წელი: 2024

Home 2024
დავითაძის მსოფლიო ვერცხლი
ჩანაწერი

დავითაძის მსოფლიო ვერცხლი

ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – რევაზ დავითაძე (96კგ) ვერცხლის მფლობელი გახდა… არადა, ატაცის შემდეგ ოქროს შანსი იყო – ჩვენებურმა სამივე ცდა დასძლია და 177 კილოგრამით მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ დავითაძემ აკვრაში ისე ვერ იყოჩაღა, როგორც ატაცში. მართალია, აქაც სამივე წონა დასძლია, მაგრამ 210 კილოგრამით მეექვსე შედეგი აჩვენა. ორჭიდში...

წილი საქართველოსთვის…
ჩანაწერი

წილი საქართველოსთვის…

ხვალ, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15 საათზე, ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ, მომავალ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზრდება. აქედან 16 საგზური ევროპელებს შეხვდებათ. 2023 წლის 25 იანვარს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ნიონში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცა შესარჩევი ტურნირის ახალი ფორმატი. ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის რაოდენობის 13-დან 16-მდე გაზრდის...

ლუკაკუს ბრალი რიცხვებში
ჩანაწერი

ლუკაკუს ბრალი რიცხვებში

შეტევაში „ნაპოლის’’ პრობლემათა მთავარი მიზეზი მართლა რომელუ ლუკაკუა? – კითხულობს პორტალი tuttonapoli და თავისავე კითხვას ასე პასუხობს: როგორც სხვა ყველაფერზე, ფეხბურთში მკაფიო პასუხი არც ამაზე არსებობს. ერთი მხრივ იმის მტკიცება, რომ დიდი რომი მაღალ დონეზე თამაშობს, არ შეიძლება; მეორე მხრივ კი არც ყველაფრის ლუკაკუსთვის დაბრალებაა სწორი. „გუნდი ზრდის პროცესშია’’, – თქვა ბოლო პრეს-კონფერენციაზე „აძურის’’ მწვრთნელმა...

კვარას თამაში სწყურია
ჩანაწერი

კვარას თამაში სწყურია

„მედიალური კოლატერალური მყესის დაბალი სიმძიმის დაზიანება’’ – წერია ხვიჩა კვარაცხელიას დიაგნოზში. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა კვირას „ნაპოლისა’’ და „ლაციოს’’ შეხვედრაში, რომელიც რომაელებმა 1:0 მოიგეს, ფეხი იტკინა. „ნაპოლის’’ ბანაკიდან გამოსული პირველი ცნობების თანახმად მას 19 იანვრამდე ვერ უნდა ეთამაშა, თუმცა მომდევნო დღეს დაწერეს, რომ კვარაცხელია „უდინეზესა’’ და „ჯენოასთან’’ შეხვედრებს გამოტოვებს, 29 დეკემბერს „ვენეციასთან’’ კი უკვე შეიძლება...

გოგამ მერვე ორმაგი…
ჩანაწერი

გოგამ მერვე ორმაგი…

რეგულარულ სეზონში „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა გოგა ბითაძემ მერვე ორმაგი დუბლი გაიფორმა. არადა, „ორლანდომ“ ჩვენებურის ყოფილ გუნდთან 109:114 წააგო, მაგრამ გოგამ იანის ადეტოკუმბოსთან ბრძოლაში 12 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. გოგასთვის ეს მატჩი სათამაშო დროის მხრივ სარეკორდო იყო. აქამდე ნბა-ს მატჩში ყველაზე მეტი – 35 წუთი ჰქონდა ნათამაშები, „მილუოკი ბაქსთან“ შეხვედრაში კი, 38 წუთი გაისარჯა. ქართველმა...

უკმაყოფილო სლოტი და მამარდას მომავალი კონკურენტები
ჩანაწერი

უკმაყოფილო სლოტი და მამარდას მომავალი კონკურენტები

მო სალაჰმა მეორე ტაიმში პენალტი გაიტანა, რის წყალობითაც გიორგი მამარდაშვილის მომავალმა გუნდმა „ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სტუმრად მოუგო „ჟირონას’’ 1:0. ამრიგად, მერსისაიდელებმა 6 თამაშიდან ექვსივე მოიგეს და თავი ქუდში აქვთ ― ცხრილში უეჭველად ზედა რვა გუნდში დაიკავებენ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალში ფლეი-ოფს ასცდებიან. ასეთი წარმატების მიუხედავად მწვრთნელი არნე სლოტი უკმაყოფილოა, რომ მისმა გუნდმა...

ვინ ითამაშებს კვარას არყოფნაში?
ჩანაწერი

ვინ ითამაშებს კვარას არყოფნაში?

მაშ ასე, „ნაპოლის’’ დაახლოებით ერთი თვით ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა, რას იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტემ გუნდის თავდასხმა უნდა შეცვალოს. Napolipiu წერს, რომ ქართველი ყველაზე ცუდ დროს დაშავდა ― „ლაციოსთან’’ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ. რა ვარიანტები აქვს სალენტოელ მწვრთნელს? პირველი, რაც იტალიაში თავში აზრად მოსდით კვარაცხელიას დავიდ ნერეშით შეცვლაა, ყოველგვარი სისტემის გადაწყობის გარეშე. ბრაზილიელი, რომელიც ადრე...

კვარა დაშავდა – 19 იანვრამდე ვერ ითამაშებს
ჩანაწერი

კვარა დაშავდა – 19 იანვრამდე ვერ ითამაშებს

ნეაპოლური პრესა, რომელიც ბოლოხანს ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკით იყო დაკავებული ახლა წერს, რომ ანტონიო კონტეს გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლის გზაზე დიდი დაბრკოლების წინაშე დადგა: კვირას, „ნაპოლისა’’ და „ლაციოს’’ შეხვედრაში ქართველი გარემარბი დაშავდა. ამრიგად „აძურიმ’’ მხოლოდ ლიდერობა კი არა, მთავარი ვარსკვლავიც დაკარგა. „ნაპოლის’’ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პრეს-რელიზი. მასში წერია: „კვირას „ლაციოსთან’’ მატჩის მსვლელობისას ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს კვიჩა კვარაცხელიამ...

ევროთასები და ქართველები
ჩანაწერი

ევროთასები და ქართველები

გასული უქმეები დახუნძლული იყო საერთაშორისო რაგბით, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა სწორედ ამ უკანასკნელში შეძლეს თავის გამოჩენა, თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ჩემპიონთა თასი მთავარი სარაგბო ევროთასის 2024-2025 წლების სეზონის სტარტი ინგლისის ქალაქ „ბათში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ფრანგულ „ლა როშელთან“ 20:24 წააგო და ამ მატჩს ორი ქართველი ლაროშელელის...

მამარდა ახალ წლამდე ვერ ითამაშებს
ჩანაწერი

მამარდა ახალ წლამდე ვერ ითამაშებს

„ვალენსია’’ 2025 წლის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილისა და კაპიტნის ხოსე გაიას გარეშე დარჩა. ეს ისედაც დაბეჩავებული გუნდისთვის დიდი დარტყმაა ― შემდეგი სამი კვირის განმავლობაში „ღამურებს’’ ორი მთავარი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება. როგორც Tribuna Deportiva წერს, ქართველ მეკარეს „რაიო ვალეკანოსთან’’ წინა სწორი კუნთი გაუწყდა და განკურნება დროს მოითხოვს. შესაბამისად, ქართველი მეკარე გამოტოვებს შეხვედრებს „ვალიადოლიდთან’’, „ესპანიოლთან’’ და „ალავესთან’’. ჩამოთვლილი...