ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ’’ „ნაპოლის’’ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნათქვამი წინადადების გაანალიზება სცადა. დე ლაურენტისმა ქართველ ვარსკვლავზე ასე თქვა: „თუ წავა, ჩვენ ამას გადავიტანთ’’, გაზეთმა კი დაწერა, რომ ეს პრეზიდენტის საკულტო გამონათქვამია და გაიხსენა „ნაპოლის’’ პატრონობის პერიოდში რამდენი ფეხბურთელის თუ მწვრთნელის მიმართ უთქვამს ასეთი რამ: 2013 წლის თებერვალში დე ლაურენტისმა ზუსტად...
ვალენსია ფსკერზეა
„ვალენსიამ’’ შინ 2:3 წააგო „ლას პალმასთან’’. 10 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6 ქულა აქვს. „ლას პალმასი’’ ბოლოს წინა ადგილზეა, ხოლო „ვალენსია’’ ბოლოზე. მასპინძელთა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა სამი დარტყმა მოიგერია, აქედან ორი ისეთი, მის ოსტატობას რომ შეეფერება, გაშვებული გოლებიდან კი ერთადერთი, რომელშიც შეიძლება გიორგის ნაწილობრივ ბრალზე ვილაპარაკოთ მეორე იყო, როდესაც მან მართალია საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული...
ვასკას, ლუკას და თედოს ტური
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა მხოლოდ პრო დ2-ში მოახერხეს: ლუკა ნიორაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თითო ლელო გაიტანეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმებით თავის გუნდს 8 ქულა შესძინა. ტოპ 14 მე-7 ტურში ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ, ლიდერად კი ჩემპიონი „ტულუზი“ იქცა, რომელმაც „პოს“ სტუმრად...
დილა ისევ პირველია
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 29-ე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა. „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „იბერიასთან“ 0:3 წააგო და პირველიდან მესამე ადგილზე დაქვეითდა. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეორე მარცხი გახლდათ. „დილამ“ კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „სამგურალს“ – 2:1. გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა ირაკლი ბუღრიძემ. ახლა „დილას“ და „იბერიას“ თანაბარი 58-58 ქულა მოუგროვდათ და გორელები პირველ საფეხურზე გატანილ-მიღებული ბურთების უკკეთესი...
ყოჩაღი საბა კვარას წინააღმდეგ
ემპოლიში „ნაპოლიმ’’ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი პენალტით 1:0 მოიგო. ამ შეხვედრაში შედგა ორი ქართველის დაპირისპირება ― მასპინძლეთა მცველს საბა გოგლიჩიძეს სტუმართა თავდამსხმელის კვარაცხელიას წინააღმდეგ მოუხდა მოქმედება. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური წყაროს მიერ გოგლიჩიძისთვის დაწერილ შეფასებებს. calciomercato — 6.0 გოგლიჩიძე თანამემამულის ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლადაც გამოიყენეს და გაამართლა, ოღონდ ამან ის მოქმედებათა ფართო სპექტრისგან შებოჭა. pianetaempoli— 6.5 მას კვარაცხელია დისტანციაზე...
იმ მომენტში ბურთს ლოდის წონა ჰქონდა
არის ასეთი ნეაპოლური გამოთქმა, ვინც გამბედავი არ არის, ვერასდროს გაიგებს ქალები რა მშვენიერები არიანო. ამას მაშინ ამბობენ, როდესაც უნდათ ხაზი გაუსვან, რომ წარმატებისთვის მხნეობაა საჭირო. calcionapoli1926-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომლის მთავარი იდეა ის არის, რომ „ნაპოლიმ’’ „ემპოლისთან’’ სწორედ გამბედაობის წყალობით მოიგო, კონტეს და კვარას გამბედაობის წყალობით. მწვრთნელმა განახორციელა ცვლილება, რომელსაც არავინ ელოდა, ქართველი კი ბოლო...
სუპერლიგა ამ მოსაწყენ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი აღარ იქნებოდა?
იტალიური პორტალი ilnapolista გვთავაზობს ჟურნალისტ მარკო პიჩირილოს წერილს სახელწოდებით „სუპერლიგა ამ მოსაწყენ და გაცვეთილ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი აღარ იქნებოდა?’’ შესავალში ავტორი წერს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ტელეეკრანებთან 2025 წლის 4 მარტს შევხვდებით, მანამდე კი საკუთარი საქმეებით ვიქნებით დაკავებულები. პიჩირილო განმარტავს, რომ 4 მარტს გულშემატკივრები ჩაუჯდებიან ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპს, ანუ შეჯიბრების იმ სტადიას, როდესაც შეჯიბრება...
რობერტო სოსა: კვარაცხელია სწორედ რომ ძვირი ღირს
რობერტო სოსა 49 წლის არგენტინელი ვეტერანია, რომელიც 2004-08 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა. თავდამსხმელმა „აძურის’’ მაისურით 116 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. სოსამ, Tele A-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. „ეკონომიკური თვალსაზრისით ვერაფერს გეტყვით. რამდენი უნდა იყოს კვარაცხელიას ხელფასი 4, 5 თუ 6 მილიონი ჩემთვის სულერთია, მაგრამ ფეხბურთის კუთხით მოგახსენებთ, რომ ის სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა,...
ორი გოლი გრაცერისთვის
ავსტრიული ბუნდესლიგის მორიგ ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ აუტსაიდერ „გრაცერს“ უმასპინძლა, 5:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, ჩვენიანს თავი არ გამოეჩინა?! ოთარმა ორი გოლი გაიტანა, განსაკუთრებით ლამაზი მისი მეორე, გუნდისთვის კი მე-5 გამოდგა. კიტეიშვილი მაშინ შეცვალეს, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – 84-ე წუთზე.
კვარაცხელია: მისი ფორმა და მომავალი
მართალია ბოლო შეხვედრების გამო აკრიტიკეს, მაგრამ „ნაპოლის’’ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მაინც მედიისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშია. ქვემოთ ჩვენ გესაუბრებით ნეაპოლის კლუბში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მის დრიბლინგსა და ზოგადად ჩემპიონატში ძლიერი შეტევის მნიშვნელობაზე. კვარაცხელიას ნდობა უპირველეს ყოვლისა უნდა გავიაზრით ფასეულობა, რომელიც კვარაცხელიას გუნდისთვის მოაქვს. „ნაპოლის’’ შეტევისთვის მისი დრიბლინგი პრინციპულად მნიშვნელოვანია. მართალია ზოგი გულშემატკივარი წუხს, თითქოს ის...









