გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” შინ 1:3 წააგო. მასპინძელთა დაცვა მთელი შეხვედრის განმავლობაში უხეშად ცდებოდა. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში იხსნა კარი. ზოგადად „ვალენსიელებს” ეტყობოდათ, რომ მას მერე, რაც ევროთასებზე გასვლის შანსი დაკარგეს, ნირი წაუხდათ. ეს ეტყობოდა გულშემატკივარსაც — კარსუკანა ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან ცარიელი იყო. მათ სტადიონის გარეთ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, როდესაც სტადიონიდან ის გულშემატკივრები გამოვიდნენ, რომლებმაც თამაშზე დასწრება და ფეხბურთელების გამხნევება გადაწყვიტეს, ულტრასებმა მათ ჩხუბი გაუმართეს, ტრიბუნაზე რატომ იყავითო. გაიმართა ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
AS: მამარდაშვილმა სამი გოლი გაუშვა, მაგრამ იმ ეპიზოდებში როდესაც მის კარში გოლები გავიდა, ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. კარგად ითამაშა ფეხით ივან მარტინის წინააღმდეგ. გუნდი იხსნა სავინიოს დარტყმისგან. ეფექტურად მოიგერია ალექს გარსიას დარტყმული. ზოგადადაც კარგად თამაშობდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
