არის ასეთი იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო, რომელიც რადიო Kiss Kiss Napoli-ში მუშაობს და ამბობს, რომ „ნაპოლი” ბრძნულად იქცევა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს რომ არ უფორმებს.
„სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელთან კონტრაქტის ასეთ პირობებზე ჩაკეტვა ბრწყინვალე ნაბიჯია. კვარაცხელია მეტს იმსახურებს, მაგრამ აქ პირობებს „ნაპოლი” კარნახობს”, — თქვა ალვინომ.
იტალიელ ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ის, რასაც „ნაპოლი” კვარაცხელიას უკეთებს ბრძნული მენეჯმენტის მაგალითია.
„ფანები ასეთ მოქმედებას უნდა მიესალმონ, ნაცვლად იმისა, რომ სულ კრიტიკის განწყობაზე იყვნენ”, — დასძინა მან და გაიხსენა გაჭირვებაში მყოფი სხვა კლუბების მაგალითები:
„გამიგია, რომ ფინანსური პრობლემების გამო „სამპდორიამ” თავისი ლოგო გააქირავა. ასეთი რაღაცები შემაშფოთებელია. აქ, ნეაპოლში ეს ეტაპები გავლილი გვაქვს. კვარაცხელიასთან კონტრაქტის ასეთ თანხებზე გაფორმება გენიალურია. ხელშეკრულებას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განაახლებენ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
მთავარი ამბავი31/10/2026 | 08:14ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს
აქეთურ-იქითური30/10/2026 | 09:29ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
მთავარი ამბავი30/10/2026 | 07:50კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
