„შავმა ლომმა“ ავჭალაში „რაგბი ევროპის“ სუპერთასის დასკვნით მატჩში პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ უმასპინძლა და 6 უპასუხო ლელოთი გაისტუმრა – 36:0! ამ გამარჯვებით „შავმა ლომმა“ ტიტული დაიცვა. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზისთვის ეს ზედიზედ მეოთხედ მოპოვებული სუპერთასია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე იოლად მოგებული ტურნირი „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში. სუპერთასის მონაწილეთა შემადგენლობა თანდათან სუსტდება და მას...
სამგურალს იტალიელი დამოძღვრავს
წყალტუბოს „სამგურალის“ მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი რუდოლფო ვანოლი დანიშნა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა. ვანოლის საფეხბურთო კარიერა „უდინეზესა“ და „ლეჩეში“ აქვს გატარებული – სერია A-ში 200-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია. იტალიელმა მწვრთნელობა 2001 წლიდან შვეიცარიულ „მენდრისიოში“ დაიწყო, შემდეგ კი „ლუგანოს“ ხელმძღვანელობდა. შვეიცარიაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ ვანოლი სამშობლოში დაბრუნდა...
პოლიტანოს მანქანა იპოვეს
როგორც ადრე მოგახსენეთ, სანაკრებო პაუზის დღეებში ნეაპოლური მედია ძირითადად მატეო პოლიტანოს მანქანის მოპარვის ამბით იყო დაკავებული. ბოლო ინფორმაცია კი ასეთია: სამართალდამცავებმა ავტომობილი ღამის განმავლობაში იპოვეს. „სმარტი” პოჯორეალე-პონტიჩელის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ის კასორიას რაიონში ნაციონალე დელე პულიეს ქუჩაზე, ერთ-ერთი მოლის ავტოსადგომზე იდგა. მანქანაში ხელუხლებლად იდო ფეხბურთელის ნივთები, საკრედიტო და სხვა ფინანსური ბარათები, ნაღდი ფულიც კი....
უკრაინის პირველი გამარჯვება
ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინამ საქართველოს 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილმა ნახევარდაცვაში ბურთი დაკარგა, მისმა დამზღვევებმა „ჩელსის’’ უკრაინელი თავდამსხმელისთვის გზის გადაკეტვა ვერ შეძლეს და საჯარიმოს მისადგომებიდან ვილი სანიოლის გუნდის კარში შეხვედრის ბედის გადამწყვეტი გოლი გავიდა. უკრაინულმა პორტალმა football24 ქვეთავებად დაყოფილი ვრცელი, საინტერესო...
კვარა, მამარდა, ჟორჟი…
რამდენიმე დღეც და თბილისის „შერატონ მეტეხი პალასში“ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები გამოცხადდება. ჩვენი ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოეწყო, ანუ რჩეულები დავასახელეთ 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. ვთქვათ ისიც, რომ საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა 10-წლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წელს კომპანია „ლიდერბეთის” ხელშეწყობით აღდგა. შარშანწინ...
ნეაპოლის კრიმინალური სახე
ძნელი სათქმელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობა ნეაპოლელთათვის მნიშვნელოვანი არ არის თუ მიზეზი სხვაა, მაგრამ ფაქტია, რომ კამპანიის რეგიონის მას მედიის საშუალებებმა „ნაპოლის’’ ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებაზე გაცილებით უკეთ მატეო პოლიტანოს მანქანის მოპარვა გააშუქეს. მარჯვენა გარემარბი ქალაქის პრესტიჟულ უბან პოზილიპოში ლეონარდო სპინაცოლასთან ერთად ვახშმობდა და როდესაც ნავახშმევს ავტოსადგომზე გამოვიდა, მანქანა აღარ დახვდა. პოლიტანომ ქურდობის შესახებ...
ვილის ქულები უნდა…
უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა. „წარუმატებელი სერია მუდმივად არ გაგრძელდება. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, სადაც ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართელოს ნაკრები უკრაინასთან სათამაშოდ მზად არის. კმაყოფილი ვარ...
კვარა – სექტემბრის MVP
სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. საქართელოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერს ჯილდო 26 ოქტომბერს, „ლეჩესთან“ მატჩამდე „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გადაეცემა. გულშემატკივრების გამოკითხვაში კვარამ ბრემერს („იუვენტუსი“), კასტროს („ბოლონია“), კუტრონეს („კომო„), დიმარკოსა („ინტერი“) და პულიშიჩს („მილანი“) აჯობა. კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით პაულო დიბალას დაეწია, ვისაც ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ აქვს...
მარცხი 10 წუთში
ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში „ქუთაისი“ სლოვაკურ „პრიევიძას“ ესტუმრა და 69:77 დამარცხდა. არადა, ჩვენებმა სამი მეოთხედი მოიგეს, მხოლოდ ერთი დათმეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. კოტე ტუღუშის შეგირდები პირველი ტაიმის მსვლელობისას ცხრა ქულითაც იგებდნენ, მაგრამ შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ. აი, შესვენების შემდეგ კი „ქუთაისმა“ ცუდად ითამაშა და მესამე მეოთხედი 12:24 დათმო, რის შემდეგ მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა....
ტარე: კვარა ლაციოში გადასვლასთან ახლოს იყო
„ლაციოს’’ ყოფილი სპორტული დირექტორი (2009-2023), ვეტერანი ალბანელი ფეხბურთელი იგლი ტარე TvPlay-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიას „ლაციოში’’ გადაყვანამდე ცოტა დააკლდა. „კვარაცხელიას კანდიდატურას „ლაციოში’’ განვიხილავდით, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა. რატომ? არ ვიცი. ამას მე ვერ გეტყვით. არადა, სამწუხაროა, რადგან შესაძლებლობა რეალური იყო’’. კიდევ ერთი არშემდგარი ტრანსფერი, რომელმაც ტარეს გული დაწყვიტა ედინსონ კავანის...









