თვე: ოქტომბერი 2024

Home 2024 ოქტომბერი
ბოლონიაში წვიმამ ნაპოლი დააზარალა
ჩანაწერი

ბოლონიაში წვიმამ ნაპოლი დააზარალა

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ემილია რომანიას რეგიონში მოსული ძლიერი წვიმის გამო „ბოლონიისა’’ და „მილანის’’ დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ადგილობრივმა ხელიასუფლებამ ჩათვალა, რომ მისასვლელი ქუჩების აღდგენამდე „სტადიო დალ’არაზე’’ მატჩის ჩატარება და 35 ათასი გულშემატკივრის მასპინძლობა მიზანშეწონილი არ არის, რამაც დიდი კამათი გამოიწვია. მაგალითად, პორტალი napolipiu მიიჩნევს, რომ ხსენებული შეხვედრის გადადება… „ნაპოლის’’ ურთულებს მდგომარეობას. მათი ლოგიკა, ვინც...

ნაპოლიმ 6 თქვა და დაამთავრა
ჩანაწერი

ნაპოლიმ 6 თქვა და დაამთავრა

მიდის თუ რჩება? არა და არ ცხრება მითქმა-მოთქმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო. „ნაპოლიმ’’, როგორც ჩანს, თავისი ბოლო სიტყვა თქვა: წელიწადში 6 მილიონი ევრო ბონუსებიანად. კლუბი დარწმუნებულია, რომ ქართველისთვის ეს სამართლიანი თანხაა. უახლოეს პერიოდში (ამბობენ ორი კვირის განმავლობაშიო) პარტენოპეელები სწორედ ამ წინადადებით მიმართავენ ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს. უკვე წელიწადია არ დაადგა საშველი 2022-23 წლების სერია A-ს...

მილანი ნაპოლისთან თამაშის წინ დაისვენებს
ჩანაწერი

მილანი ნაპოლისთან თამაშის წინ დაისვენებს

სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრა „ბოლონიასა’’ და „მილანს’’ შორის გადაიდო: ბოლონიის მუნიციპალიტეტმა და პირადად მერმა მატეო ლეპორემ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ გულშემატკივართა ტრანსპორტირებასთან, უფრო სწორად კი სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემის გამოშეხვედრა ვერ ჩატარდება. იტალიური მედია წერს, რომ ეს ამბავი არც ბოლონიელებს ესიამოვნათ და არც მილანელებს, ვინაიდან მათ გადატვირთულ გრაფიკში შეხვედრისთვის თარიღის შეცვლა პრობლემურია. დიდი ალბათობით მატჩი 2025...

ბითაძემ ხუთი წუთით დაიწყო
ჩანაწერი

ბითაძემ ხუთი წუთით დაიწყო

NBA-ს სეზონი ქართველმაც გახსნა – გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ფლორიდულ დერბიში „მაიამი ჰითს“ ესტუმრა და 116:97 დაამარცხა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო მოედანზე სულ ხუთიოდე წუთით გამოჩნდა, რა დროშიც მხოლოდ ორი მოხსნა მოინაგრა. ცუდი ის არის, რომ გოგამ პარკეტზე მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი გაატარა – მაშინ, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. როგორც ჩანს, ჩვენებურს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა...

ნერეში ძირითადში ადგილს ითხოვს
ჩანაწერი

ნერეში ძირითადში ადგილს ითხოვს

„ნაპოლის’’ თავდასხმა მიმდინარე სეზონში ძალიან ძლიერია. იტალიური საიტები ხაზს უსვამენ, რომ ანტონიო კონტეს გუნდის წინა ხაზზე როგორც ძირითადის ასევე თადარიგის ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ. განსაკუთრებული გამორჩევის ღირსი კი არის ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მისი როლი გუნდის წარმატებაში თვალშისაცემია. ნერეშის სათამაშო დრო შეზღუდულია. ჯერჯერობით კონტე მას შეხვედრაში 15 წუთს უთმობს,...

კვარაცხელიას იანვარში წასვლა მოსალოდნელი არ არის
ჩანაწერი

კვარაცხელიას იანვარში წასვლა მოსალოდნელი არ არის

Calciomercato წერს, რომ „ნაპოლიში’’ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი უკვე დუღილს იწყებს. შეგახსენებთ, რომ კვარას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის  ივნისამდეა ძალაში, მაგრამ ფეხბურთელის მხარე მიიჩნევს, რომ ხელფასი გადასახედია, რადგან ის სეზონში 1.5 მილიონ ევროსაც კი არ აღწევს. რად უნდა ლაპარაკი, რომ ეს გასამრჯელო ქართველის ოსტატობას ოდნავადაც არ შეესაბამება. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რამდენიმე თვის წინ „პარი...

ქუთაისის მოგება და შანსი
ჩანაწერი

ქუთაისის მოგება და შანსი

ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთში „ბალკანს“ ეწვია და 86:78 დაამარცხა. სტარტი დამაჯერებელი არ ყოფილა – რიონისპირელებმა პირველი მეოთხედი 11:19 წააგეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მდევრის როლში იყვნენ. დასკვნითი 10-წუთეულის წინ „ბალკანი“ ოთხი ქულით ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ნაწილი ქუთაისელებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს...

ჯეიმსებმა ისტორია დაწერეს
ჩანაწერი

ჯეიმსებმა ისტორია დაწერეს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „მინესოტას“ პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან ფეხზე ჯერ ლებრონ და ბრონი ჯეიმსები წამოდგნენ, შემდეგ – მაყურებელი. საქმე ის არის, რომ NBA-ს ისტორიაში მამა-შვილი მოედანზე ერთდროულად პირველად იყვნენ. მართალია, სულ 2 წუთი და 41 წამი, მაგრამ ისტორია დაიწერა. „ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. NBA-ში თამაშის გამო ოჯახს ბევრი...

არეულობა მესტალიას გამოსასვლელში
ჩანაწერი

არეულობა მესტალიას გამოსასვლელში

„მესტალიაზე’’ ეს ღამე სხვა ღამეებს არ ჰგავდა. გუნდი ბოლო ადგილზე დაენარცხა. „ვალენსია’’ ამ დროს ასეთ პოზიციაზე არასდროს ყოფილა და რაც უფრო ცუდია, გულშემატკივრებს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ. მათ ეს შეხვედრის მერე გამოამჟღავნეს. თავიდან ყველაფერი სტადიონის გარეთ ჩვეულებრივი პროტესტით დაიწყო. ვინ იცის ხალხი მერამდენედ აპროტესტებდა პიტერ ლიმის მენეჯმენტს. ბოლო წლებში „ვალენსიას’’ საშინაო თამაშების წინ ასეთი გამოსვლები წესად...

ევროპა ხელბურთსაც უნდა
ჩანაწერი

ევროპა ხელბურთსაც უნდა

6 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. ტიტე კალანდაძის გუნდი ჯგუფში ისლანდიასთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვს – წლეულს პირველად იასპარეზა და იმავეს გაკეთებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ევროპირველობაზე ერთ-ერთი მეტოქე სწორედ ბოსნია იყო და ისტორიული გამარჯვებაც მათთან მოვიპოვეთ. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში სულ...