„ნაპოლის” ლეგენდის ლორენცო ინსინიეს საქმე „ტორონტოში” სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის. მისი გუნდი „სინსინატისთან” 2:3 დამარცხდა. 22 ივნისის შემდეგ ტორონტოელებმა 15 მატჩში 14 მარცხი იწვნიეს და როგორც ჩანს ამაში ადგილობრივი გულშემატკივრები დიდწილად „პარტენოპეელთა” ყოფილ კაპიტანს ადანაშაულებენ — 19 შეხვედრაში მისი მონაგარი მხოლოდ 4 გოლი და 4 საგოლე პასია. გარდა ამისა, ინსინიემ ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ასე იყო „სინსინატისთან” შეხვედრაშიც, როდესაც ის ტრიბუნაზე იჯდა.
სწორედ ამ შეხვედრის დროს დაუძახა მავანმა ფანმა ინსინიეს, რომ ის მათ კლუბს ძარცვავს, რადგან დიდი ხელფასი აქვს, შედეგი კი ნულია. ამაზე 32 წლის ფეხბურთელს საპასუხო რეაქცია ჰქონდა. არსებობს ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ინსინიე ყვირის: Fuck you! და მერე დასძენს: respect! — პატივისცემით მომეპყარითო. დაძაბულობის განსამუხტავად ფეხბურთელი მის მეუღლეს გაჰყავს ადგილიდან.
კონფლიქტი კი სოციალურ ქსელებში გადაიხარდა: „ამ კაცს თავი ვინ ჰქონია?” — წერენ „ტორინოს” გულშემატკივრები ინტერნეტში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
