„ბათუმს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ამ პოსტზე უკრაინეილ სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალი მწვრთნელი 18 ოქტომბერს „ბათუმი არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში წარდგენა. ჭიაბრიშვილი ორჯერ იყო დასახელებული საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად (2018, 2020). 45 წლის სპეციალისტი წვრთნიდა „ზესტაფონს“, „საბურთალოს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „დინამო თბილისს“, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ და „საბურთალო“ საქართველოს...
გოგლიჩიძე 5 მილიონი…
„ტრანსფერმარკტზე“ მონაცემები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო. ყველაზე თვალშისაცემი კი საბა გოგლიჩიძს პროგრესია – „ემპოლის“ 20 წლის მცველი აქამდე 300 ათასი ევრო ღირდა, ახლა კი მისი ფასი 5 მილიონი ევრო გახდა. ცვლილება შეეხო გიორგი ქოჩორაშვილსაც, რომელიც 2.5 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ახლა 4 მილიონი ღირს. შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „სარბილის“ ტრადიციული გამოკითხვის...
ლელოები თედოს გარდასახვით
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული ტური ორივე ელიტურ ლიგაში ძალზე წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის – 6 ლელო და ზედაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა-გარდასახვები! ტოპ 14 „ლა როშელმა“ „ბაიონთან“ გასვლითი მატჩი აშკარად ჩააგდო – 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და ბასკებს ბონუსიც დაუტოვა: 7:37. სტუმართა ერთადერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა სანდრო ქუნთელიამ ჩაიწერა – თამაშის მიწურულს, როცა მისი გუნდი „მშრალად“...
მამარდას ამბავი უცხოეთში
„სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილის გამოცხადებას, ცხადია, უცხოური მედიაც გამოეხმაურა. აგერ, მაგალითად, რას წერს „ვალენსიას“ სოციალური პლატფორმა: „ვალენსიას“ მეკარე გახდა საქართველოს ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიგო. ქართველი მეკარე 2023-24 სეზონში შესანიშნავი თამაშის გამო ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. ისტორიული ფაქტია, რადგან ის მამარდაშვილი პირველი მეკარეა, რომელმაც ეს...
რატომ არ მოსწონდა ლუკაკუს ინგლისი?
„ნაპოლის’’ ახალწვეულმა, ცნობილმა ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პოდკასტ Friends of Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. თავიდან მან ინგლისში გატარებული პერიოდი გაიხსენა: „ინგლისში ჩემზე ამბობდნენ, რომ ზარმაცი ვარ, გულმოდგინედ არ ვვარჯიშობ, ლიდერის თვისებები არ გამაჩნია, ეგოისტი ვარ, ბურთის შენარჩუნება არ მეხერხება და ბლა ბლა ბლა. შემდეგ ორი წელიწადი...
იტალიელებმა ხვიჩას კონტრაქტზე ლაპარაკს მოუხშირეს
ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში, კერძოდ კი ნეაპოლურ საიტებზე ძალიან მოხშირდა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებული წერილები. იტალიელები იმეორებენ, რომ ქართველ გარემარბთან, უფრო კი მის გარემოცვასთან „ნაპოლი’’ საერთო ენას ვერ პოულობს. ამ საკითხზე სალაპარაკოდ იწვევენ ექსპერტებს, ფუნქციონერებს, ვეტერან ფეხბურთელებს. Radio Marte-სთვის მიცემულ ინტერვიუში სატრანსფერო საქმეთა ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ განგაშის შემცველი ტონით ილაპარაკა. მარკეტიმ თქვა, რომ კვარახელიას გარემოცვა...
ორშაბათს: მამარდაშვილი და მისი პირველი სარკე
სანაკრებო კვირეულის შემდეგ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები განახლდება. ესპანურ ლა ლიგაში საქართველოს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ „ლას პალმლასს’’ მასპინძლობს. AS წერს, რომ ეს იქნება ძველი თანაგუნდელების მამარდაშვილისა და ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენის შეხვედრა. სილესენი ის მეკარეა, რომელიც ქართველს „მესტალიაზე’’ დახვდა, რომელიც გიორგიმ შემადგენლობიდან ამოაგდო და რომელზეც ამბობს: „ის მე ძალიან დამეხმარა’’. ჯასპერი „ვალენსიაში’’...
კომოში ნეაპოლელებს სკამებზე ლუდს დაახვედრებენ
ნეაპოლური მედია წერს, რომ „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრაში „სტადიო მარადონაზე’’ საოცარი ატმოსფერო სუფევდა. მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მაგრამ აჯერად გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულზე არ არის ლაპარაკი. კარგი ამბები ჯერ კიდევ თამაშამდე, სტადიონის მიმდებარედ დაიწყო: ნეაპოლელმა ტიფოზებმა სტუმარი გუნდის ქომაგები თბილად მიიღეს. ამის კარგი დასტური კომოელთა კომენტარებია. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ „კომოს’’ ტიფოზები საპასუხო ჟესტს ამზადებენ. მეორე...
რას წერს მამარდაზე ლივერპულის საიტი
გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მომდევნო სეზონში ლივერპულში ჩამოვა, მკაცრად გააფრთხილა ალისონ ბეკერი, რომ ის „ენფილდზე’’ პირველ მეკარეობას აპირებს. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი „წითლებს’’ 2025 წელს უნდა შეუერთდეს. „ლივერპული’’ ბოლო სატრანსფერო ბაზრობაზე „ვალინსიასთან’’ შეთანხმდა, რომ ამ სეზონში მამარდაშვილი ესპანეთში დარჩება, ხოლო 2025/26 წლების ჩემპიონატში მერსისაიდში გადავა. მეკარის ყიდვამ გააჩინა კითხვა, როგორ გაანაწილებს არნე სლოტი თავის პრიორიტეტებს მომავალი სეზონიდან....
ხუთი არდანიშნული პენალტიდან ერთი კვარაზეც იყო
სერია A-ს შეხვედრებზე მსაჯთა გამანაწილებელი ჯანლუკა როკი მისი ქვეშვრდომების შეცდომათა რაოდენობას აღუშფოთებია, napolipiu კი წერს, რომ ეს ხუმრობას ჰგავს, რადგან სინამდვილეში ფეხბურთელები და „ნაპოლის’’ გულშემატკივრები უნდა იყვნენ გაბრაზებულები. პორტალი ამბობს, რომ შვიდ ტურში მსაჯთა შეცდომები „ნაპოლის’’ ოთხ თამაშს გადაწვდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ოთხ თამაშში ნეაპოლელთა სასარგებლოდ ხუთი პენალტი არ დაინიშნა. ეს სტატისტიკა „აძურის’’...









