ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ და „დინამომ“ ფრედ – 2:2 ითამაშეს. მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა.
ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, თუმცა ბოლოს ყველაფერი ყაიმით დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი დინამოელთა მეკარე გიორგი ლორია გამოდგა, რომელმაც 65-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯერ მამუჩაშვილს აუღო, შემდეგ კი ჯოვინოს დამატებაზე დარტყმულიც მოიგერია.
„თელავი“ აგრძელებს ყოჩაღობას. კახელების „მსხვერპლი“ ამჯერად „საბურთალო“ გახდა. გიორგი მიქაძის ბიჭებმა ირაკლი რუხაძის თერთმეტმეტრიანით მოიგეს – 1:0.
თელაველებმა ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგეს და სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. არადა, მესამე წრის დაწყებისას ცხრილის ფსკერზე იდგნენ. „საბურთალო“ კი მიჯრით მეორედ დამარცხდა.
„დილამ“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „სამგურალი“ კი ბოლო დროს ცუდად თამაშობს – ბოლო 8 მატჩიდან, ერთ დროს ლიდერბში მყოფმა წყალტუბიელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს.
„თელავის“ არ იყოს, ყოჩაღობს ფლეი-აუტის ზონაში მყოფი „სამტრედიაც.“ დიმიტარ კაპინკოვსკის შეგირდებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. ამჯერად უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ – 3:1.
შუქურა 0:0 ტორპედო
სამტრედია 3:1 გაგრა
1:0 ახვლედიანი (6), 1:1 ლომთაძე (22 პენ), 2:1 აბულაძე (39 პენ), 3:1 ნაჭყებია (45+5)
დილა 2:0 სამგურალი
1:0 სილვა (38), 2:0 სარდალიშვილი (47)
საბურთალო 0:1 თელავი
0:1 რუხაძე (33 პენ)
ბათუმი 2:2 დინამო
1:0 მამუჩაშვილი (4), 1:1 კადეტე (37), 1:2 ხარაიშვილი (52), 2:2 ღუდუშაური (73)
67-ე წუთზე მამუჩაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი
შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა
გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
ბათუმი 36 21 11 4 83:41 73
დინამო 36 21 8 7 93:49 68
ტორპედო 36 16 12 8 55:37 59
დილა 36 17 9 10 56:39 57
სამგურალი 36 16 9 11 53:51 54
საბურთალო 36 14 9 13 58:49 51
გაგრა 36 10 8 18 47:65 35
თელავი 36 10 7 19 34:62 37
სამტრედია 36 9 6 21 50:62 33
შუქურა 36 4 5 27 38:112 11
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ულად ომარ იმრანი (დინამო/ ჰაპოელი ბეერ-შევა ისრაელი) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 11, ტიერი გეილი (დილა/რაპიდი ავსტრია), ზორან მარუშიჩი (დინამო)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
