არ შეეფერება’’ – ესეც spazionapoli-ს სიტყვებია. პორტალი იმასაც შეგვახსენებს, რომ კვარაცხელიამ კლუბიდან წასვლის სურვილი პირველად გასულ ზაფხულს გამოთქვა,...
შავი ლომის მეორე გამოწვევა
შაბათს, 17 საათზე, თბილისის „მიხეილ მესხზე“ დაიწყება პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის, „შავი ლომისა“ და საფრანგეთის ტოპ 14-ის დებიუტანტ „ვანის“ მატჩი. ეს შეხვედრა „ჩელენჯ (ქართულად – გამოწვევის) თასის“ ეგიდით გაიმართება. 2024/2025 წლების სეზონის ეს ტურნირი ქართული გუნდისთვის უკვე მეორე იქნება შარშანდელის ჩათვლით. მოგეხსენებათ, ამ ტურნირის ფორმულის თანახმად, სამ ჯგუფში გადანაწილებული 6-6 მონაწილე ჯგუფურ ეტაპზე 4...
ორი იანვარი რომ დასვენებაა…
ესპანეთში გადადებული მატჩების გამო კალენდართან დაკავშირებულმა პრობლემებმა წამოჰყო თავი. ვალენსიას ოქტომბერში თავს წყალდიდობა DANA დაატყდა, როს გამოც „მესტალიას’’ „რეალი’’ ვერ ესტუმრა. მართალია გუშინ, ხუთშაბათს დადგინდა, რომ ეს მატჩი 2 იანვარს ჩატარდება, მაგრამ ქვეყანაში არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2 იანვარი ფეხბურთელებისთვის დასვენების დღეა. იმისათვის, რომ მატჩი ამ დღეს გაიმართოს, თანხმობა AFE-მ ანუ ესპანელ ფეხბურთელთა ასოციაციამ უნდა...
ნაპოლი გავარდა
„ნაპოლიმ’’ იტალიის თასზე რომში „ლაციოსთან’’ 1:3 წააგო. „ლაციო’’ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „ინტერსა’’ და „უდინეზეს’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ანტონიო კონტემ „სტადიო ოლიმპიკოზე’’ მეორე შემადგენლობა ათამაშა. მოედანზე „ტორინოსთან’’ მატჩთან შედარებით თერთმეტი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ. როგორც მედია წერს, „აძურის’’ მწვრთნელს ყველა პირობა აქვს უკმაყოფილო რომ იყოს, თან არა იმდენად შედეგით, რამდენადაც ფეხბურთელთა ნაწილის ცუდი თამაშით. ამის თქმისას ჟურნალისტები...
ბარსას ხვიჩას ყიდვა სურს, მაგრამ ფინანსურად შეზღუდულია
ესპანური საიტი football-espana წერს, რომ „ბარსელონა’’ კვლავ განაგრძობს ტოპ-კლასის მარცხენა გარემარბის ძებნას. გასულ ზაფხულს კატალონიელებს ნიკო უილიამსის გადაბირება უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. დასახელებულ კანდიდატთა შორის ორი სერია A-ს კლუბებიდანაა: ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო. ქართველი „ნაპოლისთან’’ საკონტრაქტო დაძაბულობის ეტაპზეა. მომდევნო ზაფხულს ის სულ მცირე 80 მილიონი ევრო ეღირება, მაგრამ მისი შეძენა ნეაპოლელთა პრეზიდენტთან აურელიო დე...
რატომ გამოჩნდა მაკტომინეი იტალიაში?
წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლის’’ შოტლანდიელი ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის თამაში შეაფასა. მოგეხსენებათ სერია A-ს ბოლო ტურში მაკტომინეიმ „ტორინოს’’ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გოლი გაუტანა და ქება დაიმსახურა. „რომასა’’ და „რეალის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა შოტლანდიელის საკითხს სხვა მხრიდან შეხედა. კერძოდ, მან მაყურებელს შეახსენა თანხა, რომელიც „ნაპოლიმ’’ მაკტომინეის სანაცვლოდ გადაიხადა (30 მილიონი ევრო)...
პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი…
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან. წილისყრის შედეგად 16 გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა, ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთში 2025 წლის 11 ივნისს დაიწყება და 28 ივნისამდე გასტანს. ჯგუფები ასე დაკომპლექტდა: A...
საეჭვო პენალტს ასამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გვინეის სიდიდით მეორე ქალაქ ნზერეკორეში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობის გამო დადასტურებულად 56 ადამიანი დაიღუპა. ამბობენ, რომ ხელისუფალთა მიერ დასახელებული რიცხვი რეალური არ არის და დახოცილთა რაოდენობა ასს უახლოვდება. ნზერეკორე გახლავთ ქალაქი, რომელიც მდებარეობს ლიბერიის, სიერა ლეონესა და კოტ დ’ივუარის საზღვრებთან. ზოგი ცნობის თანახმად არეულობა მსაჯის მიერ სტუმართა გუნდის „ლაბეს’’ ორი ფეხბურთელის გაძევებასა და საეჭვო...









