„ნაპოლისა” და ქართველი გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ამბავია: კასტელ დი სანგროში იტალიის ჩემპიონისა და ესპანური „ჟირონას” შეხვედრის (1:1) ბოლო წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლი იტკინა. მან სტადიონი შეხვეული ფეხით დატოვა. როგორც „სქაი სპორტმა” თქვა, სავარაუდოდ საქმე გვაქვს მყესების გაჭიმვასთან. დღეს ექიმები ქართველ გარემარბს გულდასმით გასინჯავენ. არის საშიშროება, რომ საქმე უბრალო ტკენასთან არ გვაქვს და ხვიჩა სამკურნალოა. ერთი უეჭველია, რომ კვირა, 6 აგვისტოს, „აუგსბურგთან” ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
