თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის თასზე გადაინაცვლა და იქაც დამარცხდა. „დინამომ“ მეოთხედფინალში ხორვატულ „პრიმორიეს“ უმასპინძლა და 15:20 დათმო. არადა, „დინამოს“ სტუმრად 7:8 ჰქონდა წაგებული და იმედი გვქონდა, რომ ამ მინიმალურ ჩამორჩენას თბილისში აღმოფხვრიდა. ასე არ მოხდა. იყო მომენტი, როდესაც 3:2 დავწინაურდით, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა.
„დინამომ“ პირველი მეოთხედი 4:6 წააგო და მას შემდეგ მუდმივად მდევრის როლში იყო და მეტოქესთან მიახლოებას ვერ ახერხებდა. მეტიც – ხორვატები ანგარიშს ეტაპობრივად ზრდიდნენ და ლოგიკურ გამარჯვებამდეც მივიდნენ. „დინამომ“ ზედიზედ მე-12 მატჩი წააგო…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
