თვე: ოქტომბერი 2024

Home 2024 ოქტომბერი
დროა კვარამ მილანთანაც გაიბრწყინოს
ჩანაწერი

დროა კვარამ მილანთანაც გაიბრწყინოს

„მილანისა’’ და „ნაპოლის’’ დიდი დაპირისპირების წინ calciomercato ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს. პორტალი წერს, რომ დღეიდან ანტონიო კონტეს გუნდს ნამდვილი გამოცდა ეწყება. უახლოეს მომავალში ნეაპოლელებს მიჯრით ელით დაპირისპირება ლიდერ გუნდებთან და კვარაცხელიამ, როგორც ვარსკვლავმა, სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს თავი. სკუდეტოს სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი „აძურის’’ დღევანდელ ხელმძღვანელობას ძალიან სჭირდება. Calciomercato წერს, რომ ქაღალდზე კვარაცხელია მიმდინარე...

შენ შავი ხარ და ამიტომ ორჯერ ძლიერი უნდა იყოო
ჩანაწერი

შენ შავი ხარ და ამიტომ ორჯერ ძლიერი უნდა იყოო

მთელი ბრაზილია დარწმუნებული იყო, რომ „ოქროს ბურთს” ვინისიუს ჟუნიორი მოიგებდა. ამაში „რეალის’’ გულშემატკივრებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი. დაჯილდოების მოლოდინში თავად ფეხბურთელმა პარიზში ოცკაციანი წვეულება შეუკვეთა, მაგრამ, როგორც ესპანური პორტალი superdeporte წერს, სანამ დათვს არ მოინადირებ, მის ტყავს ვერ გაყიდი. პარიზის გალა ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ხმა, რომ ვინისიუსი და „რეალის’’ სხვა ფეხბურთელები საფრანგეთს არ მიემგზავრებოდნენ....

როდრი, ბონმატი და სხვები
ჩანაწერი

როდრი, ბონმატი და სხვები

პარიზში, შატლის თეატრში, France Football-ის ორგანიზებით, 2023-2024 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და პრემიერლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, როდრი გახდა. ესპანელმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს – დანი კარვახალს, ჯუდ ბელინგემსა და ვინისიუსს აჯობა; საუკეთესო ფეხბურთელ ქალად კი, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“...

ქართველების სუპერტური
ჩანაწერი

ქართველების სუპერტური

ფრანგული სარაგბო პირველობის მე-8 ტური მეტად ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, წარმატებული ტური პრო დ2-ში მოთამაშე ქართველებისთვის იყო, კიდევ მეტად რომ დავკონკრეტდეთ, მთავარი ამბები ხსენებული ლიგის ორ კონკრეტულ მატჩში მოხდა – ჯამში 6 ლელო, 4 ჯარიმა და 3 გარდასახვა! 48 ქართული ქულა ორ მატჩში მართლაც ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას! შედეგად კი,...

ზურიკო და ჟორჟი
ჩანაწერი

ზურიკო და ჟორჟი

ანალიტიკურმა ვებგვერდებმა sofascore-მა და whoscored-მასაფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორივე ქართველი შეიყვეს – ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა „ანჟერთან“ გასვლით მატჩში – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ ამ შანსებით ვერ ისარგებლა და 2:4 წააგო. დავითაშვილის თამაში sofascore-მა და...

შემდეგი 20 დღე ნაპოლისთვის გადამწყვეტია
ჩანაწერი

შემდეგი 20 დღე ნაპოლისთვის გადამწყვეტია

„ნაპოლი’’ სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა. მისი პოზიცია „ინტერისა’’ და „იუვენტუსის’’ ფრემ (4:4) კიდევ უფრო გაამყარა. კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს მიერ ლეჩელთა კარში გატანილი გოლის წყალობით „აძურის’’ 22 ქულა აქვს. გულშემატკივარი ანტონიო კონტეს მუშაობით კმაყოფილია. არადა გეხსომებათ, „ნაპოლიმ’’ სეზონი ვერონაში ფეხის დაცდენით დაიწყო. ეს იყო წაგება, რომელმაც კონტეს ფეხბურთელებს გონებაში რაღაც გადაუტრიალა და მას მერე...

მამარდაშვილი, როგორც მესი
ჩანაწერი

მამარდაშვილი, როგორც მესი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად „ხეტაფესთან” 1:1 ითამაშა. შეხვედრის ბოლოს გიორგიმ ზედიზედ ორი დარტყმული მოიგერია. რაც შეეხება მის კარში გატანილ გოლს, ის პენალტი გახლდათ. ქვემოთ გთავაზობთ წერილს ერთ-ერთი ვალენსიური გამოცემიდან: „მამარდაშვილი დარტყმას დარტყმაზე ისე იგერიებს, რომ უნებურად საუკეთესო ფორმაში მყოფი მესი გაგახსენდებათ, რომელსაც გოლი გოლზე გაჰქონდა. რასაკვირველია, არგენტინელსაც ჰქონდა ცუდი დღეები, როდესაც ბურთს ბადეში ვერ აგდებდა....

… არის პირველი გოლი
ჩანაწერი

… არის პირველი გოლი

ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ჟორჟმა პენალტით შეაგდო, თუმც აღსანიშნია, რომ ის პენალტიც თავად მოიპოვა. „ოსერთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენიანმა თიტქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და მცველს პენალტიც დასტყუა… მიქაუტაძის დარტყმის შემდეგ „ლიონი“ 1:0 დაწინაურდა… „ოსერმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მალევე მიქაუტაძემ მეორე...

ხუთი და ნული
ჩანაწერი

ხუთი და ნული

როგორც ჩანს, ქართველი კალათბურთელები NBA-ს წლევანდელ სეზონშიც სხვათა ჯანმრთელობაზე უნდა იყვნენ დამოკიდებულნი. ჩვენებურებს სათამაშო დრო ან ლიმიტირებული აქვთ, ან საერთოდ არ ეძლევათ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „მემფის გრიზლისს“ დაუპირსპირდა და რეგულარულ სეზონში პირველად დამარცხდა – 111:124. სათადარიგო სკამზე იყო საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე. ჯამალ მოსლიმ მას სათამაშოდ მხოლოდ 5 წუთი მისცა, რა დროშიც...

შეფასებები: კვარას ოცი წუთი
ჩანაწერი

შეფასებები: კვარას ოცი წუთი

„ნაპოლიმ’’ აუტსაიდერ „ლეჩეს’’ უმასპინძლა და ბრძოლით მოუგო 1:0. ნეაპოლელები 9 ტურის შემდეგ პირველ ადგილს ინარჩუნებენ. ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტემ მოედანზე შეხვედრის 72-ე წუთზე შეიყვანა. სავარაუდოდ მწვრთნელმა მარცხენაფლანგელი ქართველი და მარჯვენაფლანგელი მატეო პოლიტანო სამშაბათს „მილანთან’’ შეხვედრისთვის დაასვენა. ქვემოთ გთავაზობთ ნეაპოლურ და არა მარტო ნეაპოლურ მედიაში გამოქვეყნებულ შეფასებებს, რომლებიც ტრადიციულად არაერთგვაროვანია. calciomercato — 6.0 შევიდა თუ არა კვარაცხელია მოედანზე,...