პორტალი ilnapolista აქვეყნებს საინტერესო წერილს, რომლის ავტორიც „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ თამაშის ფონზე რომელუ ლუკაკუსა და ხვიჩა კვარაცხელიას საკითხს განიხილავს. ის ჯერ ლუკაკუზე წერს, რომ გულშემატკივარს ხშირად სტერეოტიპული აზროვნება ახასიათებს. ასე მაგალითად, თუ ლაპარაკია ცენტრალურ თავდამსხმელზე, ხალხს მიაჩნია, რომ თამაშში ორ გოლზე ნაკლები უკვე კრიზისს ნიშნავს. ლუკაკუმ „კომოსთან’’ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ერთი პენალტი გაიტანა....
ზურიკოს დღე
„ის დიდებული იყო, ძლიერად ითამაშა. მეტიც შეეძლო, რადგან ბევრი მომენტი შექმნა. მინდა ჩვენი გუნდის ყველა შემტევის დამსახურება აღვნიშნო, თუმცა ზურიკოს რასაკვირველია გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. მისთვის ეს დღე შეიძლება გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს. ჩვენ მას ზაფხულში, ამხანაგურ შეხვედრებში მთელი რიგი თვისებები შევამჩნიეთ. მას აშკარად აქვს ჩინებული უნარები, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ დიდი გზაა’’, ― თქვა „სენტ ეტიენისა’’ და...
კვარაცხელიას ფაბრეგასი ლანძღავდა
„ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრა, რომელიც ნეაპოლელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა მხოლოდ მოედანზე მომხდარი ამბებით კი არა, მოედანს მიღმა ვნებათაღელვითაც გამოირჩეოდა, რამაც გულშემატკივრებსა და კომენტატორებს ლაპარაკის საბაბი მისცა. ცნობილმა ჟურნალისტმა ლუკა ჩერკიონემ სოციალურ მედიაში ერთ კონკრეტულ ეპიზოდს გაუსვა ხაზი. „ფაბრეგასი კვარაცხელიას ლანძღავდა, ყვითელი ბარათი კი რატომღაც კონტემ მიიღო’’, ― დაწერა მან. ჩერკიონე წერს, რომ მსაჯმა ერმანო...
კვარას თამაშში ჩართვა გაუჭირდა
„ნაპოლიმ” „კომო” 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა. მას 22 წლის ბელგიელი იგნას ვარ დერ ბრემპტი ყურადღებით მეურვეობდა. სტუმრები დაცვაში გუნდურადაც მობილიზებულები იყვნენ. ქვემოთ ვნახოთ როგორ შეაფასა ქართველის თამაში მედიამ. calciomercato — 6.0 პირველ ტაიმში მოთამაშე კი არა, მაყურებელი იყო. მეორეში დაიწყო და რამდენჯერმე ცეცხლი დაანთო. მორენომ ის საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა...
კონტე შეიძლება სპალეტის და ანჩელოტის გაუტოლდეს
„ნაპოლის” თავკაცი ანტონიო კონტე სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იმას, თუ ვინ არის თვის საუკეთესო მწვრთნელი სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შექმნილი ჟიური წყვეტს. ჟიური წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმის გარდა ყურადღება ექცევა თამაშის ხარისხს და მოედნის კიდესთან ქცევას. მნიშვნელოვანია, რომ „აძურის” თავკაცის ამ აღიარებას წინ სეზონის რთული სტარტი უძღოდა: პირველ ტურში გუნდი „ვერონასთან” დამარცხდა....
ვირტცი, იამალი, ბელინგემი… გოგლიჩიძე
ანალიტიკურმა ვებგვერმა Sofascore-მა 21-წლამდელ ფეხბურთელთაგან სექტემბრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც „ემპოლის“ ქართველი ლეგიონერი საბა გოგლიჩიძეც მოხვდა. რჩეულთა შორის გოგლიჩიძის გარდა ჯუდ ბელინემი, ფლორაინ ვირტცი, ლამინე იამალი, ხავი სიმონსი და სხვა არაერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოხვდა. სექტემბერში „ემპოლიმ“ სერია A-ში სამი მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ერთი მოიგო და ორი ფრედ ითამაშა („კალიარისთან“ 2:0, ხოლო „იუვენტუსთან“ და „ფიორენტინასთან“ 0:0),...
ოთხი დუბლი
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მესამე წრე დასრულდა. ლიდერმა „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „დილასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, სტუმრად „თელავს“ მოუგო (2:1) და ახლა უკვე 5 ქულით უსწრებს გორელებს, რომლებიც 2:0 უგებდნენ „კოლხეთს,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შინარჩუნეს და ფრეს (2:2) დასჯერდნენ. ეს ქუთაისელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გახლდათ. „იბერიამ“ წყალტუბოურ თრილერში 4:3 დაამარცხა „სამგურალი,“ „დილას“ ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა კვლავ...
ქართული ძიუდოს ახალი თავი
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად ლევან ნოზაძე აირჩიეს. ყრილობა ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა და 57 დელეგატიდან 45 დაესწრო. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, რომელიც ფედერაციას ორი საარჩევნო ვადით ხელმძღვანელობდა და წესდების მიხედვით პრეზიდენტობის უფლება აღარ ჰქონდა, მოკლედ მიმოიხილა მის პრეზიდენტობის პერიოდში შესრულებული სამუშაო. დელეგატებმა ფედერაციის საქმიანობა განვლილ პერიოდში დადებითად შეაფასეს, რის შემდეგ გაიმართა არჩევნები. ლევან...
23 ერთი დებიუტანტით…
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგაზე ორ მატჩს ჩაატარებს – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას დაუპურისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებენ. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთო დებიუტანტია – „სარაევოს“ 23 წლის ფორვარდი, ბოსნიის ჩემპიონატი ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს,...
ხვიჩა სახიფათო მომენტებით ევროპაში მეშვიდეა
პორტალი Cies Football Observatory ფეხბურთთან დაკავშირებულ მონაცემებს ამუშავებს და სხვადასხვანაირ რეიტინგს ანგარიშობს. მან შეისწავლა საგოლე მომენტები, რომელთაც ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელები ქმნიან. საიტმა ამ ფეხბურთელებს დაამატა 60 მოთამაშე სხვადასხვა ლიგიდან, რომელთაც მიმდინარე სეზონში სულ მცირე 360 წუთი აქვთ ნათამაშევი. საგოლე მომანტების შექმნის ინდექსს ანგარიშობენ ისეთი პასების სიხშირის მიხედვით, რომელთაც გოლი ან აშკარა საგოლე მომენტი მოჰყვა....









