ემპოლიში „ნაპოლიმ’’ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი პენალტით 1:0 მოიგო. ამ შეხვედრაში შედგა ორი ქართველის დაპირისპირება ― მასპინძლეთა მცველს საბა გოგლიჩიძეს სტუმართა თავდამსხმელის კვარაცხელიას წინააღმდეგ მოუხდა მოქმედება. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური წყაროს მიერ გოგლიჩიძისთვის დაწერილ შეფასებებს.
calciomercato — 6.0 გოგლიჩიძე თანამემამულის ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლადაც გამოიყენეს და გაამართლა, ოღონდ ამან ის მოქმედებათა ფართო სპექტრისგან შებოჭა.
pianetaempoli— 6.5 მას კვარაცხელია დისტანციაზე ეჭირა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც თავისი თანამემამულე დაბლოკა და ნიჭის გამომჟღავნების შესაძლებლობა არ მისცა.
repubblica— 6.0 დაჟინებულია და მიზანმიმართული. იშვიათად ვინმეს რამე რომ დაუთმოს.
eurosport — 6.0 გოგლიჩიძის კვარასთან დაპირისპირება შესაძლოა „ემპოლის’’ თავის ტკივილად ქცეულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. მოედანზე „ემპოლი’’ დომინირებდა, საბას ზონაში კი მისმა თანამემამულემ სახიფათოდ ერთხელაც ვერ ითამაშა. მეტიც, ის ლუკაკუს წინააღმდეგ მოთამაშეთა დაზღვევასაც კი ასწრებდა.
Flashscore-მა კვარაცხელიას 6.6 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.2
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
