AS-მა კარგი ფორმულირება მოძებნა, „ვალენსიამ” და „სევილიამ” „მესტალიაზე” ტაქტიკური ფეხბურთი ითამაშეს, ეს ბურთაობაზე მეტად მწვრთნელების დუელი იყოო. გამოცემის აზრით ამის კარგი დასტური გახლდათ ის, რომ შეხვედრაში, რომელსაც ეწოდებოდა „ვალენსია” „სევილიას” წინააღმდეგ, მსაჯმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო ყვითელი ბარათი. ორივე მხარე შეტევაზე მეტ ყურადღებას დაცვას აქცევდა და ის სახიფათო მომენტები, რომლებიც ამ საღამოს შეიქმნა, უფრო კონტექსტიდან მოგლეჯილი ეპიზოდები იყოო, წერს AS.
ფრე რომ ხელს აძლევდა „სევილიამ” იმთავითვე იგრძნო და მეორე ტაიმში უკან, თავისი საჯარიმოსკენ დაიხია. გიორგი მამარდაშვილის კარში სტუმრებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, ისიც საფინალო სასტვენამდე სულ ცოტა ხნით ადრე, „ვალენსიამ” კი კონტექსტიდან მოწყვეტით თუ ლოგიკურად შექმნილი სახიფათო მომენტებიდან ერთიც ვერ შეაგდო და დარჩა ტაბლოზე 0:0. პირველ ტაიმში დიმიტრი ფულკიეს წაქცევისთვის ალბათ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯმა და VAR-მა სხვანაირად განსაჯეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
