საქართველოს ნაკრებისა და დანიური „კოპენჰაგენის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ 31 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, დიდი ხანი ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი – თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. რთულია, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ მთავარი ჯანმრთელობაა.
ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრება. ფანტასტიკური დრო გავატარე „კოპენჰაგენში“. შევიძინე მეგობრები, მივიღე დიდი გამოცდილება, ჩამომიყალიბდა ძლიერი კავშირი კლუბთან, ქალაქთან და, განსაკუთრებით, გულშემატკივრებთან.
მინდა, მადლობა გადავუხადო „კოპენჰაგენს“ ჩემს კარიერაში საუკეთესო წლებისთვის. ტრავმების მიუხედავად, ჩემი აქ ყოფნა დასამახსოვრებელი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის – ეს ქალაქი ჩვენთვის მეორე სახლი გახდა“, – თქვა ხოჭლავამ კლუბის ვებგვერდთან საუბრისას.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
