თვე: ოქტომბერი 2024

Home 2024 ოქტომბერი
ფაზანო: ნერეშის შეძენა იმას ნიშნავდა, რომ კვარას გასაყიდად ემზადებიან
ჩანაწერი

ფაზანო: ნერეშის შეძენა იმას ნიშნავდა, რომ კვარას გასაყიდად ემზადებიან

სატრანსფერო ბაზრის ხელახალ გახსნამდე ჯერ რამდენიმე თვეა, მაგრამ „ნაპოლი’’ გუნდის გაძლიერება-გადახალისების მიმართულებით უკვე მუშაობს. ვისთან ცდილობს გარიგებას აურელიო დე ლაურენტისი? სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჯერარდო ფაზანომ areanapoli-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ვფიქრობ, „ნაპოლი’’ მცველს იყიდის, რადგან რაფა მარინი იმედი არ გვაქვს, ჟუან ჟესუსი კი ძირითადი შემადგენლობის სამი უკანახაზელის დონეზე ვერ თამაშობს.’’ კვარაცხელია დარჩება „ნაპოლიში’’? ის ფაქტი, რომ...

მამარდ, იფრინე მარად!
ჩანაწერი

მამარდ, იფრინე მარად!

საქართველოს 2023-2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი – ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი!!! … „სარბიელის” გამოკითხვაში მონაწილე ჩვენი კოლეგები დაგვეთანხმებიან, წინა სეზონის ბოლოს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა-დასახელება ყველაზე რთული გამოდგა. აქით კვარამ იფრინა… იქეთ გიორგი ქოჩორაშვილმა… გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა… ოთარ კიტეიშვილი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა… გიორგი ჩაკვეტაძე ათამაშდა, მაგრამ რა ათამაშდა…...

ლობოტკა ბაქოში დაშავდა
ჩანაწერი

ლობოტკა ბაქოში დაშავდა

სლოვაკეთის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ, რომელიც ნეაპოლური საიტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „პარტენოპეელთა’’ შემადგენლობაში ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია, ბაქოში, ერთა ლიგის C1 ჯგუფის შეხვედრაში სავარაუდოდ თეძო იტკინა. საყრდენმა ნახევარმცველმა, რომლის შეძენით „ბარსელონაა’’ დაინტერესებული მოედანი საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე დატოვა. სლოვაკს უახლოეს დღეებში ნეაპოლში გამოკვლევას ჩაუტარებენ. თავიდან ამბობდნენ, რომ მას მოსახარი გაეჭიმა. „ნეაპოლში ეს...

უკრაინამ ჩეხეთს გაქცევის საშუალება არ მისცა
ჩანაწერი

უკრაინამ ჩეხეთს გაქცევის საშუალება არ მისცა

ერთა ლიგის B დონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ ალბანეთთან 0:1 წააგო, უკრაინამ ჩეხეთთან 0:1 ჩამორჩენა გამოასწორა, 1:1 ითამაშა და მეტოქეს ცხრილში „შორს გაქცევის’’ საშუალება არ მისცა. 4 ტურის შემდეგ ჩეხებს 7 ქულა აქვთ, ქართველებს და ალბანელებს – 6, ხოლო უკრაინელებს – 4. წინა ტურში ორივე გუნდმა მოიგო, უკრაინამ საქართველოსთან, ხოლო ჩეხეთმა ალბანეთთან. ამ...

საქართველომ ოქტომბერში ყველაფერი წააგო
ჩანაწერი

საქართველომ ოქტომბერში ყველაფერი წააგო

ერთა ლიგის „ბ” დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთს დაუხვდა. სატურნირო ცხრილიდან გამოდინარე, ვილი სანიოლის გუნდს მოგება სჭირდებოდა. თუმცა, სამი ქულა მეტოქეს გავატანეთ… ფრანგმა სპეციალისტმა ხუთმცველიან ტაქტიკას „უღალატა” და მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. თავიდან მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და ათიოდ წუთში სამი მომენტი შევქმენით: ბუდუ ზივზივაძემ ვარდნაში ბურთი კარს გადააცილა; ზურიკო დავითაშვილს მეკარემ აუღო;...

გამარჯვებულები !!!
ჩანაწერი

გამარჯვებულები !!!

„სარბიელი“ წარმოგიდგენთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას – ტრადიციულად 1993 წლიდან და გახსენებთ, რომ სწორედ „სარბიელის“ ვერსია ითვლება ყველაზე ღირებულ გამოკითხვად, რომლითაც ქართველი ფეხბურთლების გამორჩევა ხდება. ვთქვით, 1993 წლიდან-თქო და ამ 31 წელიწადში გვქონდა „ჩავარდნებიც“. მაგალითად, 2019-2020 წლების სეზონი კოვიდ-პანდემიამ შეიწირა – ფაქტობრივად ჩავარდნილ სეზონს, ცხადია, გამოკითხვის ჩავარდნაც მოჰყვა. წლეულს კი, კვლავ დავასახელებთ სეზონის საუკეთესოს და...

დე ლაურენტისის ახალი ან ძველი შეთავაზება
ჩანაწერი

დე ლაურენტისის ახალი ან ძველი შეთავაზება

„გაძეტა დელო სპორტის’’ გუშინდელი ინფორმაციით „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი გაუზარდოს. გაზეთი შეგვახსენებს, რომ ჯერჯერობით კვარაცხელიას გასამრჯელო წელიწადში 1.8 მილიონი ევროა, დე ლაურენტისი კი მას რომელუ ლუკაკუს ტოლ შემოსავალს ჰპირდება. სტატიაში არ წერია რამდენია ლუკაკუს ხელფასი, მაგრამ კვარაცხელიას შემთხვევაში ეს უნდა იყოს წელიწადში 5 მილიონ ევროს პლუს მნიშვნელოვანი ბონუსები....

სილვინიო: ხელს მხოლოდ გამარჯვება გვაძლევს
ჩანაწერი

სილვინიო: ხელს მხოლოდ გამარჯვება გვაძლევს

ალბანური გამოცემა Panorama საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრის წინ სრულად აქვეყნებს „შკიპერიის’’ ანუ არწივეთის ნაკრების მწვრთნელის სილვინიოს პრეს-კონფერენციას. გთავაზობთ ამონარიდებს ბრაზილიელის ნალაპარაკევიდან. …ქოჩორაშვილი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტაქტიკურად გამართული, ძლიერი გუნდი ჰყავს, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელია. ისინი ხარისხიან კონტრშეტევებს ახორციელებენ. სულ კარისკენ მიიწევენ. რასაკვირველია ქოჩორაშვილი მათთვის...

კვარა და ნაპოლი – იტალიური პორტალის ოპტიმიზმი
ჩანაწერი

კვარა და ნაპოლი – იტალიური პორტალის ოპტიმიზმი

პორტალი spazionapoli ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის’’ შორის მიმდინარე გაჭიანურებულ საკონტრაქტო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და ოპტიმისტურად განაცხადა, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა. თავიდან პორტალი ქართველ შემტევს აქებს და წერს, რომ ის „აძურის’’ სიმბოლო გახდა. მას გამორჩეული ნიჭი და ყველა შეხვედრაში გადამწყვეტი როლის შესრულების უნარი აქვს. იტალიაში ფეხაკრეფით ჩასული ბიჭი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აღმოჩნდა და „პარტენოპეელთა’’ საკვანძო ფიგურად...

ძოლა: ილდიზი და კვარა მომწონს, მაგრამ ისინი უცხოელები არიან
ჩანაწერი

ძოლა: ილდიზი და კვარა მომწონს, მაგრამ ისინი უცხოელები არიან

ტრენტოში გამართულ „ფესტივალ დელო სპორტში’’ სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ცნობილი ჯანფრანკო ძოლაც მონაწილეობდა. ძოლა 1989-93 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა და დიეგო მარადონასთან ერთად სკუდეტო მოიპოვა. ფესტივალზე მან თავისი კარიერის ზოგიერთი ნაბიჯი გაიხსენა და რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო: …მე და მარადონა განსხვავებული ადამიანები ვიყავით. სხვათა შორის, პირად ცხოვრებაში ის გაცილებით მშვიდი და მოკრძალებული იყო, ვიდრე საჯაროდ. პირველად...