თვე: ოქტომბერი 2024

Home 2024 ოქტომბერი
ძოფი: კონტე ზედგამოჭრილია
ჩანაწერი

ძოფი: კონტე ზედგამოჭრილია

დინო ძოფი იტალიური ფეხბურთის ლეგენდაა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მეკარე. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა „ნაპოლისა’’ და „იუვენტუსში’’ ― „ნაპოლიში’’ ხუთი, ხოლო „იუვენტუსში’’ თერთმეტი წლის განმავლობაში. პროფესიონალიზმისა და ერთგულების გამო ძოფი უყვარდათ და უყვართ ყველგან. 82 წლის ვეტერანმა AreaNapoi-ს ინტერვიუ მისცა. სერია A სანაკრებო პაუზის გამო ისვენებს. მართალია გადაჭრით ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ პირველი...

კვარას დახმარება ლუკაკუზე მეტად სჭირდება
ჩანაწერი

კვარას დახმარება ლუკაკუზე მეტად სჭირდება

ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვიტორიო ძამბარდინომ რადიო „პუნტო ნუოვოს’’ ეთერში „ნაპოლისა’’ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. „კვარა? მე მისი მდგომარეობა მაღელვებს, ― თქვა ძამბარდინომ, ― ის აშკარად გასაჭირშია. ვერ გეტყვით მიზეზი ტექნიკურია თუ მენტალური, მაგრამ პრობლემა მკაფიოა. ხვიჩა კარისკენ სულ ზურგით დგას და საკუთარ თავს ვერ პოულობს. გუნდში თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, ის კი საუკეთესო ფორმისგან...

დინამომ ლიგა ჩემპიონთან დაიწყო
ჩანაწერი

დინამომ ლიგა ჩემპიონთან დაიწყო

თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგა მოქმედ გამარჯვებულ ფერენცვაროშთან“ სტუმრად გამართა და 7:16 დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლი „დინამომ“ გაიტანა და თითქმის მთელი პირველი პერიოდი იგებდა კიდეც. უნგრელები მხოლოდ 13 წამით ადრე დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში გათანაბრება მოვახერხეთ და მეოთხედი 4:4 დასრულდა. ამის შემდეგ თამაშს სრულად უნგრელები აკონტროლებდნენ. მასპინძლებმა შესვენებამდე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 9:5 დაწინაურდნენ....

კონტეს ტაქტიკა და პოლიტანოს როლი
ჩანაწერი

კონტეს ტაქტიკა და პოლიტანოს როლი

დავიდ ნერეში რასაკვირველია ტუზია, რომელსაც ანტონიო კონტე ყოველთვის დროულად ათამაშებს, მაგრამ როდესაც „ნაპოლიზე’’ ვლაპარაკობთ უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც სინიორ ანტონიოს ძალიან უადვილებს იმ ტაქტიკაზე გადასვლას მწვრნელმა პირველად ტურინში „იუვენტუსთან’’ შეხვედრაში რომ შემოგვთავაზა. ეს ადამიანი გახლავთ მატეო პოლიტანო. ის, კიდევ ერთი ცაცია სერიიდან „წინ და უკან მოტრიალე ისრები’’ – სირილ ნგონგე, მარცხნიდან ჯენტლმენი სახელად...

კვარაცხელიას ტერფი გასიებული ჰქონდა
ჩანაწერი

კვარაცხელიას ტერფი გასიებული ჰქონდა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველის ტექნიკური უნარები საშუალოზე მაღალია. მეტოქეები მის შესაჩერებლად ყველა ხერხს იყენებენ, მეტად თუ ნაკლებად ნებადართულს. „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრის შემდეგ გარემარბის ტერფი მიყენებული დარტყმებისგან აშკარად გასიებული იყო. ასე იტალიის ჩემპიონატს ყოველ ტურში ცოტა ფეხბურთელს ექცევიან. თავად კვარასთვის კი ძნელია ნერვების მოთოკვა და ისე მოქცევა თითქოს არაფერი ხდება. „კომოსთან’’...

კერკეტი
ჩანაწერი

კერკეტი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე 8 ტური დარჩა და ცხრილის ორივე პოლუსზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ტორპედომ“ მოულოდნელად აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ წააგო (1:2), „დილამ“ და „იბერიამ“ კი თავისი მატჩები მოიგეს, თანაბარი ქულები მოუგროვდათ და ახლა ორივე მხოლოდ ორი პუნქტით ჩამოჩება „ტორპედოს“. იმერულ დერბიში თავიდან „ტორპედო“ დაწინაურდა თორნიკე ფაცაციას გოლით. მათი მთავარმეგოლე, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი დისკვალიფიცირებული გახლდათ....

აფრასიძის 50-ე, სუთიძის – პირველი
ჩანაწერი

აფრასიძის 50-ე, სუთიძის – პირველი

ტოპ 14-ის მე-5 ტური ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა, ერთი-ორი ღირსშესანიშნავი ამბავი მაინც დაფიქსირდა. ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბორდო“ დარჩა, რომელმაც „ბაიონს“ შინ მოულოდნელად დიდი გაჭირვებით, 30:27 მოუგო. ბორდოელთა ყოფილი თანალიდერი და მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ კი კასტრში მხოლოდ სანუგეშო ბონუსს გამორჩა – 23:28. „ბორდოს“ კი პირველობის სხვა გამზიარებელი გამოუჩნდა. „ლა როშელმა“...

დ’ავერსამ გოგლიჩიძეს კვარაცხელიას დამტვრევა დაავალა
ჩანაწერი

დ’ავერსამ გოგლიჩიძეს კვარაცხელიას დამტვრევა დაავალა

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ლაციოსთან’’ 1:2 წააგო. მატჩის შემდეგ ემპოლელთა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ პრეს-კონფერენციაზე შეხვედრა ასე შეაფასა: „ჩემმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს. მართალია, „ლაციომ’’ მეორე ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მაინც ასე ვიტყოდი: პირველ ტაიმში 1:0 უპირატესობა რომ შეგვენარჩუნებინა, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა. სამწუხაროდ, ზედ შესვენების წინ, მსაჯის მიერ წამატებულ მეოთხე წუთზე გოლის გაშვებამ მასპინძლები გამოაცოცხლა და რომაელმა...

სტანოევიჩი კეჩაგიასმა შეცვალა…
ჩანაწერი

სტანოევიჩი კეჩაგიასმა შეცვალა…

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა სერბმა სპეციალისტმა დეიან სტანოევიჩმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა. სტანოევიჩის ნაცვლად ახალი სეზონიდან „დინამოს“ ბერძენი სპეცილისტი საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს. კეჩაგიასი გამოცდილი სპეციალისტია, ის საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების წვრთნიდა, ასევე მუშაობდა რუმინეთის ეროვნულ გუნდსა და გერმანულ „შპანდაუში“....

აზაროვი ახალგაზრდულში…
ჩანაწერი

აზაროვი ახალგაზრდულში…

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 10 ოქტომბერს გუნდი სტუმრად შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 15-ში კი საკუთრ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ  მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ამ მატჩებში დონეცკის „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი დაეხმარება. შვედეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლუკა გაგნიძე გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს...