„ნაპოლის” მწვრთნელი გახდა ფრანჩესკო კალცონა — „პარტენოპეელთა” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა ერთ სეზონში უკვე მესამე სპეციალისტი ჩაუყენა გუნდს სათავეში. დღეს მისი ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონი „ბარსელონას” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა. თუმცა, ტოტალიზატორებს ეტყობა არ სწამთ, რომ კალცონა ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს და უკვე იღებენ ნიძლავებს, თუ ვინ გახდება „ნაპოლის” თავკაცი ზაფხულში.
როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, Betterისა და Goldbet-ის ბუქმეიქერთა ფავორიტი კოეფიციენტით 2,50 არის ჟოზე მოურინიუ. მეორეზეა ანტონიო კონტე, რომლის კოეფიციენტიც არის 4. შემდეგ მოდიან ტიაგო მოტა და ალბერტო ჯილარდინო — 6, ვინჩენცო იტალიანი — 8, ფაბიო კანავარო — 15 და მაურიციო სარი — 20.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
