
ტრენტოში გამართულ „ფესტივალ დელო სპორტში’’ სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ცნობილი ჯანფრანკო ძოლაც მონაწილეობდა. ძოლა 1989-93 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა და დიეგო მარადონასთან ერთად სკუდეტო მოიპოვა. ფესტივალზე მან თავისი კარიერის ზოგიერთი ნაბიჯი გაიხსენა და რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო:
…მე და მარადონა განსხვავებული ადამიანები ვიყავით. სხვათა შორის, პირად ცხოვრებაში ის გაცილებით მშვიდი და მოკრძალებული იყო, ვიდრე საჯაროდ. პირველად რომ მნახა, თქვა: როგორც იქნა გუნდში ჩემზე დაბალი მოიყვანეს. არადა, ის ჩემზე მაღალი მხოლოდ ვარცხნილობის გამო იყო…
…დღევანდელ იტალიაში 10 საუკეთესო ვინ არის? ძალიან მომწონს ქენან ილდიზი და კვარა, მაგრამ ისინი უცხოელები არიან. იტალიელებიდან კარგად თამაშობს ნიკოლო პისილი. მომწონს ნიკოლო ფაჯოლიც…
…ჩემი ყოფილი გუნდებიდან „ნაპოლის’’ საქმე კარგად მიდის, მაგრამ ამას დიდად არ გავუკვირვებივარ. „კალიარიმ’’ მთლად კარგად ვერ დაიწყო, თუმცა ბოლო ორმა ტურმა იმედი ჩამისახა. მეორე მხრივ, ხარისხის თვალსაზრისით „ლეჩესთან’’ მატჩის გარდა სხვა შეხვედრები გუნდმა კარგად ჩაატარა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კარგის ნიშანია…
…„პარმაში’’ რამდენიმე კარგი სეზონი ჩავატარე. როდესაც გუნდი დავტოვე კლუბის მეპატრონე კალისტრო ტანცის წინაშე ვიტირე, შემდეგ კი ლონდონში გადავედი და „ჩელსის’’ ფეხბურთელი გავხდი. თავიდან საქმე კარგად არ მიდიოდა, მაგრამ შემდეგ დიდებული საფეხბურთო სამყარო აღმოვაჩინე. ფეხბურთელები თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდით, გულშემატკივარს კი სურდა, რომ ჩვენ ყოველ შეხვედრაში გული ჩაგვედო. შემოთავაზებები? მნიშვნელოვანი წინადადებები ნამდვილად მქონდა, მაგრამ ყოველთვის გულისთქმას მივსდევდი…
…ფეხბურთელი იმიტომ გავხდი, რომ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს და იტალიის ნაკრების ტრიუმფს ვუყურე. მინდოდა იმ ფეხბურთელების ნაკვალევს გავყოლოდი. სწორედ ამიტომ განვიცადე ასე ძალიან ევრო 96-ზე პენალტის გაფუჭება. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჩემში, შიგნით სინათლე გამორთეს. ერთხანს რაექციაც არ მქონდა…
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
