დღე: სექტემბერი 11, 2023

Home 2023 სექტემბერი 11 (ორშაბათი)
… დაიბრუნეთ ღიმილი
ჩანაწერი

… დაიბრუნეთ ღიმილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნორვეგიის წინააღდმეგ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრის გასამართად ოსლოში ჩავიდა. მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა „ულევაალის“ სტადიონზე ივარჯიშა, რომლის დაწყებამდეც მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ითარა კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. ვილი სანიოლი: „ძალიან რთულია, ვისაუბროთ ესპანეთთან მატჩზე. შედეგი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ვფიქრობ, აგრესია და სულისკვეთება დაგვაკლდა. ამას გარდა, შედეგს არაერთი წვრილმანი განაპირობებს… ასეთი...

ქართველმა ქალებმა მსოფლიო დაიბრუნეს
ჩანაწერი

ქართველმა ქალებმა მსოფლიო დაიბრუნეს

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე პარტია მოუგო და პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა. ქვეყნის ღირსებას ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიც სწორედ ასეთი შემადგენლობით მოიგო. ყაზახებთან პირველი პარტია ჩვენებმა 2.5:1.5 მოიგეს: მომგებიანი ქულა...

უარი საუდეთს
ჩანაწერი

უარი საუდეთს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა და მადრიდის „რეალის“ მცველმა, დავიდ ალაბამ, საუდის არაბეთში გადასვლა არ ისურვეს. წყაროს ცნობით, სამმა ფეხბურთელმა არაბული კლუბებიდან რამდენიმე შეთავაზება მიიღო. თუმცა ყველამ უარი თქვა. კონკრეტული კლუბები არ არის ჩამოთვლილი. ლევანდოვსკის ბარსაში სურდა დარჩენა, ისევე როგორც დე ბრუინს სიტიში. ალაბას კი წინადადებაც არ განუხილავს.

ნოლე კორტს დაეწია
ჩანაწერი

ნოლე კორტს დაეწია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო! ეს ნიშნავს, რომ „დიდ მუზარადებზე“ მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ნოლე ავსტრალიელ მარგარეტ კორტს დაეწია. ახლა ორივეს მონაგარი 24-ის ტოლია. ნოლემ 24-ე ტიტული ტრაგიკულად დაღუპულ ამერიკელ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს მიუძღვნა და გამარჯვების შემდეგ ლეგენდარული კალათბურთელის გამოსახულებიანი მაისური გადაიცვა. ფინალში სერბმა რუს დანილ მედვედევს მარტივად მოუგო და 2021 წელს განცდილი მარცხისთვის რევანშიც...

კარვახალი კროოსისგან განსხვავებულად ფიქრობს
ჩანაწერი

კარვახალი კროოსისგან განსხვავებულად ფიქრობს

ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის” მცველს დანი კარვახალს Futbol en Movistar Plus-მა ჩამოართვა ინტერვიუ. საუბარი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლას შეეხო. მოგეხსენებათ, ზაფხულში ვეიგას ყიდვას „ნაპოლი” ცდილობდა, მან კი კარიერის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში გაგრძელებას გაცილებით ბევრი ფულის გამო საუდეთის ლიგაში გადაბარგება ამჯობინა. კარვახალის პოზიცია ძალიან განსხვავდებოდა...

ყველაფერი მამარდაშვილის ხელშია
ჩანაწერი

ყველაფერი მამარდაშვილის ხელშია

ბოლო თვეები გიორგი მამარდაშვილისთვის იოლი არ იყო. ქართველი „ვალენსიას” წამყვან ფეხბურთელთა შორისაა და ამიტომ, გუნდის ცუდ პერიოდებს ის ერთიორად განიცდის. ბევრი ფეხბურთელი სანაკრებო ფანჯრების დროს ამოისუნთქვას და კლუბის პრობლემებიდან გადაერთვება ხოლმე, მაგრამ მისთვის ესეც არ არის გამოსავალი. ესპანეთთან შეხვედრაში მან შვიდი გოლი გაუშვა და მართალია ეს ხმაურიანი მარცხი მისი ბრალი ოდნავაც არ იყო, ამგვარი წაგება...