საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იტალიის ქალაქ ტრევიზოში ემზადება. ილიას ზუორსის გუნდმა ამხანაგური მატჩი ეგვიპტესთან გამართა. ადრევე ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურული იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ ის ვიცით, რომ პირველი ტაიმი ფრედ, 43:43 დასრულდა, ხოლო თამაში აფრიკელებმა 81:76 მოიგეს. ერთადერთი კიდევ ის ვიცით, რომ არ უთამაშია თორნიკე შენგელიას – სხვა ყველა ლიდერი მოედანზე იყო….
საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 28 წლის სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. სლოვაკი მცველი „თელავს“ ტირანას „პარტიზანიდან“ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში ალბანეთის ჩემპიონი გახდა. იგი კახურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. სლოვაკი მცველი „პარტიზანიმდე“, სამშობლოში „ზვოლენის“, „რუჟომბეროკის“, „სერედის“, „სპარტაკ ტრნავასა“ და „ზლატე მორავცეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, „რუჟომბეროკში“ ის სლოვაკეთის 2017/2018 წლების სეზონის თასის…
„ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას კასტელ დი სანგროში აგრძელებს. სხვადასხვა ნეაპოლურმა საიტებმა გუნდის აბრუცოს პროვინციაში ჩასვლის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელთაგან ერთმა გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. ამ ფოტოზე „აძურის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი, კლასიკური ჩემოდნით მოდის, რის გამოც მავანმა გულშემატკივარმა ის ილუზიონისტს შეადარა: „აი, ქართველი ილუზიონისტი დიდი ჩემოდნით, რომელშიც ასისტენტი უზის. ის თავის საოცარ ნომრებს ამ ასისტენტის დახმარებით…
„იუვენტუსი” შემდეგ სეზონში კონფერენციის ლიგაზე არ ითამაშებს. ასეთი ვერდიქტი გამოუტანა უეფამ ტურინულ კლუბს ფინანსური „ფეარ-ფლეის” დარღვევის გამო. ტურინელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმაც — 10 მილიონი ევრო, რომელიც გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 20 მილიონამდე გაიზრდება. კონფერენციის ლიგაში „ბებერი ქალბატონის” ადგილს „ფიორენტინა” დაიკავებს. თუ „იუვენტუსის” დასჯა გარდაუვალი იყო, მაშინ გამოტანილი ვერდიქტი კლუბისთვისაც უკეთესია და თავად უეფასთვისაც. იყო ლაპარაკი,…
გუშინ ნეაპოლში რობერტ დე ნირომ ივახშმა. მან დიეგო მარადონასა და „ნაპოლისადმი” პატივისცემა გამოამჟღავნა. ჰოლივუდის ვარსკვლავი შვებულებას კამპანიაში ატარებს და ნეაპოლში ცნობილ რესტორან „მიმი ალა ფეროვიას” ეწვია, სადაც ტრადიციაა — სტუმრებს მარადონას ფიგურას სჩუქნიან. დე ნირომ მასპინძლებს არგენტინელი ლეგენდის ფიგურა გამოართვა, მოეფერა და აკოცა მას. დიდი კინოვარსკვლავის ამ ჟესტმა ინტერნეტში აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია. მომხდარის ვიდეო…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes