ორ შეხვედრაში რვა გოლის გატანამ გუნდს შეიძლება გუნება გამოუკეთოს, მაგრამ არსებითად ვერ შეცვლის. „ნაპოლის” ნამდვილი გამოცდის ჩაბარება სამშაბათ საღამოს მოუწევს, როდესაც კარლო ანჩელოტის „რეალი” „მარადონას” ეწვევა.
რუდი გარსიას „ნაპოლიმ” „უდინეზესა” და „ლეჩესთან” შეხვედრებში აჩვენა, რომ შთამბეჭდავ ფორმაშია, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ასე ჟღერს: რამდენად არის ეს გუნდი მზად წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ დიდ ევროპულ სიმძლავრეს, როგორიც „რეალია”?
„ლეჩესთან” შეხვედრაში ცხადად გამოჩნდა, რომ ნეაპოლელებს ჩინებული ნახევარდაცვა ჰყავთ: ლობოტკამ და ანგისამ დაამტკიცეს, რომ მრისხანე წყვილია. თუმცა მაინც რჩება კითხვები: გაუძლებს „აძურისს” დაცვა მადრიდელთა ვარსკვლავურ თავდასხმას?
ერთი ნათელი წერტილი კვარაცხელიას თამაშია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ის კვლავ საუკეთესო ფორმაშია: აწვდის საგოლე პასებს და ენითაუწერელ ტექნიკას გვაჩვენებს. ოსიმენს კი წინ ლაკმუსის ქაღალდი ელის. უნდა გამოჩნდეს, არის თუ არა ნიგერიელი მზად მორალურად და ფიზიკურად.
ერთი სიტყვით, მთელი ყურადღება „რეალთან” უმნიშვნელოვანეს მატჩზეა გადართული. მადრიდელებს ვინისიუსი ჯერ კიდევ არ ჰყავთ ბოლომდე გამოჯანმრთელებული. წამყვანი ფეხბურთელებიდან აკლიათ კურტუა და მილიტაო. „ნაპოლის” რეალური შანსი აქვს. თუ გარსიას გუნდი „მარადონაზე” წარმატებას მოიპოვებს, ეს შეიძლება მართლაც სეზონის შემობრუნების წერტილი აღმოჩნდეს.
ანტონიო დე ბიასე, napolipiu
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
