„მანჩესტერ იუნაიტედიის“ ყოფილმა შემტევმა, უეინ რუნიმ აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მიზეზი უცებ გაჩენილი პოპულარობა იყო.
„შემეძლო ვინმესთან მელაპარაკა, მაგრამ სხვა გზა ავირჩიე. 20 წლის ვიყავი, როცა მეგონა, რომ თავისუფლება ჩემთვის ალკოჰოლს მოჰქონდა. („მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას). ვსვამდი იქამდე, სანამ გონებას არ დავკარგავდი.
არ მინდოდა ადამიანებთან ყოფნა, რადგან ხანდახან თავს უხერხულად ვგრძნობდი პოპულარობის გამო. ცუდად ვიქცეოდი, მაწუხებდა და არ ვიცოდი სხვაგვარად როგორ გავმკლავებოდი მას.
როცა სხვებისგან დახმარებას და რჩევას არ იღებ, შეიძლება ცუდ ადგილას აღმოჩნდე და ამას რამდენიმე წელი ვიტანდი. საბედნიეროდ, ახლა არ მეშინია ხალხთან პრობლემების შესახებ საუბრის,“ – თქვა „ბირმინგემის“ მწვრთნელმა The Total Sport-ის პოდკასტზე.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
