საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკულi MLS-ის კლუბ „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს, ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს, ქართველმა გარემარბმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
„ლობჟაიძეს სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისიდან ვესაუბრებით. ის მთელი ამ პროცესის განმავლობაში მზადყოფნას გამოხატავდა, რომ „ატლანტაში“ ეთამაშა.
მას აქვს საერთაშორისო დონეზე და ევროპის უმაღლეს ლიგებში თამაშის გამოცდილება. ასევე, უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ჩვენ მოუთმენლად ველით გუნდში, რომ ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გაიაროს“, – თქვა „ატალანტა იუნაიტედის“ ვიცე-პრეზიდენტმა და მენეჯერმა, კარლოს ბოკანეგრამ.
აქვე გეტყვით, რომ 17 სექტემბერს „ატლანტა იუნაიტედი“ „ინტერ მაიამის“ ეთამაშება, სადაც ცოტა ხნის წინ ლიონელ მესი გადავიდა…
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
