ნეაპოლური მედია წერს, რომ „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრაში „სტადიო მარადონაზე’’ საოცარი ატმოსფერო სუფევდა. მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მაგრამ აჯერად გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულზე არ არის ლაპარაკი. კარგი ამბები ჯერ კიდევ თამაშამდე, სტადიონის მიმდებარედ დაიწყო: ნეაპოლელმა ტიფოზებმა სტუმარი გუნდის ქომაგები თბილად მიიღეს. ამის კარგი დასტური კომოელთა კომენტარებია.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ „კომოს’’ ტიფოზები საპასუხო ჟესტს ამზადებენ. მეორე წრეში, როდესაც „ნაპოლი’’ მათ ქალაქში სათამაშოდ ჩავა, „პარტენოპეელ’’ გულშემატკივრებს სკამებზე ლუდი დახვდებათ.
„კომო 1907’’ 2025 წლის თებერვალში „სტადიო ჯუზეპე სინიგალიაზე’’ თამაშის საყურებლად მისულ ყველა ნეაპოლელ გულშემატკივარს ლუდს დაახვედრებს”, ― დაწერა კლუბმა თავის ოფიციალურ პლატფორმებზე.
თუმცა იტალია იტალიაა და კეთილი ჟესტი ყველამ კარგად არ მიიღო. ასე მაგალითად „კომოს’’ ისტორიული მოქიშპის „ვარეზეს’’ ტიფოზებმა დამცინავი ბანერი გამოფინეს. მასზე ეწერა: „კომო, ნაპოლი და პოლიცია. თებერვალში მეგობრები ლუდს დალევენ’’.
არადა, საინტერესო ის არის, რომ 1910 წელს დაარსებული კლუბი „ვარზე’’ 2019 წლის შემდეგ აღარ არსებობს. აი, „კომოს’’ ზიზღი კი არსად წასულა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
