ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნეაპოლი „რეალს” მიწისძვრით შეხვდა. არ გეგონოთ, რომ გადატანითი მნიშვნელობით, საფეხბურთო მიწისძვრაზე ან რამე ასეთზე ვლაპარაკობდეთ, პირდაპირი გაგებით, 4,0 მაგნიტუდის ბიძგს ვგულისხმობთ. მიწა 2,6 კილომეტრის სიღრმეში იძრა. ეს წუხელ, ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის ამ ქალაქში მიწისქვეშა ბიძგები მოხშირდა. ქალაქთან ახლოს მდებარეობს მოქმედი ვულკანი ვეზუვი, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიძინებულია. იყო დაზიანებებიც. აქა-იქ შენობებს ქვა-ბათქაში ჩამოტყდა და მანქანებსაც კი დაეცა. მოსახლეობა შეშინდა და სახლებიდან გარეთ გამოვიდა.
ამ დროისთვის კარლო ანჩელოტი და მისი გუნდი უკვე ნეაპოლში იმყოფებოდა. „თეთრებმა” ივარჯიშეს, პრეს-კონფერენცია გამართეს და სასტუმრო „ვეზუვიში” დაბრუნდნენ. დღის პროგრამა ამოწურული ჰქონდა „ნაპოლისაც”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 08:54ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 07:56B ლიგის დონის გუნდი
აქეთურ-იქითური29/09/2026 | 14:22დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
