თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
37 ქართველის 31 ლელო
ჩანაწერი

37 ქართველის 31 ლელო

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2 „ოიონაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მომდევნო სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს. აღზევების შანსი „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ გადასასვლელ მატჩში ვერ აჯობეს. პრო დ2-დან ნასიონალ 1-ში „კარკასონი“ და „მასი“ დაქვეითდნენ და მათ ადგილებს „ვალანს რომანი“ და „დაქსი“ დაიკავებენ. როგორც ყოველთვის, პრო დ2-ის გასულ სეზონშიც შეინიშნებოდა ქათველთა სიმრავლე....

ოცდაცამეტი წლის წინანდელ ზეიმზე ნაცვამი მაისურა
ჩანაწერი

ოცდაცამეტი წლის წინანდელ ზეიმზე ნაცვამი მაისურა

სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ” „სამპდორიას” მოუგო 2:0. ჩემპიონატის ბოლო გოლი არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ გაიტანა. ეს გახლდათ შორიდან შეგდებული ეფექტური გოლი, რის შემდეგაც „ჩოლიტომ” „ნაპოლის”, არგენტინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის  დიეგო მარადონას მაისური ააფრიალა. მატჩის დამთავრების შემდეგ სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა, თუ ვინ მიაწოდა მას მარადონას მაისურით ზეიმის იდეა. „ბედნიერი ვარ უნიკალური მომენტის...

ოსი არ იყიდება… თუმცა თანხასაც გააჩნია
ჩანაწერი

ოსი არ იყიდება… თუმცა თანხასაც გააჩნია

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა და ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესახებ „სკაი სპორტის” ეთერში, გადაცემა Calciomercato – L’Originale-ში ილაპარაკა. როგორც საქმეში გარკვეულმა სპეციალისტმა თქვა, თავდამსხმელის გარშემო დიდი ფუსფუსია ატეხილი, რასაც დაშოშმინება სჭირდება და სწორედ ამიტომ შეხვდებიან ამ კვირაში ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა და „პარტენოპეელთა” მეპატრონე აურელიო დი ლაურენტისი. სავარაუდოდ საკითხის მოგვარებას ერთი...

ქართველები წინ მიიწევენ
ჩანაწერი

ქართველები წინ მიიწევენ

ევროპა შიდა ფრანგული რაგბის ამარაა დარჩენილი, რადგან ყველა დანარჩენი ძლიერი ჩემპიონატი უკვე დასრულებულია. თან გასულ უქმეებზე იგივე საფრანგეთში მხოლოდ 3 მატჩი გაიმართა, მაგრამ სამივე მათგანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში შესარჩევი ნახევარფინალი შედგა და გაირკვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი გააგრძელებენ, ხოლო „სტად ფრანსეს“ და „ლიონის“ ქართველთათვის...

ვილი კვიპროსზე ფიქრობს
ჩანაწერი

ვილი კვიპროსზე ფიქრობს

საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 17 ივნისს კვიპროსს ესტუმრება, ხოლო 20 ივნისს – შოტლანდიას. მოახლოვებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა. „სტუმრად ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება იოლი არ არის. გვიწევს მგზავრობა და ენერგიის ხარჯვა. ახლა ვფიქრობთ ამ რესურსის გადანაწილებაზე. კარგია,...

მაიამი არ ხუმრობს
ჩანაწერი

მაიამი არ ხუმრობს

NBA-ში სუპერფინალის მეორე მატჩში „მაიამიმ“ „დენვერი“ სტუმრად 111:108 დაამარცხა და მოედნის უპირატესობა მიიღო. ფლორიდელებმა პირველი მეოთხედი 26:23 მოიგეს, მაგრამ მასპინძლები გონს მალევე მოეგნენ. „დენვერი“ მეორე მეოთხედშივე წინ გავიდა და ბოლო მეოთხედამდე ლიდერობდა. დასკვნითი პერიოდის წინ „დენვერი“ 8 ქულით იგებდა – 83:75. თუმცა, ბოლოში ისევ სტუმრები ათამაშდნენ და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 12 ქულით დაწინაურდნენ....

დაასვენეთ ბარახა ორი დღით
ჩანაწერი

დაასვენეთ ბარახა ორი დღით

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ბოლო ტურში სტუმრად „ბეტისთან” 1:1 ითამაშა და ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩა. „ღამურების” მწვრთნელი რუბენ ბარახა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზეც ისეთივე გადაღლილი სახით იჯდა, როგორც ბოლო მატჩების დროს მოედნის კიდესთან, თუმცა გუნდი ფიასკოს გადაარჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წინაშე დასახული ამოცანა შესრულებულია. სხვა საქმეა, რომ „ვალენსიას” ლეგენდამ გასაგებად მიანიშნა: სამომავლოდ კლუბმა საქმისადმი დამოკიდებულება...

ლუის ენრიკეს ნაპოლის არ სჯერა
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს ნაპოლის არ სჯერა

ვინ იქნება „ნაპოლის” მომდევნო მწვრთნელი? იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ „პარტენოპეელთა” კლუბში შექმნილ ვითარებაზე ეთერში ილაპარაკა. მან თქვა: „ნეაპოლელებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალ სეზონში მათი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნებოდა. აურელიო დე ლაურენტისის მთავარი სამიზნე სწორედ ის იყო, მაგრამ ესპანელმა უარი თქვა. ამის მიზეზი იმდენად სხვა კლუბების ზეწოლა და კონკურენცია...

კვარა: მე მიყვარს ნეაპოლი
ჩანაწერი

კვარა: მე მიყვარს ნეაპოლი

„ნაპოლიმ” ისტორიაში მესამე სკუდეტო მოიგო. კამპანიის დედაქალაქის გუნდს „სამპდორიასთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გადასცეს იტალიის ჩემპიონის თასი. სერია A-ს მიერ 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი DAZN-ს ინტერვიუ მისცა. „უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. ღრმად მწამს, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მარტო მე არ...

თელავის ბეგიჩი
ჩანაწერი

თელავის ბეგიჩი

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპის დაწყებამდე გაძლიერებაზე ზრუნვა აქედანვე დაიწყო და პირველი ტრანსფერიც შეათანხმა – ჩემპიონატში გამოცხდებული პაუზის შემდეგ გუნდის ღირსებას 22 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი დაიცავს. კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ბეგიჩიც „თელავს“ უახლოეს დღეებში შეუერთდება. ამარ ბეგიჩი – 2000 წლის 7 აგვისტოს ზენიცაში (ბოსნია) დაიბადა. ამპლუით ნახევარმცველია, თელავში...