დღე: ოქტომბერი 11, 2023

Home 2023 ოქტომბერი 11 (ოთხშაბათი)
სტარტი წაგებით…
ჩანაწერი

სტარტი წაგებით…

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირი წაგებით დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა ქუთაისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში ავსტრიელებმა გახსნეს, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ავსტრიელთა ფორვარდმა ადეჯენუგურემ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიის ნაკრებმა ლიეტუვა 4:1 დაამარცხა. საქართველო ნაკრები მომდევნო...

შანსი და გამოწვევა
ჩანაწერი

შანსი და გამოწვევა

12 ოქტომბერს, „ბათუმი არენაზე“, საქართველოს ახალგზრდული ნაკრენი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს ნიდერლანდების წინააღმდეგ. მატჩამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიას შეხვდა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. „გუნდში კარგი, პოზიტიური განწყობაა და ვეცდებით, რომ ნიდერლანდებთან ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ. ეს თამაშები შანსია იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რეალურად ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში – ეს მათთვის და ასევე...

ტაილანდთან სხვა გუნდით…
ჩანაწერი

ტაილანდთან სხვა გუნდით…

ვილი სანიოლმა ტაილანდთან ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ამხანაგურ შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა. …ტაილანდთან ბევრ მოთამაშეს მივცემ შანსს, მაგალითად, შენგელიას, სიგუას და კიდევ სხვებს, ვისაც ბევრი სათამაშო დრო არ აქვთ. ბოლო დროს „ბაზელში“ სიგუა ფიზიკურად განვითარდა. ტაილანდთან ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მის მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. ეს ეხება არა მხოლოდ სიგუას, არამედ სხვებსაც, ვინც...

ფინეთში ფრემ საქმე გაართულა
ჩანაწერი

ფინეთში ფრემ საქმე გაართულა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე ტურის მატჩი სტუმრად ფინეთთან გამართა და ფრედ, 3:3 ითამაშა. პირველ ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდი ორჯერ აგებდა, მაგრამ ბრუნო გომესისა და მეკარე ზვიად კუპატაძის გოლებით გაათანაბრა. კუპატაძეს ამჯერად ცარიელ კარში არ გაუტანია – შეტევაში ჩაერთო და დაასრულა. მეორე ტაიმში საქართველო შაგინიას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე...

ბაიერნმა ბოატენგი არ მიიღო
ჩანაწერი

ბაიერნმა ბოატენგი არ მიიღო

მიუნხენის „ბაიერნმა“ აღარ მოისურვა ჯერომ ბოატენგთან კონტრაქტის გაფორმება მისი ოჯახურ ძალადობაში მონაწილეობის და სასამართლო პროცესის გამო. ბოატენგთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება სპორტულ მიზეზებს არ უკავშირდება. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა არ არის მზად იმ რეპუტაციის ხარჯებისთვის, რაც შეიძლება გაიღოს ბოატენგის მიმდინარე სასამართლო პროცესის გამო. ფეხბურთელს ყოფილ შეყვარებულზე თავდასხმასა და შეურაცხყოფაში ედება ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ წინანდელი ნასამართლობა გაუქმდა, პროცესი...

კონტე! – საქმე სერიოზულადაა
ჩანაწერი

კონტე! – საქმე სერიოზულადაა

calcionapoli1926-ის ჟურნალისტი ემანუელა კასტელი წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა გაზის პედალს ფეხი მიაჭირა — „ნაპოლის” პრეზიდენტი აპირებს გააკეთოს ის, რაც ზაფხულში ვერ შეძლო: მწვრთნელად მიიყვანოს ანტონიო კონტე. „პარტენოპეელთა” მეპატრონისთვის „იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც გუშინ ანიელების ოჯახის საუკუნოვან იუბილეში მიიღო მონაწილეობა, სწორედ ის ფიგურაა, რომელსაც დაეძებს. ADL-ს სწამს, რომ იტალიის ნაკრების, „ატალანტას”, „იუვეს” „ჩელსის”, „ინტერის”, „ტოტენჰემ...

მწვრთნელიჭამია არ არის, მაგრამ…
ჩანაწერი

მწვრთნელიჭამია არ არის, მაგრამ…

რუდი გარსია აურელიო დე ლაურენტისის ეპოქის მეათე მწვრთნელია. მას მერე, რაც 2004 წელს გაკოტრებული და სერია C1-ში გავარდნილი „ნაპოლი” იყიდა, ცნობილი კინოპროდიუსერის დინო დე ლაურენტისის (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი 500 ფილმიდან 38 ოსკარზე იყო წარდგენილი) თავადაც კინოპროდიუსერმა ძმის შვილმა „პარტენოპეელებს” ათი თავკაცი მოარგო: ჯან პიერო ვენტურათი დაიწყო და ჯერჯერობით გარსიაზეა გაჩერებული, თუმცა ფრანგს წყალი...