წელი: 2023

Home 2023
ნაპოლის შეხვედრა გულშემატკივრებთან
ჩანაწერი

ნაპოლის შეხვედრა გულშემატკივრებთან

„ნაპოლი” მესამე დღეა რაც დიმაროში ვარჯიშობს. თავიდან ჩასულებს ჯოვანი სიმეონე და მეკარე პიერლუიჯი გოლინი შეემატნენ, გუშინ საღამოს კი მწვრთნელი რუდი გარსია, მცველი ჟუან ჟესუსი და გოლინი გულშემატკივრებს შეხვდნენ. გთავაზობთ მათ პასუხებს კითხვების გარეშე და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს „კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა. რუდი გარსია: „როდესაც ახალ საქმეს იწყებ, ყოველთვის გამარჯვებას აპირებ. ჩემი მიზანიც ეს არის…...

კვირკველია, რონალდუ, ბენზემა…
ჩანაწერი

კვირკველია, რონალდუ, ბენზემა…

საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ალ-ოხდუდმა“ საბა კვირკველია ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 31 წლის კვირკველია ბოლოს ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელი გახლდათ, საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 49 მატჩი აქვს ჩატარებული. „ალ ოხდუდმა“ საუდის არაბეთში დასრულებულ...

ონანას სერია დასრულდა, წინ სხვა ეპიზოდებია
ჩანაწერი

ონანას სერია დასრულდა, წინ სხვა ეპიზოდებია

კამერუნელ ანდრე ონანასთან დაკავშირებული „სერიალი” დასრულდა: როგორც იქნა 27 წლის მეკარე „ინტერიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. ონანა თავის ძველ მენტორთან, „აიაქსის” დროინდელ მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან დაბრუნდა. „გაძეტა დელო სპორტის” თქმით, იტალიური და ინგლისური კლუბები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ შეთანხმებისკენ და ბოლოს საერთო ენა გამონახეს. მანჩესტერელებს გოლკიპერი 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ოღონდ ეს ფული ერთბაშად არ ექნებათ გადასახდელი....

აძურინი ევროპის ჩემპიონია
ჩანაწერი

აძურინი ევროპის ჩემპიონია

იტალიის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ყმაწვილთა „სკუადრა აძურამ” ფინალში 1:0 მოუგო პორტუგალიას, რაც დიდ ტრიუმფთან ერთად შურისძიებაც გამოვიდა — ამავე შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელებმა 45 წუთის განმავლობაში კაცნაკლულ იტალიელებს 5:1 მოუგეს. პორტუგალიელი და იტალიელი ჭაბუკების დაპირისპირების ისტორია უფრო ძველ ამბებსაც მოიცავს. სულ ბოლოს, 2018 წლის ევროპის პირველობის ფინალში, პორტუგალიამ „აძურინის” 4:3 მოუგო. ეს შეხვედრა ასაკობრივი...

ვლაჰოვიჩს სამი თითის მოჭრით ემუქრებიან
ჩანაწერი

ვლაჰოვიჩს სამი თითის მოჭრით ემუქრებიან

სერბი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსიდან” „პარი სენ ჟერმენში” გადასვლასთან არის ახლოს. პარიზელები მისი დახმარებით შეტევის გაძლიერებას აპირებენ, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქში „პარტიზანისა” და „ფიორენტინას” ყოფილ ფეხბურთელს ყველა სიხარულით არ ეგებება. პსჟ-ს გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც გაშლილი აქვთ პლაკატი მუქარის ტექსტით. „თუ პარიზში ჩამოხვალ, სამ თითს მოგაჭრით”, — წერია ბანერზე. ტექსტი პოლიტიკური შინაარსისაა. 23 წლის ვლაჰოვიჩი...

ახალი მეფე
ჩანაწერი

ახალი მეფე

„უიმბლდონს“ ახალი მეფე ჰყავს – კარლოს ალკარასი. 20 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა სატიტულო მატჩში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 5 სეტში – 1:6; 7:6; 6:1; 3:6; 6:4 სძლია და ბალახის საფარზე პირველად მოიგო „დიდი მუზარადის“ ტურნირი. ალკარასი „დიდი მუზარადის“ ტურნირების ფინალში სულ ორჯერ არის ნამყოფი და ორივეჯერ მოიგო. ესპანელმა შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა. ლონდონში, პირველ სეტი ჯოკოვიჩის...

კვარას სეზონი… სეზონის კვარა…
ჩანაწერი

კვარას სეზონი… სეზონის კვარა…

წინა წლებისგან განსხვავებით წლეულს სიახლე არის: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან  და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად  ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით დავაჯილდოვებთ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს. წლეულს, ისევე როგორც ბოლო ხანს, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც დიდი მადლობაც ალალი იყოს. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. საუკეთესო ფეხბურთელის...

რუდი გარსია: მე გუნდი მაინტერესებს და არა ინდივიდუმები
ჩანაწერი

რუდი გარსია: მე გუნდი მაინტერესებს და არა ინდივიდუმები

მას მერე, რაც „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დი ლაურენტისმა მწვრთნელად რუდი გარსია დანიშნა, ერთი თვე გავიდა. და აი, დიმაროში გუნდთან ერთად სეზონისწინა შეკრებაზე ჩასულმა ფრანგმა პრეს კონფერენცია მოაწყო. დიმაროს შესახებ: დიმაროში ყველაფერი შესანიშნავია. საფრანგეთში ასეთი „ნაპოლის სოფლის” მსგავსი ადგილები არ არსებობს. აქ უამრავი ბავშვი ვნახე, რომლებიც მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები და ლურჯები ეცვათ. ვარჯიშს იმდენი ადამიანი...

რა ხდება ოცდაათი წლის შემდეგ?
ჩანაწერი

რა ხდება ოცდაათი წლის შემდეგ?

„ნაპოლი” იტალიაში იმდენად პოპულარულია, რომ მედია ყველაფერს აქცევს ყურადღებას, მათ შორის ვინ ვის რა უთხრა, როგორ გაეხუმრა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გახდა საჯარო ნეაპოლელთა კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის შეხუმრება. საქმე ის გახლავთ, რომ დილის ვარჯიშზე ჟესუსი გრძელსახელოებიანი მაისურით გავიდა, არადა ცხელოდა. სხვას ყველას მოკლესახელოებიანი ეცვა. „თოვს?” — იკითხა დი...

ვონდროუშოვამ მუზარადი დაიხურა
ჩანაწერი

ვონდროუშოვამ მუზარადი დაიხურა

24 წლის ჩეხი ჩოგბურთელი მარკეტა ვონდროუშოვა „უიმბლდონის“ ჩემპიონია. „დიდი მუზარადი“ მან თავზე პირველად „დაიხურა“. ვონდროუშოვამ ფინალში ტუნისელი ონს ჟაბერი ორ სეტში დაჯაბნა – 6:4; 6:4. არადა, მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, ჩეხის გამარჯვება ეჭვქვეშ იდგა – ფავორიტად მიჩნეულმა ტუნისელმა ჩაწოდება მალევე წაართვა, მაგრამ ვონდროუშოვამ იქვე დაიბრუნა. მერე ჟაბერმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და წინ გავიდა – 4:2....