ზამბიის ნაკრების თავდამსხმელმა, ბარბრა ბანდამ, 2023 წლის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში კოსტა-რიკასთან გოლი გაიტანა (1:3). ეს გოლი მე-1000 გახდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ თავად ბანდასთვის ეს გოლი პირველი იყო ტურნირზე, ხოლო ზამბიელებს ამ მონდიალზე კოსტა-რიკასთან მატჩის წინ საერთოდ არ გაეტანათ – იაპონიასთან და ესპანეთთან...
იუვენტუსის ნაცვლად ფიორენტინა
„ფიორენტინა“ კონფერენციის ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს კლუბის პრესსამსახური. „იისფერებმა“ მონაწილეთა სიაში „იუვენტუსი“ ჩაანაცვლეს, რომელიც მანამდე უეფას გადაწყვეტილებით ევროპული შეჯიბრებიდან მოიხსნეს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ევროტურნირებიდან მოკვეთა, 2022 წლის დეკემბერში უეფა-ს მიერ დაწყებული გამოძიების შედეგი გახდათ. კლუბს ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს.
ქარიშხალი საქართველოს ირგვლივ
მსოფლიო რაგბის რეიტინგში გადაადგილებები გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შემდეგაც დაფიქსირდა. ჯერ ის ვთქვათ, რომ რაგბი ჩემპიონშიპის ბოლო ტურში „ოლ ბლექსმა“ ავსტრალიაც დაამარცხა (სტუმრად 38:7), 14 ჯამური ქულით სამხრეთ ნახევარსფეროს ჩემპიონი გახდა და გზად „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში საფრანგეთი მეორე საფეხურიდან ჩამოაჩოჩა. ამავე ტურნირში სამხრეთ აფრიკამ არგენტინას რის ვაი-ვაგლახით – 22:21 აჯობა, ხოლო შოტლანდიამ ტესტ-მატჩში იტალიას უასპინძლა...
ლოსანოს ბოლო დღეობა ნეაპოლში
გუშინ „ნაპოლის” მექსიკელი გარემარბი ირვინგ ლოსანო 28 წლის გახდა. როგორც „ილ მატინო” წერს, შემდეგ დაბადების დღეს ის ალბათ სხვაგან, ყველაზე დიდი ალბათობით კი ამერიკაში აღნიშნავს. „პერტენოპეელებთან” ლოსანოს კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გაუდის. შაბათს, „ჰათაისფორთან” (4:0) შეხვედრაში ის იყო „აძურის” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც რუდი გარსიამ მოედანზე არ შეუშვა. იტალიურ პრესაში ამბობენ, რომ მართალია ლოსანომ გაზაფხულზე მიღებული...
ვინც ეხლა არ იხტუნაოს…
Chi non salta juventino è! — ეს გახლავთ „ნაპოლის” გულშემატკივართა ცნობილი შეძახილი, რომელიც ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ გამოდის: ვინც ეხლა არ იხტუნაოს, ის იყოს „იუვენტუსი”. კვირა დილას კასტელ დი სანგროში სავარჯიშოდ გასულ „აძურის” ფეხბურთელებს გულშემატკივარი, რომელიც არა და არ ამთავრებს საჩემპიონო ზეიმს, ამ სიმღერით შეეგება. ამ დროს ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოედანთან ხელის გაწვდენაზე იდგა...
გაუყიდეს და არ უყიდეს
გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ El Chiringuito-სთან ინტერვიუში დუმილი დაარღვია და „ღამურებთან” მუშაობის დროინდელი ამბები მომოყვა. შარშან, როდესაც იტალიელმა მწვრთნელმა „ვალენსია” ჩაიბარა, გულშემატკივარმა ის შეიყვარა, როგორც ძლიერი და თავდადებული პიროვნება. ვალენსიელ გულშემატკივარს თავად რინოც კარგად იხსენებს. „გულშემატკივრის სიყვარული თავიდანვე შევამჩნიე. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ურთულეს საქმეს მოვკიდე ხელი. ჩემთვის ასეთი დიდი კლუბის...
ლოსანომ სტადიონი თავჩაქინდრულმა დატოვა
ნეაპოლურმა საიტებმა ყურადღება გაამახვილეს ერთ გარემოებაზე: „ნაპოლის” მექსიკელმა თავდამსხმელმა ირვინგ (ჩაკი) ლოსანომ „ჰათაისფორთან” ამხანაგური შეხვედრის შემდეგ სტადიონი თავჩაქინდრულმა დატოვა. ლოსანო განაცხადში იყო, ბოლო 20 წუთის განმავლობაში მონდომებით ხურდებოდა კიდეც, მაგრამ რუდი გარსიამ მოედანზე ერთი წუთითაც არ შეიყვანა. არადა, „აძურის” ფრანგმა მწვრთნელმა ისეთი ფეხბურთელებსაც კი მისცა თავის გამოჩენის საშუალება, როგორებიც არიან ნოსა ედვარდ ებარეტინი, კარიმ ზედადკა...
რა სიახლე იყო ნაპოლის თამაშში?
„ნაპოლიმ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად კასტელ დი სანგროში. რუდი გარსიას გუნდმა თურქულ „ჰათაისფორს” 4:0 მოუგო. „ჰათაისფორში” ორი ქართველი თამაშობდა: საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია. „ნაპოლიში” — ხვიჩა კვარაცხელია. calciomercato-ს აზრით პირველ ტაიმში იტალიის ჩემპიონთა თამაშში რამდენიმე საინტერესო მომენტი გამოიკვეთა. იტალიურ პორტალს მოეწონა მარჯვენა ფრთა, სადაც ჯოვანი დი ლორენცო და მატეო პოლიტანო შეთანხმებულად მოქმედებდნენ. სიახლე...
საქართველო ეგვიპტესთან დახურულად დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იტალიის ქალაქ ტრევიზოში ემზადება. ილიას ზუორსის გუნდმა ამხანაგური მატჩი ეგვიპტესთან გამართა. ადრევე ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურული იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ ის ვიცით, რომ პირველი ტაიმი ფრედ, 43:43 დასრულდა, ხოლო თამაში აფრიკელებმა 81:76 მოიგეს. ერთადერთი კიდევ ის ვიცით, რომ არ უთამაშია თორნიკე შენგელიას – სხვა ყველა ლიდერი მოედანზე იყო....
თელავის ახალი სლოვაკი…
საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 28 წლის სლოვაკი მცველი იოზეფ მენიხი დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. სლოვაკი მცველი „თელავს“ ტირანას „პარტიზანიდან“ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში ალბანეთის ჩემპიონი გახდა. იგი კახურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. სლოვაკი მცველი „პარტიზანიმდე“, სამშობლოში „ზვოლენის“, „რუჟომბეროკის“, „სერედის“, „სპარტაკ ტრნავასა“ და „ზლატე მორავცეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, „რუჟომბეროკში“ ის სლოვაკეთის 2017/2018 წლების სეზონის თასის...









