თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
… მათ ზუსტად იციან, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს!
ჩანაწერი

… მათ ზუსტად იციან, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს!

საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა ამას წინათ სამი ტესტ-მატჩი გამართა და ცხადია, სამივე მოიაზრებოდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპად. ჰოდა, ისევე როგორც დიდებს, პატარა ბორჯღალოსნებსაც ახასიათებთ ფორმაში თანდათან შესვლა და თამაშის ხარისხის მატჩიდან მატჩამდე, თვალსა და ხელს შუა აწევა. უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას...

გერმანია საქართველოსა და ბუდაპეშტში
ჩანაწერი

გერმანია საქართველოსა და ბუდაპეშტში

გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო დი სალვომ დაასახელა შემადგენლობა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფის მატჩებს საქართველოში ჩაატარებს – გერმანელები, 22 ივნისს, ქუთაისში, ისრაელს შეხვდებიან, ორ თამაშს კი ბათუმში ჩაატარებენ – 25 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 28 ივნისს, ინგლისს დაუპირისპირდებიან. ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, გერმანიის ეროვნულ გუნდშიც...

ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ არ მქონდა წარმოდგენა
ჩანაწერი

ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ არ მქონდა წარმოდგენა

ფარდა დაეშვა. ეს უყო ლუჩანო სპალეტის ბოლო პრეს-კონფერენცია „ნაპოლის” მწვრთნელის რანგში. მან თქვა: „დღეს ფიქრებით ყველა იმ ადამიანთან ვარ, ვისაც ამ ორი არაჩვეულებრივი წლის განმავლობაში შევხვდი. ნეაპოლის წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან ის წარმოსახვის ფარგლებს სცილდება. ნეაპოლში უნდა იცხოვრო. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეტყობა ცოტათი ნეაპოლელი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ იმისათვის, რომ სრულად ნეაპოლელი გავმხდარიყავი, ეს ორწლიანი...

ნაპოლიმ ლუის ენრიკე შეაშინა
ჩანაწერი

ნაპოლიმ ლუის ენრიკე შეაშინა

areanapoli-ს ინფორმაციით, „ნაპოლის” ხელმძღვანელობასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, 53 წლის ლუის ენრიკეს შორის ურთიერთობა არ შეწყვეტილა. პორტალი ეყრდნობა სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის ალფრედო პედულას ინფორმაციას, რომელმაც თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. მეორე მხრივ, იმავე ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლუის ენრიკე ყოყმანობს და ამ ყოყმანის მიზეზი არც ხელფასია და...

ყველა ვარიანტი სპალეტის მერე
ჩანაწერი

ყველა ვარიანტი სპალეტის მერე

დადგა „ნაპოლიში” ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის ბოლო დღე. მას კამპანიის დედაქალაქი დაიმახსოვრებს, როგორც ადამიანს, რომელმაც ოცდაცამეტ წლიანი ლოდინის შემდეგ ვეზუვის ძირში სკუდეტო დააბრუნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩაატარა დაუვიწყარი სეზონი, უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი, ახლა კი გამომშვიდობების დროა. სპალეტი მომავალ სეზონში „ნაპოლის” აღარ გაწვრთნის. ის კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე აურელიო დე ლაურენტისს საჯაროდ გადაეხვია, რაც იმას...

ბელგია 23 თქვა
ჩანაწერი

ბელგია 23 თქვა

ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯაკი მატისენმაც დაასხელა 23-კაციანი შემადგენლობა. ბელგიის ნაკრები პირველ შეხვედრას 21 ივნისს, „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებთან გამართავს. 24 ივნისს „დინამო არენაზე“ – საქართველოს შეხვდება, ხოლო 27 ივნისს, ისევ „მიხეილ მესხზე“ – პორტუგალიას. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ბელგია კვლავ საქართველოში ითამაშებს. მეკარეები: მაქსიმე დელანგე („კიერსე“), სენე ლამენსი („ბრიუგე“), მაარტენ ვენდევოორტი („გენკი“). მცველები:...

სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო
ჩანაწერი

სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო

„დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რატომღაც ბოლო წლებში ამ დროს დინამოელებს კრიზისი დაუდგებათ ხოლმე და რა შედეგიც მოაქვს ამას ევროთასებზე, კომენტარი აღარ სჭირდება. არადა, „დინამო“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება… „საბურთალო“ კი სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს – ზედიზედ მე-5 გამარჯვება და მიჯრით მე-11 წაუგებელი მატჩი. ომარ თეთრაძის ...

საკო FIBA-მ აქო
ჩანაწერი

საკო FIBA-მ აქო

ძალიან მაგარი ამბავი – კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) დიდების დარბაზში პირველი ქართველი კალათბურთელი გამოჩნდება – ზურაბ საკანდელიძე. ჩვენებური იმ 10 დიად კალათბურთელს შორისაა, რომლებსაც 23 აგვისტოს უკვდავყოფენ. საკანდელიძის გარდა დიდების დარბაზში მოხვდებიან: ამაია ვალდემორო (ესპანეთი), იუკო ოგა (იაპონია), პენი ტეილორი (ავსტრალია), კატრინა მაკლაინი (აშშ), ვლამირ მარკესი (ბრაზილია), იაო მინი (ჩინეთი), სონი ჰენდრავანი (ინდონეზია), ანჯელო მონტეირო...

დღეს ვალენსიას კარს სახელი ჰქვია
ჩანაწერი

დღეს ვალენსიას კარს სახელი ჰქვია

ჩემპიონატი დასრულდა. 90 წუთიც და ლა ლიგის სეზონს დავემშვიდობებით. და თუ „ბეტისთან” შეხვედრასაც თავიდან ბოლომდე ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილს ყველა წუთი ნათამაშევი გამოუვა — იმდენი, რამდენის საშუალებაც იყო. დავიდ სორიასა და ალექს რომეროსთან ერთად ქართველი მეკარე გახდება პრიმერა დივიზიონის ის ფეხბურთელი, რომელმაც მთელი სეზონი მოედანზე გაატარა. „ვალენსიას” კარს საიმედო პატრონი ჰყავს. მამარდაშვილი თავისი საქმის დიდოსტატია, რომლის...

აგენტი: ელმასი სათანადოდ დაფასებული არ არის
ჩანაწერი

აგენტი: ელმასი სათანადოდ დაფასებული არ არის

„ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელი ვარსკვლავის ელიფ ელმასის აგენტი ჯორჯ გარდი ტრანსფერებში გათვითცნობიერებულ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს თავისი კლიენტის შესახებ ელაპარაკა. „ვფიქრობ, ელმასი „ნაპოლიში” სათანადოდ დაფასებული არ არის. ის მართალია ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ელიფი ოთხი წელიწადია მაღალ დონეზე თამაშობს. მას რეგულარულად იძახებენ ნაკრებში. მისი გადაბირება ბევრს სურს. ის უნივერსალურია, პიროვნულად ძლიერია და დიდი მომავალი ელის....