წელი: 2024

Home 2024
ჯერ პლეი ოფი, ივნისში ამხანაგური…
ჩანაწერი

ჯერ პლეი ოფი, ივნისში ამხანაგური…

საქართველოს ეროვნული გუნდი 2024 წლის პირველ ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს, მონტენეგროსთან გამართავს. ეროვნული გუნდი მონტენეგროს პოდგორიცაში, „გრადსკი სტადიონზე“ შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველო – მონტენეგროს მესამე მატჩი იქნება, ორჯერ გუნდები ერთმანეთს მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ, მაშინ მონტენეგროში ჩვენები 1:2 დამარცხდნენ, თბილისში კი ფრედ, 0:0 ითამაშეს. საქართველოს მაშინ არგენტინელი რაულ ექტორ კუპერი თავკაცობდა.

შალომ, საბა…
ჩანაწერი

შალომ, საბა…

ისრაელის მთავარი ლიგის გუნდმა, ნეთანიის „მაკაბიმ“ 21 წლის საბა ხვადაგიანის ტრანსფერი ოფიციალურტად დაადასტურა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ძირითად გუნდში ხვადაგიანმა 2021 წლიდან 90 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ხვადაგინმა 16 მატჩში, 2 გოლით გამოიჩინა თავი, ამას გარდა უთამაშია ყველა...

ახალი გადატვირთვა ლივერპულში
ჩანაწერი

ახალი გადატვირთვა ლივერპულში

„ლივერპულის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ მერსისაიდურ კლუბს სრული გადატვირთვა ელის იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ. „კლუბი გაიყინა სრული გადატვირთვის მოლოდინში. ბოლოს და ბოლოს, არა მხოლოდ კლოპი მიდის, არამედ ლეინდერსი და კრავეციც (კლოპის თანაშემწეები). გარდა ამისა, „ლივერპულს“ ახალი სპორტული დირექტორი სჭირდება. საქმე მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. მერსისაიდელი გულშემატკივრები მწვრთნელებს ლეგენდებად აქცევენ. ისინი ჩვენთვის უფრო...

იტალიაში ისევ გამოჩნდა ანონიმური მსაჯი
ჩანაწერი

იტალიაში ისევ გამოჩნდა ანონიმური მსაჯი

იტალიის ტელევიზიით პროგრამა  Le Iene-ს მორიგი გადაცემა გავიდა, სადაც ჟურნალისტმა ფილიპო რომამ კვლავ მიიწვია ანონიმური მსაჯი. მოქმედმა არბიტრმა, რომელიც კვლავ შეცვლილი ხმითა და დაფარული სახით წარსდგა მაყურებლის წინაშე თავის ადრინდელ ნათქვამს ახალი დეტალები დაამატა. საუბარი შეეხო მსაჯების თამაშებზე გამნაწილებლის ჯანლუკა როკის მიერ პირველი გადაცემის შემდეგ დღეს მოწვეულ თათბირს და იტალიის სუპერთასის ფინალის მეორე ტაიმში ანტონიო...

დინამომ ფრანგიც დაიმატა
ჩანაწერი

დინამომ ფრანგიც დაიმატა

ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – 23 წლის ფეხბურთელი გუნდს სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და დედაქალაქურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. საიმონი „ობერვილერსის“ აღზრდილია. თამაშობდა ესპანურ „ნავაროში“, ბოლო ორი წელი კი ესტონურ „პაიდეში“ გაატარა, სადაც 2022 წელს...

რეშფორდს პრობლემები აქვს
ჩანაწერი

რეშფორდს პრობლემები აქვს

მარკუს რეშფორდის კარიერა ინგლისის ნაკრებსა და „მანჩესტერ იუნაიტედში” კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გაჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთელი კალაპოტიდან ამოვარდა. გუშინ დილით თავდამსხმელს მანკუნიანელთა მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. შეხვედრას მისი აგენტი დუეინ მეინარდიც ესწრებოდა. ურთიერთობა მას მერე გართულდა, რაც რეშფორდმა პარასკევს ავადმყოფობის მიზეზით ვარჯიში გააცდინა, მერე კი გაირკვა, რომ მთელი ღამე ბელფასტში იყო და...

ოსიმენის გარეშე გოლი არ გადის
ჩანაწერი

ოსიმენის გარეშე გოლი არ გადის

„სტადიო ოლიმპიკოზე” ადამიანს ჩამოეძინებოდა, არც სანახაობა იყო და არც ინტენსივობა. 0:0 კარგად ასახავს იმ შეხვედრის შინაარსს, რომელშიც გუნდებმა მოსაგებად ფაქტობრივად არაფერი გააკეთეს. ორიოდ ცოცხალი ეპიზოდი ისევ „ბიანკოჩელესტიმ” შექმნა, მაგალითად კასტელანოსმა მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ  ის არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. „ნაპოლის” კი სართოდ კარში არ დაურტყამს. ეს მეტად დამთრგუნველი ფაქტია, რაც იმას...

საფრანგეთში ქართველებს ვეღარ აჩერებენ
ჩანაწერი

საფრანგეთში ქართველებს ვეღარ აჩერებენ

გასული კვირის ბოლო ქართველ მორაგბე ლეგიონერთათვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში 24-მა ჩვენებურმა ითამაშა და, მათგან ერთს პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა, ორივე ლიგაში ჯამში 5 ქართული ლელო დაფიქსირდა. ტოპ 14 ტურის სასტარტო მატჩში „სტად ფრანსემ“ „ბორდოს“ სტუმრად 30:26 მოუგო და პარიზელთა ამ წარმატებაში თავისი სოლიდური წვლილი ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა სერგო აბრამიშვილმაც...

მაცარი: მე მათ თვალებში ვუყურებ!
ჩანაწერი

მაცარი: მე მათ თვალებში ვუყურებ!

„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორი ოსიმენის, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სხვა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე რომში „ლაციოსთან” 0:0 ითამაშა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: ხართ თუ არა კმაყოფილი? კმაყოფილი ვარ, რადგან დღეს ნამდვილი გუნდი ვნახე. „ნაპოლი” იყო დაბალანსებული და ბურთს ფლობდა. როდესაც ბურთის ფლობით მაურიციო სარის გუნდს სჯობიხარ, ეს დიდი შედეგია. ჩვენ სათამაშო...

მამარდაშვილი რომ არა…
ჩანაწერი

მამარდაშვილი რომ არა…

ვალენსიურმა საიტმა plazadeportiva-მ სტატიას, რომელშიც „ატლეტიკოსთან” 0:2 წაგებული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს აფასებს, ასე დაარქვა: მამარდაშვილი რომ არა უარესი შედეგი იქნებოდა. შემდეგ კი მოდის შეფასებები. „ღამურების” ქართველ გოლკიპერზე კერძოდ წერია: „მარცხის მიუხედავად ის გუნდში საუკეთესო იყო. მან რთული დარტყმები მოიგერია და კარი რამდენიმე გოლისგან იხსნა”. რაც შეეხება ქულებს, პორტალმა გიორგის 7 დაუწერა. დანარჩენთაგან მასთან ყველაზე მიახლოებული...