საქართველოს ნაკრებმა „ეარ ალბანიაზე” გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთს 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ეროვნული გუნდისა და იტალიური „ლეჩეს” გერმანიაში დაბადებულმა ნახევარმცველმა ილბერ რამადანიმ ადგილობრივ SuperSport-თან ინტერვიუში თქვა:
„რთული მატჩი გამოვიდა. მეტოქე 5 ფეხბურთელით იცავდა თავს, რომელთა წინ კი კიდეც 3 ნახევარმცველი იდგა. ამან ჩვენ სირთულეები შეგვიქმნა. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც ასეთი ვართ. დღეს სამწუხაროდ ჩვენი დღე არ იყო. ისე კი ერთი დონის გუნდები ვართ.
მეტოქე თამაშისთვის ძალიან კარგად მოემზადა. ის კონტრშეტევებზე ძლიერია. საქართველოს ნაკრებმა გოლი გაგვიტანა. მათი დაცვის გარღვევა ძალიან ძნელი იყო.
ჩვენ შევუტიეთ. მე კვარასთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი. მისი ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო, რადგან რაკი მას ვაქცევდით ყურადღებას, სხვებს ეხსნებოდათ ხელ-ფეხი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
